დღეგრძელობის საიდუმლო: იისფერი ხილი ძვლებს და გულს დაზიანებისგან იცავს

557

ბოლო მონაცემებით, თუნდაც ერთი იისფერი ხილის (შავქლიავი) რეგულარული მიღება ძვლებს და გულის სისტემას უფრო ჯანმრთელს ხდის. ქალებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.

შავქლიავი ბევრისთვის ცნობილია, როგორც ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალება. ეს უჯრედისის მაღალი შემცველობით უზრუნველყოფილია. იისფერი ხილის უპირატესობა სხვა პრობლემებზეც ვრცელდება. დადგენილია, რომ შავქლიავი ადამიანს დიდხანს ცხოვრებაში ეხმარება და ქალისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.

ახალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 50 გრამი შავქლიავის რეგულარული მიღება ძვლებს იცავს, მინერალურ სიმკვრივეს უნარჩუნებს. მეცნიერები ამბობენ, რომ ძლიერი და ჯანმრთელი ძვლები დღეგრძელობის მაჩვენებელია, რადგან ამ შემთხვევაში გართულების რისკი მცირდება. მაგალითად, როგორიცაა ოსტეოპოროზი, რომელიც ავადმყოფობის და სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებლებთან კავშირშია. პენსილვანიის უნივერსიტეტის ქალთა ჯანმრთელობის და ვარჯიშის ლაბორატორიის ექსპერტებმა ხილის სარგებლის შესახებ დასკვნები გააკეთეს. კვლევის შედეგები ჟურნალში American Journal of Clinical Nutrition გამოქვეყნდა.

მეცნიერებს აინტერესებდათ, შეიძლება თუ არა შავქლიავის რეგულარული მიღებით ბარძაყის ძვლის მინერალური სიმკვრივის დაკარგვის პრევენცია და პოსტმენოპაუზის პერიოდში ბარძაყის მოტეხილობისგან ქალის დაცვა. ისინი 235 ქალს აკვირდებოდნენ. მონაწილეები დაყვეს სამ ჯგუგად: ერთი საკონტროლო ჯგუფი იყო, მეორე ჯგუფში ქალები 50 გრამ შავქლიავს ყოველდღე მიირთმევდნენ, მესამეში – 100 გრამ შავქლიავს. დაადგინეს, რომ ბარძაყის ძვლის მინერალური სიმკვრივის მაჩვენებელი უკეთესი იყო იმ ქალებს შორის, რომლებიც ყოველდღე 50 გრამ შავქლიავს მიირთმევდნენ. სპეციალისტების აზრით, შავქლიავი ნამდვილად შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც დამატებითი საშუალება მენოპაუზის შემდეგ ძვლოვანი მასის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად.

აღსანიშნავია, რომ შავქლიავი ანტიოქსიდანტების შემცველობით კონკურენციას უწევს მოცვს, რომელიც უპრეცედენტო ანტიოქსიდანტური აქტივობით ცნობილია. ის ორჯერ მეტ პოლიფენოლურ ანტიოქსიდანტურ ნაერთებს შეიცავს, ვიდრე ბევრი სხვა ხილი. ამ ანტიოქსიდანტებს ორგანიზმში ანთების შემცირება შეუძლიათ და ძვლების სიმკვრივის შენარჩუნებაში გვეხმარება. შავქლიავში შედის რამდენიმე მკვებავი ნაერთი, რომლებიც ძვლების დამცავი თვისებებით ცნობილია. მათ შორისაა К ვიტამინი, ფოსფორი, მაგნიუმი და კალიუმი.

გარდა ამისა, ამ იისფერი ხილის პოლიფენოლები გულზე დადებითად მოქმედებს, ამცირებს კარდიოლოგიური დაავადებების ისეთ რისკ–ფაქტორებს, როგორიცაა ქოლესტერინის მაღალი დონე და მაღალი არტერიული წნევა. ამ ნივთიერებებს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ, რაც უჯრედების დაზიანებას ხელს უშლის. ორგანიზმში ქრონიკული ანთების შემცირება გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების დაბალ რისკს უკავშირდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს