საყვარელი მამაკაცი ჩემს ბინაში ცხოვრებას დაჟინებით ითხოვს

770

საყვარელი მამაკაცი ინტერნეტით გავიცანი. 6 თვეა ურთიერთობაში ვართ. მასთან ჩასვლას მთავაზობდა, მაგრამ მაქვს სამსახური, რომელსაც ვაფასებ. მას არაფერი აკავებდა, ამიტომ ცვლილებებს ადვილად დათანხმდა. ჩემს ქალაქში საცხოვრებლად გადმოვიდა, სამსახური იშოვა. ერთად ბინა ვიქირავეთ, თუმცა მაქვს საკუთარი ბინა, რომელსაც ვაქირავებ. წინააღმდეგი ვარ, რომ ჩემს ბინაში ერთად ვიცხოვროთ. ჩემთვის მიუღებელია. ვშიშობ, რომ ასე მამაკაცი გაფუჭდება. მზამზარეულზე ცხოვრება მოადუნებს.

მით უფრო, პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. ისინი დედასთან ერთად შორს ცხოვრობენ. არ მინდა, ჩემს ტერიტორიაზე მოვიდნენ, თუნდაც არდადეგებზე ერთი კვირით. სხვისი შვილები არიან, ამას ვერ შევეგუები. თუ შვილის გაჩენას გადავწყვეტ, ნამდვილი პრობლემა გახდება.

ბოლო დროს ხშირად მანიშნებს, რომ ბინაში ქირის გადახდა მომგებიანი არაა. ამბობს: „ბინა ხომ გაქვს“. ბრაზობს, რომ იქ არ ვუშვებ. ჩემზე ზეწოლა დაიწყო. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. არ მინდა, ჩემს ბინაში იცხოვროს. ვშიშობ, რომ მოდუნდება და საერთოდ აღარ იმუშავებს. რისთვის? საცხოვრებელი აქვს, მე ვამზადებ, რა საჭიროა თავის შეწუხება? შემდეგ თავის შვილებსაც გადმომაბარებს.

ასეთი სიტუაცია მაქვს: კარგად ვშოულობ, მარტოც ნორმალურად ვცხოვრობ. მხოლოდ სიყვარულის გარეშე მოსაწყენია, მაგრამ მის რჩენას არ ვაპირებ. ხელფასის მესამედს ალიმენტზე ხარჯავს, სესხს იხდის. რა რჩება ჩვენი მომავლისთვის? თეთრები.

ბევრი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ ფინანსურად საშინელ სიტუაციაშია. თან ყოფაში წუნიაა. ამას არ ჭამს, ეს არ მოსწონს. შვილებს წელიწადში ერთხელ ნახულობს. ბრაზობს, თუ ვანიშნებ, რომ კარგი მამა არაა. ვცადე ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაში გადაზრდილიყო. უფრო მოსიყვარულე გახდა, აღარ წუწუნებს, ზრუნვით და სითბოთი ამავსო, მაგრამ მაინც არ მჯერა მისი.

ჩვენს მომავალს ნათლად ვხედავ, რომ გამზადებულზე მოეწყო. ბინა არის, ველოლიავები, შემდეგ თავის შვილებს მოიყვანს, მათზეც ვიზრუნებ. ზაფხულის ბოლოს ჩვენთან ჩამოყვანა და გაცნობა უკვე უნდოდა. შემდეგ ყოფილ ცოლს რაღაც დაემართება, ჩვენთან იცხოვრებენ. საშინელებაა.

ერთხელ წამოცდა კიდეც, რომ კარგი იქნებოდა ჩემს ხელფასზე ცხოვრება, ხოლო მისი ხელფასის დაგროვება ბინისთვის. კარგად მოიფიქრა. მას აქვს ვალები, ორი შვილი, ამ ყველაფერში გავები მხოლოდ სიყვარულის გამო. თუმცა მხოლოდ სიყვარული ვერ დაგაპურებს.