ნევროლოგი: თითების დაბუჟება და წელკავი თიაქარზე მიუთითებს

629

რა სიმპტომები ახლავს მალთაშუა დისკის თიაქარს და როდის არის საჭირო ოპერაციის გაკეთება, ამის შესახებ ნევროლოგი ალექსი ისაიკინი საუბრობს.

მისი თქმით, უმეტეს შემთხვევაში თიაქარი, რომელიც ზურგის ტკივილს იწვევს, თავისით ქრება. „მალთაშუა დისკების თიაქრის სიმპტომები 60-70% შემთხვევაში თავისით ქრება“ – ამბობს ექიმი.

ტკივილი, რომელსაც ადამიანი თიაქრის დროს განიცდის, გამოწვეულია დიდი წარმონაქმნებით, რომლებიც ნერვული ფესვების მექანიკურად მოჭეჭყვას ხელს უწყობს. გარდა ამისა, მტკივნეული სინდრომის გაჩენას ხელს უწყობს ანთება. რაც უფრო ძლიერია ანთება, მით მეტ დისკომფორტს იწვევს უსიამოვნო შეგრძნებები.

იმ შემთხვევაშიც, როცა პაციენტი ძლიერ ტკივილს უჩივის, თიაქარი თავისით შეიძლება შემცირდეს, ხოლო მტკივნეული შეგრძნებები ჯერ დასუსტდეს, შემდეგ გაქრეს. პაციენტმა მოთმინება უნდა გამოიჩინოს და პოზიტიურ ცვლილებებს დაელოდოს.

„ნევროლოგიური ფესვობრივი სიმპტომები 3–6 კვირაში ქრება, ხოლო თიაქრის შემცირება 2 თვის შემდეგ იწყება“ – განმარტავს ნევროლოგი.

საერთო ჯამში, თიაქრის შემცირებას და მტკივნეული სიმპტომების გაქრობას 2 თვიდან 1 წლამდე პერიოდი შეიძლება დასჭირდეს. ექიმი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში თიაქრის მოსაშორებლად ოპერაციის ჩატარება არ ღირს.

„ოპერაცია აუცილებელია, თუ პაციენტს თიაქრის გამო აწუხებს შარდვის დარღვევა, აღმავალი დამბლა (დასუსტება) და გაშეშება  ანოგენიტალურ არეში“ – ამბობს სპეციალისტი.

ისაიკინი ამატებს, რომ არსებობს უსიმპტომო თიაქარიც, რომელიც ოპერაციას არ ექვემდებარება. და მაინც, ხერხემალში მისი არსებობა გარკვეულ დისკომფორტს უკავშირდება. ასეთ თიაქარზე მიუთითებს შემდეგი სიმპტომები:

  • ზურგის მოულოდნელი ტკივილი
  • თითების დაბუჟება
  • წელკავი

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს