ქმარმა ცოლი დაქალთან გაუშვა, ის კი აივანზე ჩასაფრდა და გაიგო საიდუმლო, რომელიც არ უნდა სცოდნოდა.

27073

ურთიერთობებში ხშირია გადაჭარბებები სხვადასხვა მხრიდან. მაგალითად, ოჯახში ლიდერი ქალია, რომელსაც კვალდაკვალ მიჰყვება მამაკაცი. მათგან პირველი ჭკვიანია და ბევრ ფულს შოულობს, მეორე კი არსად მუშაობს და სრულიად უინიციატივოა. ლამაზი ქალის ასეთ ისტორია ხშირადაა აღწერილი სასიყვარულო რომანებსა და რომანტიკულ კომედიებში.მეორე მხრივ, შეიძლება ყველაფერი სრულიად სხვაგვარადაც იყოს. წაბლისფერ თვალებიანი ეჭვიანი ბრუნეტი და მინიატურული, შეშინებული ქალი. მოკლედ, ისტორიამ უამრავი მაგალითი იცის, რომელთაგან ზოგი ესადაგება რეალურ ცხოვრებას, სხვები- არა.

ლამაზი ქალის ისტორია

ქრისტინეს  ტბასავით დიდი თვალები, სქელი ტუჩები, ღია ფერის თმა და პატარა ცხვირი ჰქონდა. ის ახალგაზრდულად იცვამდა, ვერც იტყოდით, რომ იგი 34 წლის იყო.მის ქმარს, პირიქით, ასაკი ეტყობოდა. ის ოდნავ ჩასუქებული და მელოტი იყო, სათვალეს ატარებდა. თუმცა ვასო შინაგანად თავს ასაკოვან ადამიანად არ თვლიდა. ქრისტინეს მოსწონდა კითხვა, სუფთა ჰაერზე დროის გატარება და მომავლის გეგმების დასახვა. მისი ქმარი საფინანსო სფეროში მუშაობდა, დატვირთული კვირის შემდეგ კარგად გამოძინება უყვარდა. ერთხელ ვასომ ცოლს სთხოვა, რომ საღამოს მას მეგობრებთან ერთად გაესეირნა. მიზეზი მარტივი იყო: მასთან სტუმრად ჩამოდიოდა ჯარის ამხანაგი და მათ შეხვედრის ადგილად ვასოს ბინა შეარჩიეს.ქრისტინემ თავიდან ეს ამბავი პოზიტიურად მიიღო, შემდეგ კი მორიგი რომანის სიუჟეტი მოაგონდა და ეჭვებით აივსო. მას ეგონა, რომ ვასო საყვარელთან უღალატებდა. მან აივანზე დამალვა გადაწყვიტა. საბედისწერო დღეს, როცა ქმარი მაღაზიაში წავიდა, ის ყუთების უკან ჩასაფრდა. 20 წუთში ვასო დაბრუნდა, მალევე სტუმარიც მიიღო. მამაკაცები სამზარეულოში გავიდნენ და მოგონებების ურთერთგაცვლას შეუდგნენ. ქრისტინეს ნათლად ესმოდა მათი საუბარი. ყოფილი კოლეგები წარსულს იხსენებდნენ და არყის ჭიქებს უჭახუნებდნენ ერთმანეთს. ბოლოს ლაპარაკი ქალებზე ჩამოვარდა.

  • “-ხომ გეუბნები, ვასო, განქორწინება- საუკეთესო რამაა, რაც კი ოდესმე დამმართია. ფული მაქვს და საყვარლებიც მყავს. არანაირი პასუხისმგებლობა არ მიშლის ხელს. საზოგადება თავს გვახვევს სტერეოტიებს. ჩვენ, მამაკაცები- პოლიგამი არსებები ვართ. ერთხელაც ამას მიხვდები.
  • -არა, დიტო, ჩემი ცოლი ძალიან მიყვარს, თუმცა ზოგჯერ რუტინა მღლის. მას ჰგონია, რომ მთელი დღეები მუშაობა საიტერესოა და ფულს ლანგრით მომართმევენ ხოლმე.
  • -ეჰ, შე საწყალო. კარგად დაუფიქრდი ჩემს სიტყვებს”.

მამაკაცები კიდევ დიდხანს ისხდნენ  სამზარეულოში და ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ, თუმცა ქრისტინეს ეს უკვე აღარ ანაღვლებდა. ის დაფიქრდა, მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს მხოლოდ ვასო ინახავდა, მისი ხელფასი მაინც არ იყო მაღალი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით.როდის ახერხებდა იგი დასვენებას? საერთოდ არც კი იღლებოდა, გასუქდა კიდეც. ესე იგი თავს კომფორტულად გრნობს, არა? როგორც გაირვა, ვასოსაც ჰქონდა ამბიციები დასვენებასთან, სამსახურთან და ოჯახთან მიმართებით. ქრისტინეს კი ეგონა, რომ მის ქმარს ყველაფერი აწყობდა.შემდეგ ვასომ მეგობარი გააცილა, ქალმა პალტო კარადაში დაკიდა, ფეხსაცმელები დერეფანში დააწყო, დივანზე წამოწვა და წიგნი გადაშალა. როცა ქმარი სახლში დაბრუნდა, მას ოჯახში სიურპრიზი დახვდა. ქრისტინე მთელი საღამო მას უცინოდა და “საიდუმლოდ” უთხრა, რომ დასასვენებლად სადმე წასვლა უნდოდა. მათ მეტი დრო უნდა გაეტარებინათ ერთად.ქალმა თავისთვის გარკვეული დასკვნები გამოიტანა. ვასომ კვირაში რამდენი თავისუფალი საათი გამოყო სპორტდარბაზში სავარჯიშოდ. ქრისტინეს ქმარი ახალი ძალით იზიდავდა. გარკვეული ხნის შემდეგ ვასომ ცოლს უთხრა:

  • “-მისმინე, იმ დღეს რატომ არ წახვედი, როცა გთხოვე? გეგონას სახლში საყვარელს ამოვიყვანდი, არა?
  • -ვასო, ასეთი სისულელე საიდან მოიტანე?
  • -მე და დიტო ნახევარი საათი ვლაპარაკობდით სადარბაზოსთნა, ვიდრე ტაქსის ველოდებოდით. შემდეგ კი მოულოდნელად ბინაში დამხვდი. მეგონა დაკითხვას მომიწყობდი, შენ კი თბილად და ალერსიანად დამხვდი.
  • -ძვირფასო მეუღლევ, ის იმიტომ, რომ ნებისმიერი პრობლემა საუბრით უნდა მოგვარდეს. საკუთარ თავში ჩაკეტვით არაფერი შეიცვლება. ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ, ამიტომ ყოველთვის გავუგებთ ერთმანეთს.
  • -შემდეგ ჯერზე, დაგასწარი, აივანზე მე ვიმალები. ერთ თვეში დაბადების დღე გაქვს, საჩუქრად რა გინდა? ხომ იცი, ჩემით შეიძლება ვერ გამოვიცნო!”

მეუღლეები ერთმანეთს გადაეხვივნენ. გაირკვა, რომ ვასოს მარტოხელა მეგობარი ცოლ-ქმრისთვის ფსიქოლოგი აღმოჩნდა. მეუღლეებს შორის ურთიერთგაგება გაჩნდა, თანაც, პირველივე სეანსზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს