თერაპევტი: ხორცზე უარის თქმა მოხუცებში მოტეხილობებს ხელს უწყობს

313

თერაპევტი ნადეჟდა ჩერნიშოვა ამბობს, რომ ხანდაზმულებისთვის ხორცზე უარის თქმა საზიანოა. ხორცი, როგორც ცილის წყარო, ხანდაზმულის ორგანიზმს სჭირდება.

„ასაკთან ერთად ცილა ორგანიზმში სწრაფად იხარჯება და ნელა წარმოიქმნება. ხორცი მისი მთავარი წყაროა“ – აღნიშნავს ექიმი.

თერაპევტი გვაფრთხილებს, რომ  ხანდაზმულებში ხორცზე უარის თქმა ხელს უწყობს კუნთოვანი მასის დაკარგვას, ასევე მოტეხილობას.

ექიმი აცხადებს, რომ საჭირო რაოდენობის ცილების მიღების გარეშე ასაკოვანი ხალხი კუნთოვან მასას კარგავს. თავის მხრივ, ეს სხეულის მართვაზე, ბალანსსა და სიარულზე ნეგატიურად აისახება. საქმე იქამდე შეიძლება მივიდეს, რომ გამოიწვიოს მერყეობა, სპეციალური ძალისხმევის გარეშე წონასწორობის შენარჩუნების გაუარესება. ასეთ ვითარებაში დაცემის, ბარძაყის ყელის მოტეხილობის რისკი იზრდება.

თერაპევტი გირჩევთ, რომ ადვილად მოსანელებელი ხორცი შეჭამოთ.

„ხორცი, ნაკლებად ცხიმიანი ფარში, ძლიერი შეწვის გარეშე შეგიძლიათ მიირთვათ. როგორც მინიმუმ, ფრინველი ან თევზი აუცილებელია“ – ამბობს სპეციალისტი.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.