5 მეთოდი, როგორ გამოკვებოთ დეკემბერა, რომ მთელი ზამთარი დიდებულად იყვავილოს

1523

ზამთარში, როცა მცენარეების უმეტესობამ ყვავილობა დაასრულა, დეკემბერას ყვავილობის ნახვა ძალიან სასიამოვნოა. განსაკუთრებით ჯადოსნურია, თუ ეს პერიოდი საახალწლო დღესასწაულებს ემთხვევა. დიდებულ ყვავილობას რომ მიაღწიოთ და მხოლოდ რამდენიმე კოკრით არ დაკმაყოფილდეთ, დეკემბერასთვის სწორი სასუქი შეარჩიეთ.

უჩვეულო პერიოდში ყვავილობის გამო მცენარეს „დეკემბერას“ ან „საშობაოს“ უწოდებენ. სინამდვილეში მისი უცხოური სახელია „შლუმბერგერა“, რომლის დამახსოვრება რთულია. ყვავილი უპრეტენზიოა, მაგრამ მოვლა მაინც სჭირდება.

სასუქი დეკემბერასთვის: რა გავაკეთოთ დიდებული ყვავილობისთვის

  1. ორგანულ მინერალური და ფოსფორ–კალიუმის სასუქი ყოველ 2 კვირაში მონაცვლეობით გამოიყენეთ.
  2. თუ გსურთ, რომ დეკემბერას ბევრი კოკორი ჰქონდეს, ტემპერატურის რეჟიმი დაიცავით. მზიან ადგილას მხოლოდ 13-15 გრადუსი სჭირდება. როცა მცენარეზე პირველ კოკორს დაინახავთ, გადაიტანეთ იქ, სადაც 20-22 გრადუსია.
  3.  0,3 ჩ/კ ქარვის მჟავა და 1 ჩ/კ მონოკალიუმის ფოსფატი აურიეთ. ნარევი 3 ლ წყალში გააზავეთ და მცენარე 2 კვირაში ერთხელ ფესვებთან მორწყეთ. ასეთი კვება ოქტომბრის ბოლოს დაიწყეთ და ყვავილობის ბოლოს დაასრულეთ.
  4. ბორის სასუქი შეიძინეთ და ფოთლოვანი კვება ჩაატარეთ. 0,25 ჩ/კ ბორის მჟავა და ოდნავ თბილი წყალი აურიეთ. როცა მჟავა გაიხსნება, ოთახის ტემპერატურის წყალი დაუმატეთ ისე, რომ 1 ლ მოცულობა მიიღოთ.
  5. ბროწეულის ქერქი არ გადაყაროთ. დეკემბერას საკვებად გამოგადგებათ. 1 ნაყოფის ქერქი დააქუცმაცეთ და 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით. რამდენიმე დღე გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და გამოიყენეთ.

5 მარტივი წესის გამოყენებით დეკემბერა დიდებულად აყვავდება. აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და იმოქმედეთ. მცენარის მოვლა რთული არაა. დიდ დროს და ძალას არ დახარჯავთ. საშობაო მცენარე გამოკვებეთ, რომ ზამთარში მისი კაშკაშა ყვავილებით ისიამოვნოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს