„ყველაფერი შემიძლია გავიგო, მაგრამ არა ეს“. დედამ ვაჟის დახმარება არ ისურვა და არჩევანი გააკეთა

685

–დედა, დამეხმარე, რაღაც უნდა გავაკეთოთ!

–დიტო, – მბრძანებლურად უპასუხა დედამ. – მიმოიხედე. აი, ეს ყველაფერი, ოფისი, მაღაზიები, ხალხი, ჩემს ყურადღებას მოითხოვს. შენ არა, რადგან უკვე 23 წლის ხარ!

–მე ხომ შენი შვილი ვარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

–დაქორწინდი. სხვა რა უნდა გააკეთო?

ვაჟმა დედას გაფართოებული თვალებით შეხედა.

–სრულ ჭკუაზე ხარ? ერთი შეცდომა და მორჩა? არ მინდა დაოჯახება.

–ბავშვის გაკეთება იცი და პასუხისმგებლობის აღება არა?

–დედა, მორალს ნუ მიკითხავ. ეს არ დამეხმარება.

–აბა, რა დაგეხმარება?

–ფული მომეცი, თავად იცი რისთვის.

შორენამ უცებ მაგიდას მუშტი დაარტყა.

–მხოლოდ გაბედე. მაშინვე გამხელ. დიდი ხნით ჩაჯდები.

დიტომ შიშისგან პირი დააღო. დედამ კი გააგრძელა.

–მოკლედ ასე, სულელო კაზანოვა. ან დაქორწინდები და ჩემს შვილიშვილს გაზრდი ან ახლავე შენი ნივთები ჩაალაგე და ქალაქი დატოვე. ანგარიშს საბუღალტრო განყოფილებაში მიიღებ.

–დედა, გამოფხიზლდი! შენი შვილი ვარ! ღვიძლ შვილს აგდებ! ისეთი არაფერი გამიკეთებია. უბრალოდ დაქორწინება არ მინდა. მოდი, ახლა წავალ და მოგვიანებით დავილაპარაკოთ.

–ჩემი უკვე ვთქვი! არჩევანი შენზეა. საღამომდე გადაწყვიტე. ანას ნომერი მომეცი. ახლავე!

***

–ნუ ნერვიულობ. დედა კი გააბრაზე. დამშვიდდება და ერთად მოიფიქრებთ, რა და როგორ.

დიტომ მეგობარს შეხედა.

–შენთვის ადვილია ამის თქმა. ასეთი არასდროს მინახავს. რატომ წამომცდა ბავშვზე?!

–კარგი, მოგვარდება ყველაფერი. რა გადაწყვიტე?

–მაქვს არჩევანი?

–დარწმუნებული ხარ, რომ ბავშვი შენია?

–ახლა ისე გაგარტყამ! – ხელი აიქნია დიტომ. – გამიხდა ესეც ეჭვიანი.

***

შორენა ანას ელაპარაკებოდა.

–არ იდარდო. უბრალოდ შევხვდებით და დავილაპარაკებთ. შემდეგ თავად გადაწყვიტე.

–რა საჭიროა შეხვედრა, არ მესმის?

–ერთმანეთს თვალებში რომ ჩავხედოთ. უცხოები აღარ ვართ.

–სანამ ორსულად არ ვიყავი, ჩემი დანახვაც არ გინდოდათ. ახლა პირდაპირ შეხვედრას მთავაზობთ.

შორენამ გულში ხუთამდე დაითვალა და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხა:

–იცი, როდის გავაჩინე დიტო? შენზე 1 წლით უმცროსი ვიყავი. არავის შემოუთავაზებია შეხვედრა და ვარიანტების განხილვა.

სიჩუმე აუტანელი გახდა.

–კარგი, – როგორც იქნა ანამ უპასუხა. – მიკარნახეთ თქვენი სახლის მისამართი. ხვალ მოვალ.

***

საღამოს 10 საათზე დიტო ოფისში დაბრუნდა.

შორენა, როგორც ყოველთვის, საბუთებს და ცხრილებს ალაგებდა.

–რა გადაწყვიტე? – მაშინვე ჰკითხა დედამ.

–დავრჩები, – მტკიცედ უპასუხა შვილმა.

დედამ ნოუთბუქის ეკრანს თვალი მოწყვიტა.

–რა გეგმა გაქვს?

–ბავშვის გაზრდას ბევრი ფული სჭირდება. გონივრული იქნება, თუ შენთან გადმოვალთ. ხელფასიც უნდა გამიზარდო. ახლა ხომ ოჯახის მარჩენალი ვარ.

შორენა მაშინვე საბუთებს დაუბრუნდა.

–აქ მარჩენალი მე არ. შენ კი მუქთამჭამელი. სახლი დაივიწყე. ისედაც მზამზარეულზე ცხოვრობ. ხელფასის გაზრდა თუ გინდა, მეტი უნდა იმუშაო. ჯერ გეგმას ვერ ვხედავ.

დიტომ ხვეწნა დაიწყო:

–დედა, რატომ ბრაზობ? მზად ვარ, მამა გავხდე, თუ დამეხმარები. ხომ ხედავ, რომ მიჭირს. რატომ არ მეხმარები ნამდვილად?

–აქამდე როგორ გეხმარებოდი? ხუმრობით? შენ ხომ არაფერი გამოგიმუშავებია! მანქანა მე გიყიდე. უნივერსიტეტში ვალი ჩემი ფულით გაგისტუმრე. ჩემს კომპანიაში მუშაობ.

–ისევ მსაყვედრუობ! რამდენი შეიძლება? ხომ აცნობიერებ, რომ აბუჩად მიგდებ?

დედამ გაოცებისგან ნოუთბუქიც დახურა.

–აბუჩად გიგდებ? გსაყვედურობ?

–დედა, რას აკეთებ? თუ არ დამეხმარები, დაქორწინებაზე თანახმა არ ვარ. ხომ გესმის?

–მორჩა. ხვალიდან ჩემთან აღარ მუშაობ. ახლავე დატოვე განცხადება და აქ დატოვე. ფულს ანგარიშზე ჩაგირიცხავენ. თვალით აღარ დამენახო!

–დედა, – ვაჟმა უკვე წკმუილი დაიწყო. – რას აკეთებ? კარგი, გავიგე. ყველაფერს ჩემით გავაკეთებ. მაგრამ სახლის მოცემას ხომ დამპირდი!

–გვიანია, დიტო. შენგან ისეთი მამა გამოვა, რომ ბავშვი ბავშვთა სახლში თავს უკეთ იგრძნობს. განცხადება დატოვე და თავიდან მომწყდი!

***

შორენამ თავისთვის ჩაი დაისხა.

ანასთან ნახევარსაათიანმა საუბარმა წარმატებით ჩაიარა. დროა, მთავარზე გადავიდეს.

–ანა, გულწრფელად მითხარი, გინდა ბავშვის გაჩენა?

გოგონა უცებ აინთო.

–რა კითხვაა? მინდა?

–ეს კარგია!

ანა შორენას თვალებში უყურებდა.

–ახლა თქვენი ჯერია გულწრფელად მიპასუხოთ. რატომ აკეთებთ ამას? შენს შვილს ცოლად მაინც არ გავყვები.

–არცაა საჭირო. მაგრამ შვილიშვილი მეყოლება. მას საცხოვრებელი სჭირდება. ეს სახლი საუკეთესო გამოსავალია.

–რა თქმა უნდა, მადლობა, მაგრამ არა. ასე სამსახურში ვერ გავალ. სახლში ჯდომას არ ვაპირებ. ფული უნდა გამოვიმუშავო.

შორენამ თავი დაუქნია:

–სამსახური კარგია, მაგრამ ხომ მალე არ აპირებ. ამას მოგვიანებით გადავწყვეტთ. ეს პირველი. მეორეც, რა არჩევანი გაქვს? ნაქირავებ ბინაში წახვალ? აქ სახლი გაქვს, სადაც შეგიძლია დედა მოიყვანო, რომ დაგეხმაროს. ორივესთვის საკმარისი ადგილია. ჰაერი სუფთა. მხოლოდ კომუნალურებს გადაიხდი.

ანამ ისევ უპასუხა.

–არა, ასეთი ხარჯის ფული არ მექნება. მაღაზიებიც შორსაა.

შეუმდგარმა დედამთილმა მოთმინების დაკარგვა დაიწყო.

–ანა, რატომ ბრაზობ? შენი ამოცანაა ნორმალურად გააჩინო, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყოს. საჭმლის, საფენების და ტანსაცმლის ფულზე მოვგვარდებით.

–თქვენგან არაფერი მჭირდება. მოწყალებას არ ვიღებ.

შორენამ ამოიოხრა:

–შენთან მოგვარება რთულია. კარგი, მოდი ასე გავაკეთოთ. ფულს გასესხებ. უპროცენტოდ. მომცემ, როცა ჩემს კომპანიაში მუშაობას დაიწყებ, როცა მზად იქნები. ხელფასის 25%–ს ვალის გასასტუმრებლად დაგიქვითავ. შენ ხომ სოციალური ქსელების სპეციალისტი ხარ?

–დიახ, – პირველად ყოყმანით უპასუხა ანამ.

–აი, ჩემი მაღაზიების სოციალურ ქსელებს მიხედავ. ამაში არაფერი მესმის, ხოლო სხვისი დაქირავება, როცა გექნება ისეთი მოტივაცია, როგორიც ბავშვია, სისულელეა. არანაირი მოწყალება. პატიოსანი გარიგება. გაწყობს?

–თქვენი შვილი? ხომ გაიგებს, რომ აქ ვცხოვრობ და მაშინვე მოვა.

შორენამ თბილად გაიღიმა:

–მასზე არ იდარდო.

***

ანამ ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. 4 თვის შემდეგ შორენას კომპანიაში დისტანციურად მუშაობა დაიწყო.

2020 წელი მაღაზიების ქსელებისთვის რთული იყო, მაგრამ ბიზნესი გაგრძელდა და 2021 წელს ნელ–ნელა ზრდა დაიწყო.

ანა მარკეტინგის მენეჯერის მოადგილე გახდა. ვალი დიდი ხნის წინ გაისტუმრა, ახლა ბინისთვის ფულს აგროვებს. სახლში ბავშვთან ერთად ცხოვრება კარგი იდეა აღმოჩნდა.

დიტოსგან არაფერი ისმოდა, როგორც ფული ბავშვისთვის.

შორენა ანაზე ზრუნავდა. შვილიშვილს თითქმის ყოველ შაბათ–კვირას ნახულობდა.

თუ ასე გაგრძელდება, სახლის ჩუქებაზე შეიძლება დაფიქრდეს. ნახევარი ანას, ნახევარი შვილიშვილს.