მასწავლებლები ბავშვებს ხშირად თითებზე დათვლას უშლიან. მაგრამ სწორია კი ასე? მეცნიერები ასე არ ფიქრობენ!
მკვლევარებმა, ლარია ბერტელეტმა და ჯეიმს ბუტმა, შეისწავლეს ჩვენი ტვინის სფეროს ის ნაწილი, რომელიც თითების აღქმაზე აგებს პასუხს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ როცა მოსწავლეები რთულ მათემატიკურ ამოცანას ხსნიდნენ, ეს ნაწილი აქტიურდებოდა, მაშინაც კი თუ ბავშვები თითებზე არ ითვლიდნენ. უფრო მეტიც, საუკეთესო შესაძლებლობის დემონსტრირებას ახდენდნენ მოსწავლეები, რომლებიც უფრო ხშირად თითებზე ითვლიდნენ და შეეძლოთ ვიზუალიზაცია. ეს წესი სტუდენტების დროსაც მუშაობდა.
როდესაც მათემატიკის ამოხსნის დროს თითებზე ციფრების წარმოდგენის უნარი გააუმჯობესეს, მათ არითმეტიკული პროგრესი გაუუმჯობესდათ. ასეთი დასკვნები ამტკიცებენ, თუ რატომ აქვთ მუსიკოსებს შესანიშნავი მათემატიკური უნარები.
აქედან გამომდინარე, მასწავლებლებმა მოსწავლეებზე თითებზე დათვლა არ უნდა აუკრძალონ, არამედ პირიქით – მას ხელი შეუწყონ.
აი რამდენიმე საინტერესო ამოცანა, რომლებიც ტვინის განვითარებას ხელს შეუწყობენ. აქ თავიდან ბოლომდე ხაზი უნდა გაავლოთ.
მის ეფექტს გააძლიერებთ, თუ მოსწავლეებს ფრჩხილებზე ფერად სტიკერებს დაამაგრებთ.
მათემატიკის ვიზუალიზაცია სწავლის პროცესს არა მხოლოდ გაამარტივებს. ის საგანს უფრო საინტერესოს გახდის. მოსწავლეები რომ პროდუქტიულ ვიზუალურ აზროვნებას მიაჩვიოთ, მათ სთხოვეთ დახატონ ის, თუ როგორ ხედავენ კონკრეტულ ამოცანას.
ეს არა მხოლოდ დასწრების გამო არის საჭირო. ისინი, ვინც კრეატიულ აზროვნებას ფლობენ, წარმატებას ნებისმიერ სფეროში მიაღწევენ.
თქვენ რამდენად ხშირად ითვლით თითებზე?