ბუბნოვსკი: თუ მუხლების ან წელის ტკივილი გაწუხებთ, დაიმახსოვრეთ, არასდროს შეეხოთ

51264
ბუბნოვსკი: თუ მუხლების ან წელის ტკივილი გაწუხებთ, დაიმახსოვრეთ, არასდროს შეეხოთ
ბუბნოვსკი: თუ მუხლების ან წელის ტკივილი გაწუხებთ, დაიმახსოვრეთ, არასდროს შეეხოთ

დაჯერება მიჭირს, რომ ეს წარმატებული ექიმი 27 წელი ყავარჯნებით დადიოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ის რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ არ დანებდა. ტრავმებთან და პათოლოგიებთან ერთად, სერგიმ სრულყოფილი ცხოვრება განაგრძო და გამაჯანსაღებელი სისტემა შეიმუშავა, რომელიც მას ფეხზე დადგომაში დაეხმარა, ახლა კი უამრავ პაციენტს ეხმარება.

სერგი ბუბნოვსკის ვარჯიში ჯანმრთელობისკენ მისასვლელი გზა არის. ექიმი გირჩევთ ბებიების შარფებზე, გამათბობელ კომპრესებზე, კორსეტებზე, ტკივილგამაყუჩებლებზე უარი თქვათ. საკუთარი თავის შებრალება არ ღირს. მხოლოდ ასე შეძლებთ ხერხემლის ნებისმიერ ნაწილში ტკივილის მოშორებას და ჯანმთელობის დაბრუნებას.

ბუბნოვსკის სისტემა

აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ ცხოვრება მოძრაობაა. ადამიანებს ეს მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა მოძრაობის შესაძლებლობას კარგავენ და სპეციალისტებს მიმართავენ. მთავარია – ხელი არ ჩაიქნიოთ და საკუთარი სიზარმაცის წყალობით ორგანიზმი საშინელ მდგომარეობამდე არ მიიყვანოთ.

სერგეი ბუბნოვსკი თვლის, რომ ხერხემლის ჯანმრთელობის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს კუნთები, სადაც ნერვები და სისხლძარღვები გადის. თუ მათთან სწორად იმუშავებთ, შთამბეჭდავ შედეგს მიაღწევთ!

რა თქმა უნდა, სანამ გამაჯანსაღებელი ტანვარჯიშის შესრულებას შეუდგებით, სპეციალისტთან კონსულტანცია უნდა გაიაროთ. აუცილებელია გაარკვიოთ, შეიძლება თუ პაციენტმა შეასრულოს დახრა, თუ არა, მისაღებია თუ არა აზიდვები. მას შემდეგ, რაც ექიმი პრობლემას განსაზღვრავს, საუკეთესო მკურნალობა არის ფიზიკური ვარჯიშები.

სერგეი ბუბნოვსკის ტანვარჯიში კისრის, მხრების და მუცლის კუნთებს აძლიერებს. ამ ვიდეოში ექიმი აგიხსნით, თუ ყველაზე მარტივი ვარჯიშები როგორ შეასრულოთ, ვარჯიშის შესრულების დროს სწორად როგორ ისუნთქოთ. სასწაულმოქმედი ვარჯიში ხსნის სპაზმებს, კუნთებს ერთდროულად ადუნებს და აძლიერებს. ამ ვარჯიშებმა ათასობით ადამიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოუხსნა.

ექიმი სხეულს სამ ნაწილად ყოფს.

პირველი სართული – ფეხები. აუცილებელია ჩაჯდომები გააკეთოთ, რომ სხეულის ქვედა ნაწილში სისხლის მიმოქცევა გააუმჯობესოთ. ამ ზონაში სისხლის მიმოქცევის ნაკლებობა მამაკაცებში პროსტატის და ქალებში საშვილოსნოს ყელის დაავადებას იწვევს.

მეორე სართული – ტანი, ზურგის და მკერდის კუნთი. ამ კუნთების მუშაობის დასარეგულირებლად პრესის ვარჯიშები უნდა შეასრულოთ, რომლის დროსაც ბევრი სხვა კუნთიც არის ჩართული. ამასთან სწორად უნდა ისუნთქოთ!

მესამე სართული – კისრის ნაწილი. თუ საღამოობით კისერი და თავი გტკივათ, ეს ამ ნაწილში სისხლის მიმოქცევის ნაკლებობაზე საუბრობს. სასარგებლოა ნებისმიერი ფიზიკური ვარჯიში, რომ სიტუაცია გამოასწოროთ.

კიდევ ერთი შესანიშნავი ვარჯიშის ნაკრები, რომელიც სახსრებს აღადგენს და განკურნავს! თუ ცივი ამინდების დაწყებისთანავე სახსრების ტკივილს და დისკომფორტს გრძნობთ, ასეთი დილის ტანვარჯიში აუცილებლად შეასრულეთ. ბებიას აუცილებლად ვურჩევ.

ნამდვილად, მოქმედი კომპლექსია! ზარმაცებისთვისაც კი გამოდგება…

შრომისუნარიანი ადამიანი არის ის, ვისაც ძლიერი და ჯანმრთელი კუნთები აქვს. თუ რეგულარულად ივარჯიშებთ, სხეულს ყურადღებას მიაქცევთ, სერიოზული პრობლემებიც კი უკან დაიხევს.სერგეი ბუბნოვსკის ვარჯიშები ძალიან მომეწონა: მათი შესრულება ძალიან ადვილია და კისრის და ზურგის მწვავე ტკივილის შემთხვევვაში სიმსუბუქეს იმწამსვე ვგრძნობ.

სტატია თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ. შეიძლება რომელიმემ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაიწყოს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს