უნივერსალური გამაჯანსაღებელი და გამწმენდი საშუალება ყველაფრისთვის სახლში

825

სახლში ატმოსფერო დიდწილად სუნზეა დამოკიდებული, ეს კი ცვალებადია. უსიამოვნო სუნი შეიძლება ფეხსაცმლის კარადაში, თევზის მომზადების შემდეგ ან სინესტის გამო გაჩნდეს. სხვადასხვა გარემობა ხშირად იქმნება, რაც უსიამოვნო სუნს იწვევს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაღაზიაში საყოფაცხოვრებო ქიმიის საყიდლად უნდა გაიქცეთ. Vivien გირჩევთ, რომ ჰაერის გამაჯანსაღებელი თავად გააკეთოთ.

უდავოა, რომ შეძენილი ქიმიური ჰაერის გამაჯანსაღებლები ადამიანის სასუნთქი გზებისთვის საზიანოა. ქვემოთ გთავაზობთ კვლევის შედეგებს და ნატურალური საშუალებების რეცეპტებს, რომლებიც არასასურველ სუნს გარანტირებულად გააქრობენ.

როგორ გავაკეთოთ ჰაერის გამწმენდი საშუალება

წარმოებული ჰაერის გაწმენდი საშუალებების ეფექტი დღემდე ბოლომდე შესწავლილი არაა. თუმცა იორკის უნივერსიტეტის მეცნიერები ნაკლებად იმედის მომცემ დასკვნამდე მივიდნენ. ასეთ საშუალებებში შემავალი ლიმოლენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. ჰაერში შემავალ ოზონთან შეხებისას ძლიერ ფორმალდეჰიდად იქცევა.

ადრე ითვლებოდა, რომ ჰაერის გამაჯანსაღებლებში შემავალი ლიმოლენი ზიანის მოსაყენებლად ძალიან ცოტაა. ბოლოდროინდელი კვლევა ადასტურებს, რომ მისი რაოდენობა ნორმას 10-ჯერ აჭარბებს. ეს, თავის მხრივ, ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის. გარდა ამისა, ჰაერის გამაჯანსაღებელი ალერგიული და ასთმიანი ადამიანებისთვის უკუჩვენებულია.

ნატურალური ჰაერის გამწმენდი

ამ საშუალებას ნებისმიერ სამზარეულოში იპოვით. ესაა უბრალო თეთრი ძმარი. არანაირი არომატიზატორი არ გჭირდებათ, მხოლოდ ერთი ინგრედიენტი საკმარისია.

ძმარი ბუნებრივი დეზოდორანტის როლს ასრულებს. შეძენილი ჰაერის გამაჯანსაღებლისგან განსხვავებით ყველგან შეგიძლიათ გამოიყენოთ. ოთახში ჰაერის გაწმენდა? მარტივად. ავეჯსა და ფეხსაცმელში ჩამჯდარი სუნის გაქრობა? ძალიან მარტივად. ძმარი ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის და გარემოსაც იცავს.

გარდა ამისა, შინაურულ ჰაერის გამწმენდს რიგი უპირატესობები აქვს: მარტივი შემადგენლობა, რომლის უსაფრთხოებაში დარწმუნებული ხართ;ძმარი ალერგიას არ იწვევს;გამოყენების შემდეგ არანაირი უცხო სუნი, მხოლოდ სიჯანსაღე;

სუნს ნამდვილად აქრობს და არ ნიღბავს;არ შეიცავს პროპელენს, რომელიც ეკოლოგიურ სიტუაციას აუარესებს;პლასტმასის ან ქილის მუდმივ გამოყენებას არ მოითხოვს – 1 პულვერიზატორი საკმარისია;

როგორ გავაკეთოთ და გამოვიყენოთ ჰაერის გამაჯანსაღებელი

ყველაფერი მარტივია. დაგჭირდებათ ძმარი და სპრეი ბოთლი. შენობაში ჰაერის გასაჯანსაღებლად ცოტა ძმარი ჰაერში გააფრქვიეთ. მძაფრი სუნი მოკლე დროში გაქრება. პროცესის დასაჩქარებლად ფანჯრები გააღეთ. უფრო ნაზი ეფექტისთვის 1 ს/კ საშუალება 1 ჭიქა წყალში გააზავეთ და გააფრქვიეთ – ეს საკმარისია.

ძველი დივანი, ლეიბი და სხვა ავეჯი, რომლის გარეცხვა არ შეიძლება, ძმრით დაამუშავეთ. მაგიდისა და კარადისთვის ხსნარში დასველებული ღრუბელი გამოიყენეთ.

კიდევ ერთი ხრიკი მათთვის, ვისაც სურს, რომ სახლში ყველგან სიჯანსაღე სუფევდეს: უბრალოდ რამდენიმე კოვზი ძმარი წყლით სავსე თასში გააზავეთ და ოთახში დადეთ. რამდენიმე საათში ჰაერი გაიწმინდება.

შეძენილ ჰაერის გამწმენდებში შემავალი ქიმიკატები გამწმენდ და ანტიბაქტერიულ ეფექტს არ ფლობენ. ამასთან, სასუნთქი გზებისთვის საზიანოა (როგორც არომანათურა). აი, ძმრის დახმარებით შეგიძლიათ ობს შეებრძოლოთ. ეს ინფორმაცია მეგობრებს და ახლობლებს გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს