მხოლოდ იტალიაში ვისწავლე საკუთარი თავის სიყვარული. ასაკოვანი იტალიელების მაგალითი შთაგონებას მაძლევს

685

„შორეულ სამეფოში მცხოვრები ყველა ქალი გაქრა. იტალიაში წავიდნენ და აღარ დაბრუნებულან. დარჩა მხოლოდ მოხუცი ქალი. მიდის მასთან ბოროტი კაცი და ეუბნება: „მოხუცო, მისმინე, მხოლოდ შენ დარჩი. წადი და გაიგე, რა ხდება იქ“. წავიდა ისიც და აღარ დაბრუნებულა.

გაოგნებული კაცი იტალიაში მიფრინავს, მოხუც ქალს პოულობს. ის კი ბარში ზის, ფეხი ფეხზე გადადებული აქვს და ფინჯან ყავას სვამს. კაცი ეკითხება: „შენ მოხუცო სულ დაიკარგე?“ ის პასუხობს: „ეს შენთვის ვარ მოხუცი. აქ ჩაო ბელა ვარ“.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ხუმრობაა, მაგრამ მასში სიმართლის მარცვალი არის. მზიან იტალიაში მოხუცი ქალებიც ასაკს ყურადღებას არ აქცევენ. თან ამას საოცარი ღირსებით აკეთებენ.

გარეგნობას ყურადღებას აქცევენ, კოსმეტიკას მოურიდებლად იყენებენ, მოდური სამოსით იმოსებიან და დიდებულ ვარცხნილობას იკეთებენ. ასევე სრული ცხოვრებით ცხოვრობენ. ცდილობენ, მოასწრონ ყველაფერი, რაზეც ახალგაზრდობაში დრო არ ყოფნიდათ.

იტალიელი ქალები

და მაინც, ასაკს მნიშვნელობა აქვს. ახალგაზრდა იტალიელი გოგონები 20 წლის შემდეგ ისე იცვამენ, რომ მოზარდისგან ვერ გაარჩევთ. უყვართ სპორტული სტილი, ხშირად აცვიათ დახეული ჯინსები. დიახ, ზუსტად ისეთი, რომლის გადაყრას თანამედროვე მოდის ექსპერტები დაჟინებით გვირჩევენ.

უფრო მოწიფულ ასაკში ელეგანტურ სტილს უპირატესობას ანიჭებენ. შთაბეჭდილება იქმნება, რომ რაც უფრო ასაკოვანია იტალიელი, მით უფრო დიდებულად გამოიყურება. 60 წლის ქალს ქუსლების და ქვედაკაბის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ფერების ჰარმონიას მონდომებით იცავენ. თითოეული ირჩევს იმას, რაც ნამდვილად უხდება.

ახალგაზრდები კოსმეტიკას იშვიათად იყენებენ. კოსმეტიკის რამდენიმე ფენა მხოლოდ 50 წლის ქალს შეგიძლიათ დაუნახოთ. სტანდარტულია, თუ ხანდაზმული სინიორინა იყენებს შავ ჩრდილებს ბზინებით და კაშკაშა რუმიანით. უფრო მეტ ტონალური კრემს ისვამენ. ლოგიკა მარტივია: რაც უფრო ასაკოვანია იტალიელი ქალი, მით მეტად სურს სრულად ცხოვრება. სწორედ ამიტომ, კოსმეტიკის დაზოგვას აზრი არ აქვს.

თავის როლს თამაშობს ისიც, რომ იტალიელი კაცები თავს ვერ იკავებენ, რომ მოწესრიგებული ქალბატონები კომპლიმენტებით არ გაავსონ. დიახ, იტალიელები ურთიერთობაზე გიჟდებიან, ამ პროცესიგან სიამოვნებას იღებენ. ყველა ქალი ცდილობს, კარგად გამოიყურებოდეს, რომ ადგილობრივი მამაკაცებისგან თავისი წილი ქება დამსახურებულად მიიღოს.

ეს იტალიელი ტემპერამენტიანი კაცების თავისებურებაა. მათ უყვართ საკუთარი ისტორიების გაზვიადებაც, რომელთაც ერთმანეთს უყვებიან. თუ ქალს ესაუბრებიან, ყველაფერს აკეთებენ, რომ ის ბედნიერი ღიმილით გაბრწყინდეს. გასაკვირი არაა, რომ აქ ქალი ნებისმიერ ასაკში საოცარ სურნელს აფრქვევს.

როგორც ჩანს, იტალიელებისგან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი.