უსიამოვნება რომ აიცილოთ, არასოდეს უპასუხოთ ასე, როდესაც გეკითხებიან, როგორ ხართ

320

ყოველდღე ვხვდებით მეგობრებს, ნაცნობებს და უბრალოდ ახლობლებს. ყოველი შეხვედრისას ვსვამთ სტანდარტულ კითხვებს: როგორ ხართ? ჰკითხეთ საკუთარ თავს, რისი მოსმენა გსურთ. მიჩვეული ვართ, რომ მოკითხვა უფრო ფორმალურია, რომელიც საუბრის მხარდასაჭერად გვჭირდება. სავარაუდოდ, თანამოსაუბრეს არ სურს დეტალურად მოისმინოს თქვენი მიმდინარე საქმეების და პრობლემების შესახებ.

როგორ ვუპასუხოთ კითხვას „როგორ ხარ?“ ისე, რომ რაც თანამოსაუბრისთვის და არც თქვენთვის უსიამოვნო არ იყოს. Vivien–მა ამ საკითხის გარკვევა გადაწყვიტა.

როგორ ვუპასუხოთ კითხვას „როგორ ხარ?“

თითოეული სიტყვა ენერგეტიკას ატარებს. კარგი სიტყვა ჩვენს ენერგეტიკულ ძალას აძლიერებს და ახალ შესაძლებლობებს იძლევა. ცუდი სიტყვა შიგნიდან გვანგრევს, ცხოვრებაში უბედურებას იზიდავს.

სწორედ ამიტომ, არასოდეს უპასუხოთ კითხვას, როგორ ხარ, სიტყვებით „ცუდად“, „შეუძლოდ“ ან „საშინლად“. მაშინაც კი, თუ თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი არაა, ასეთი სიტყვები არასოდეს თქვათ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სამყარო გაჩვენებთ, რა არის ცუდი სინამდვილეში. თქვენს ცხოვრებაში მოხდება მოვლენები, რომლებიც თქვენი სიტყვების შესაბამისი გახდება. თითოეულ ადამიანს იმდენი განსაცდელი ეძლევა, რამდენის ატანაც შეუძლია. გამოდის, ადამიანს შეუძლია ნებისმიერი სირთულის გადალახვა, თუ ფიქრებს და სიტყვებს სწორად ჩამოაყალიბებს.

არასდროს მოყვეთ, როგორ მიდის თქვენი საქმე ახლა. პირველ რიგში, თანამოსაუბრეს თქვენი ცხოვრების დეტალების გაგება ყოველთვის არ სურს. განსაკუთრებით მაშინ, თუ უბრალოდ ნაცნობია და ახლოს არ ხართ.

მეორეც, ბევრისთვის თქვენი პრობლემა სიხარულის და ნაცნობების წრეში მისი განხილვის მიზეზია. თუ არ გსურთ, რომ თქვენი საქმე უცხო ენერგეტიკით ან კრიტიკით გამოკვებოთ, მსგავსი საუბრები თქვენთვის შეინახეთ. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის მოიპოვება ადამიანი, რომელსაც გული შეგიძლიათ გადაუშალოთ და დარწმუნებული იყოთ მის მხარდაჭერასა და თბილ სიტყვებში.

კომუნიკაციის წესები

საუკეთესო ვარიანტი, როგორ უპასუხოთ კითხვას, როგორ ხარ, არის პასუხი „კარგად“, „შესანიშნავად“, „ნელ–ნელა“. მოკლედ, გამოგადგებათ ნებისმიერი სიტყვა, რომელიც დადებით ენერგიას ატარებს და თავდაჯერებულობით და ენერგიით გკვებავთ.

თუ ამ მომენტში ცხოვრების ახალ ეტაპზე ხართ, მაშინ საუკეთესო პასუხი იქნება: „რთულ საკითხებს ვაგვარებ“. ასეთი ფორმულირება სამყაროსთვის სიგნალია, რომ ემოციურად და ენერგეტიკულად ახალი მწვერვალებისა და მიღწევებისთვის მზად ხართ. თითოეული გადაჭრილი საკითხი ხომ გვაძლიერებს და ემოციურად გვაჯანსაღებს.

გისურვებთ, ყოველთვის პოზიტიურ ტალღაზე იყოთ. ახალ რთულ ამოცანებს მომზადებული შეხვდეთ. არ არსებობს ცუდი დრო ან ცხოვრების პერიოდი, ყველაფერს სიტუაციისადმი ჩვენი დამოკიდებულება აგვარებს. ურთიერთობის შეცვლით, სიტუაციას შეცვლით. ასე თქვენი პრობლემები მოგვარდება, ხოლო საქმე საუკეთესოდ წარიმართება.