მამაკაცი კაბინეტში შემოვარდა და მეუბნება: უთხარით ჩემს ცოლს, რომ ცდება

781

კაბინეტში წყვილი შემოდის. გატკიცინებულ თეთრ პერანგში გამოწყობილი მამაკაცი მაგიდაზე ფულს მიდგებს სიტყვებით: „უთხარით ჩემს ცოლს, რომ ცდება!“. მის უკან დაახლოებით 40 წლის ქალი დგას თვალებში უძირო სევდით. მამაკაცი თითქმის 2 საათი ხატოვნად მიყვება, როგორი გაუწონასწორებელი ცოლი ჰყავს და როგორ დაიღალა მისი ისტერიკებით. პირველივე 30 წამში, როცა ეს მამაკაცი დავინახე, მივხვდი, რომ ჩემს წინ კლასიკური აბიუზერი იყო. მოძალადე, რომელიც მსხვერპლს პერიოდულად უნერგავს აზრს, რომ ყველაფერი ნანახი და გაგონილი მისი წარმოსახვის ნაყოფია, ხოლო რეალობა სულ სხვაა, ისეთი, როგორსაც აბიუზერი ხედავს.

იყო ოჯახის ფსიქოთერაპევტი, რთული საქმეა. კონსულტანციის პროცესში თითოეულ პარტნიორს სურს, ფსიქოლოგმა მხოლოდ მისი მხარე დაიკავოს, საერთოდ არ ფიქრობს, რომ ფსიქოლოგი ურთიერთობის დამოუკიდებელი შუამავალია, რომელიც ფაქტებს ღიად და მკაფიოდ ასახელებს. სხვათა შორის, ფაქტები პარტნიორებს შეიძლება ძალიან არ მოეწონოთ. ფსიქოლოგის მიერ მიუკერძოებლად ნათქვამი სიმართლე შეიძლება ძალიან უსიამოვნო იყოს.

ამ ოჯახში კლასიკური პატრიარქალური წყობაა. მამაკაცი ბიზნესით დაკავებულია, ის მთელ ფინანსებს განკარგავს, ხოლო ქალი შვილებს და სახლს უვლის. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა კაცის აშკარა ზეწოლა ქალზე. მსხვერპლის პორტრეტში გვხვდება ფინანსური უუნარობა, ბეკის, ცუნგის და ჟმუროვის დეპრესიის დიაგნოზის ტესტების მიხედვით მძიმე დეპრესია, საუბარში ვლინდება ცხოვრების სურვილის უქონლობა, რწმენა, რომ მისი სიკვდილი, შვილებს და ქმარს ტანჯვას მოაშორებს. მამაკაცი გამუდმებით აწყვეტინებს სიტყვებს და სიკვდილის სურვილის ფრაზებს ამატებს „მხოლოდ იმუქრები, ისე ვერ ბედავ“. (ერთი წამით: საქართველოში არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანის შესახებ).

ქალი შეშინებულია. ალბათ, ქმარი მასზე მუდმივად ძალადობს, საყვედურობს, რომ არ მუშაობს, ოჯახის უზრუნველყოფაში არ ეხმარება. ამავდროულად, როცა ქალი სამსახურის მოძებნას ცდილობს, თავდაუჯერებლობის და არაადეკვატურობაში დარწმუნების გამო ქმარს მხარდაჭერას სთხოვს. ასეთ მომენტებში მამაკაცი ხვდება, რომ შეუძლია თავი დაიმტკიცოს და პოზიცია გააძლიეროს, ამბობს, რომ შერჩეული ვაკანსია მისთვის შესაფერისი არაა. თითქოს, ხელფასი დაბალია, როგორ გაუმკლავდები ოჯახს და უსვამს კითვებს, რომელიც ქალს ჩიხში აქცევს. მამაკაცს არ უღირს, რომ ქალი მუშაობდეს, მაგრამ საყვედურები, რომ ოჯახს ფინანსურად არ ეხმარება, გრძელდება. ქალი ჩაკეტილ წრეშია, ფინანსურად დამოუკიდებელი არაა და სამსახური არ აქვს, სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავს.

აბიუზერთან შეწინააღმდეგება რთულია. საზოგადოების, ნათესავების მუდმივი მხარდაჭერა საჭიროა. ხოლო აბიუზერი საზოგადოების თვალში შეიძლება იყოს კარგი მეოჯახე, ქმარი. სამწუხაროდ, მის ნამდვილ სახეს მხოლოდ მსხვერპლი იცნობს. ძალადობა შეიძლება იყოს ფინანსური, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური. აქ ოჯახური თერაპია ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე აღიარებს, რომ აქვს პრობლემური ქცევა და თანახმაა მასზე ინდივიდუალურ თერაპიაში ცალკე იმუშაოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს