მეცნიერულად, როგორ უნდა მოეფეროთ კატას, რომ საყვარელ ცხოველს მოეწონოს

183

რატომ არის კატის მოფერება სასიამოვნო? სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს შესანიშნავი ანტისტრესული საშუალებაა. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, პროცესით კატაც ისიამოვნებს. ყველა მფლობელმა არ იცის, როგორ მოეპყრას ცხოველს სწორად. უფრო მეტიც, გამოცდილმა მფლობელმაც ელემენტარული რამ შეიძლება არ იცოდეს. Vivien გიამბობთ, როგორ უნდა მოეფეროთ კატას. მას ბევრი შეხება საერთოდ არ მოსწონს (თუნდაც არ იმჩნევდეს). ზოგიერთი ცხოველი მფლობელით იმდენად იმედგაცრუებულია, რომ შეხების უფლებას არ აძლევს.

რატომ არის კატის მოფერება სასარგებლო – როგორ დავუმეგობრდეთ ნებისმიერ კატას? რა თქმა უნდა, გამოკვებეთ და მოეფერეთ. თუ კატასთან თქვენი ნაცნობობა უსიამოვნო შეხებით იწყება, ნამდვილად არ მოეწონებით. რაშია შეცდომა? კატების ქცევის ბრიტანელმა ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ კატებს არ მოსწონთ, როცა ბეწვის ზრდის მიმართულების საწინააღმდეგოდ ხელს უსვამენ. კუდიანი ცხოველი ვერ იტანს, როცა ადამიანი მის თათებს ან გვერდებს ეხება.

რა გავაკეთოთ? – ექიმმა ლორენ ფინკმა აღმოაჩინა, რომ საუკეთესო მეთოდი კატას შეხებით სიამოვნება მიანიჭოთ არის სახის გარშემო მოფერება. კუდიან ცხოველს განსაკუთრებით მოსწონს ლოყების, ყურების ძირებთან, ნიკაპის ქვეშ მოფხანა. საფეთქლები და შუბლიც სასიამოვნო უბნებში შედის. თუმცა ზოგიერთ კატას მოსწონს, როცა თათებზე ეფერებიან. მაგალითად, თუ თითების ბალიშებით თათების ბალიშებს დაუმასაჟებთ, შესაძლოა ცხოველი აღფრთოვანებული დარჩეს. ექსპერტები შეგახსენებთ, რომ კატის მუცლის მოფხანა არ ღირს. ცხოველი სხეულის ყველაზე დაუცველ ადგილას შეხებისას საფრთხეს გრძნობს. გაითვალისწინეთ, რომ კატა ბუნებით სოციალური და ტაქტილური არსება არაა, ამიტომ ისე არ მოეფეროთ, როგორც მოგეპრიანებათ.

როგორ მივხვდეთ უკმაყოფილებას? – რა ნიშნებით მივხვდეთ, რომ კატას არასწორად ვეფერებით? თუ ცხოველი შეშდება და აღარ კრუტუნებს, აშკარა სიგნალია. უკმაყოფილებას ადასტურებს ის, რომ კატა კუდს აქნევს. თუ კატამ თავი ხელისკენ მოატრიალა ან ყურადღებით გიყურებთ, სავარაუდოდ, რაღაცას აკეთებთ, რაც აღიზიანებს. სხვა ნიშნები შეიძლება იყოს გვერდზე მოტრიალება ან ყურების დახუჭვა. გაღიზიანებას აჩვენებს ბეწვის მკვეთრი ალოკვა, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ახლახანს ადამიანის ხელი შეეხო.