ასაკის მატებასთან ერთად როგორც კაცი, ასევე ქალი იცვლება: უფრო ჭირვეული, შფოთიანი, ბუზღუნა და გარკვეულწილად უბედური ხდება. ცხოვრება მიდის, ხოლო კაცი აცნობიერებს იმას, რაზეც ადრე არ დაფიქრებულა. ბუნებით, შუახნის კაცი ნაკლებად ენერგიულია, ვიდრე იმავე ასაკის ქალი. მამაკაცი უფრო დუმს, იტანს, ვიდრე ქალი, შესაბამისად, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეიძლება ჰქონდეს.
თუ ქალი ნებისმიერ ასაკში ექიმთან დარბის, როგორც კი რაღაც აწუხებს, კაცი ამას არ აკეთებს. ბოლო წუთამდე ითმენს და არსად მიდის, სანამ ძალიან ცუდად არ გახდება ან ცოლი ძალით არ წაიყვანს. ბავშვივით იქცევა, უბრალოდ ამას ვერ აცნობიერებს. თუ კაცი ქალთან ცხოვრობს, ძალიან გაუმართლა: ის დანაყრებულია, ტანსაცმელი დაუთოებული, ინტიმური ურთიერთობა წესრიგში. წარმატებულ ურთიერთობას ვგულისხმობთ და არა პრობლემურს. ქალი, რომელსაც პარტნიორი უყვარს, მასზე ზრუნვას, ხოლო კაცი ამას მარჯვედ იყენებს. რა თქმა უნდა, ღირსეული მამაკაცი საპასუხო ზრუნვით გიპასუხებთ, ხოლო არც თუ ისე კარგი კარგი თქვენით ისარგებლებს. ასეთ ურთიერთობას „მოსახერხებელს“ უწოდებენ. განვიხილოთ რამდენიმე პუნქტი, რომელიც კაცის ასაკობრივ ცვლილებებზე მიუთითებს. შუახნის მამაკაცი არის მამაკაცი 50+.
- რაც უფრო ასაკოვანია მამაკაცი, მით უფრო რთულია მასთან ურთიერთობა – ეს სიმართლეა. შუახნის მამაკაცი უფრო ჭირვეულია. ყველა არა, მაგრამ უმეტესობა. ძირითადად, ეს ცუდი ჯანმრთელობის (ასაკში პრობლემები მატულობს) ან ცუდი ჩვევების გამო ხდება. შუახნის მამაკაცს ხშირად ცუდი განწყობა აქვს. არაფერი მოსწონს. როგორ ამზადებს ცოლი ან რა ამინდია ქუჩაში. ჰორმონალური ფონი დარღვეულია და მისთვის ეს პრობლემაა. ინტიმური ნიუანსების გაგება უჭირს. არ სურს, რომ თავი არასრულყოფილად იგრძნოს. თუ ცოლი ამ პრობლემებზე მიუთითებს, მამაკაცი საერთოდ დაკარგავს ხალისს. მოცემული არგუმენტების გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთ მამაკაცთან ცხოვრებას შეძლებს ქალი, რომელსაც ნამდვილად უყვარს. არიან ქალები, რომელთაც კაცებისგან რაღაც სარგებლის მიღება სურთ, ამიტომ ბევრ რამეს ითმენენ.
- შუახნის მამაკაცი ერთგული პარტნიორია – ნეგატიური მომენტების მიუხედავად ნებისმიერი ქალის ერთგული თანამგზავრი გახდება. მამაკაცი, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი უკვე გაიარა, გაცნობიერებული მეგობარია. იცის, როგორ მიმართოს ქალს, როგორ გააბედნიეროს და სიყვარულის არა მხოლოდ მიღებას, არამედ გაცემას ცდილობს. ქალს აფასებს და თავს ევლება. რაც შეეხება ცვლილებებს, უნდა აღვნიშნოთ: შუახნის კაცი ერთგულია. ურთიერთობაში ინტიმი მთავარი აღარაა. საწოლში მოფერებისა და სინაზისთვის ერთი ქალიც ყოფნის. სქესობრივი ცხოვრებისადმი ინტერესი მცირდება, სულიერი კავშირი და სიახლოვე იზრდება. ქალებსაც აქვთ მსგავსი ცვლილებები, ამიტომ ამ საკითხში თანატოლი პარტნიორი შესაფერისია. გახსოვდეთ, რომ გამონაკლისი ყველგან არის და ცბიერი მამრი საკმარისზე მეტია.
- შუახნის მამაკაცი შემდგარი პიროვნებაა – შეიძლება ითქვას, რომ ამ ასაკში მამაკაცს ბევრი რამ უკვე მიღწეული აქვს. არა მხოლოდ შინაგანი განვითარების, არამედ ფინანსების მხრივ. თუ 50 წლის მამაკაცს არაფერი აქვს, დაფიქრება ღირს. ჩვეულებრივ, შეძლებულ მამაკაცს აქვს ბინა, ავტომობილი და კარგი თანამდებობა. სიმდიდრეზე საუბარი მიუღებელია. უნდა ითქვას: ძალიან ცოტაა მამაკაცი, რომელიც 50+ წლისას კარგად გამოიმუშავებს, ვიდრე ისინი, რომელთაც არაფერი აქვთ, კრედიტების და ყოფილი ცოლ–შვილების გარდა. წარსული პირადი ცხოვრება ნორმალურია, მაგრამ რაღაც უნდა გქონდეს, გარკვეულ შედეგს უნდა მიაღწიო. ყველა თავისებურად იგებს, რა არის სტაბილურობა, მაგრამ ყველას გვესმის: ყველა მამაკაცი შუახნის ასაკში ავლენს, რას მიაღწია.