ბავშვობაში ბევრი ჩვენგანი ბანანის სტიკერებს აგროვებდა. ამ პროცესს კოლექციის შეგროვებას ვერ დავარქმევთ. უბრალოდ ბავშვები ფერად სტიკერებს კარადებზე, სარკეებსა და მაცივრებზე აკრავდნენ. მაშინ წარმოდგენა არ გვქონდა, რომ ბანანის სტიკერები პატარა მყიდველებისთვის უბრალო საჩუქარი არაა. სინამდვილეში, მინი ეტიკეტის წარწერა და გამოსახულება მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
ბანანის სტიკერები და მათი ახსნა
ეტიკეტის ისტორია – ექსპერტებმა იციან, რომ პირველ რიგში, ეტიკეტი სარეკლამო ფუნქციას ასრულებს. სწორედ ამიტომ პატარა სტიკერი ბანანზე ასეთი ფერადი და თვალშისაცემია. მარკეტოლოგების ჩანაფიქრით, მყიდველმა უნდა დაიმახსოვროს პროდუქტი, რომელიც შეიძინა და მოგვიანებით მსგავს პროდუქტებს შორის ის აირჩიოს. ოღონდ ბანანი საკვები პროდუქტია და მწარმოებლებს განსხვავებული პირობები აქვს. მხოლოდ სტიკერზე რეკლამით ვერაფერს გახდებიან. მომხმარებლებს სასარგებლო ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. მარკეტოლოგებს სხვა ამოცანა აქვთ. სცადეთ ყველა საჭირო ინფორმაცია ჩამოწეროთ ფურცელზე, რომელიც საფოსტო მარკაზე ოდნავ დიდია.
ეშმაკური გამოგონება – საზრიანმა მარკეტოლოგებმა ამოცანას თავი გაართვეს. თანამედროვე სტიკერი ბანანზე სამ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს. პირველი, მწარმოებელი ქვეყანა. მეორე, მწარმოებელი კომპანია. მესამე, ამ ბანანის მომწიფების გარემოებები. მწარმოებელი ქვეყნის და კომპანიის შესახებ ყველაფერი მარტივია. მაქსიმუმი, რაც ამ მონაცემებიდან შეგვიძლია ვისწავლოთ, გამოვთვალოთ დრო, რომელიც თქვენს ქალაქში ბანანის მიტანაზე დაიხარჯა. აი, ბანანის კონკრეტული პარტიის მომწიფების გარემოებები და გაზრდის მეთოდები მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევს.
საჭირო ინფორმაცია – გვაინტერესებს ოთხ ან ხუთნიშნა კოდი, რომელიც თითოეულ სტიკერზე აუცილებლად არის. ყურადღებით იყავით! თუ კოდი ოთხნიშნაა და 3-4–ით იწყება, თქვენს ხელში ინტენსიური სოფლის მეურნეობის კანონების მიხედვით გაზრდილი ნაყოფია. ანუ ყველა შესაძლო პესტიციდს და სხვა ქიმიას ნიშნავს. თუ ხუთნიშნა კოდია და კოდი 8-ით იწყება, თქვენს ხელში ბანანი გმო–ს შეიცავს. გილოცავთ, გენმოდიფიცირებული ხილი გაქვთ. შესაძლოა, ეს კონკრეტული ნაყოფი უვნებელია, მაგრამ ზუსტ გარანტიას ვერავინ მოგცემთ. ხუთნიშნა კოდი, რომელიც 9-ით იწყება, შვებას მოგანიჭებთ. ეს ციფრი ადასტურებს, რომ თქვენს ხელში ტრადიციული მეთოდით გაზრდილი ბანანი მოხვდა. არანაირი გმო და ქიმია. ასეთი ხილი მშვიდად შეგიძლიათ მიირთვათ.