გაზაფხულზე ორგანიზმს ახალი ვიტამინები სჭირდება. საიდან მივიღოთ? ბოლო დროს გაღვივებული თესლის მირთმევა პოპულარულია. ჯანსაღი კვების მომხრეები და გარემოს დამცველები გაღვივებულ მიკრომწვანილს უპირატესობას ანიჭებენ. ასეთი მწვანილი ბევრ სასარგებლო ვიტამინს და მიკროელემენტს შეიცავს. მაღაზიაში საკმაოდ ძვირია და ყველა ვერ ყიდულობს. Vivien გასწავლით, როგორ გაზარდოთ მიკრომწვანილი საკუთარ ბინაში მინიმალური დანახარჯებით. დაგჭირდებათ თესლი და მინერალური წყლის პლასტმასის ბოთლი. 1 კვირაში სუფრაზე გაიტანთ ვიტამინებით მდიდარ სალათს წვნიანი სასარგებლო მწვანილით.
თესლის გაღვივება – მწვანილის გასაზრდელად შეგიძლიათ გამოიყენოთ სელის, ხორბლის, ჩიას, ბარდას, წიწმატის, მდოგვის, ბოლოკის, დაიკონის, იონჯას, ბროკოლის, რეჰანის და ამარანტის თესლი. ამ თესლის პოვნა რთული არაა. უმეტესობა მათგანი სუპერმარკეტებში იყიდება. თუ ეგზოტიკური მწვანილის გაზრდა გსურთ, ონლაინ მზა ნაკრები გამოწერეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ როგორც გაზრდილი პროდუქტი, ასევე მიკრომწვანილი ორგანიზმისთვის სასარგებლოა. ეგზოტიკური თესლი ფრთხილად მიირთვით და ორგანიზმის რეაქციას დააკვირდით. ჯანსაღი კვების მთავარი წესია, რომ საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენოთ.
როგორ გავზარდოთ მიკრომწვანილი ბოთლში – წვნიანი მწვანილი სახლის პირობებში რომ გაზარდოთ, პლასტმასის ბოთლი დაგჭირდებათ. ბოთლი პირდაპირ თავსახურის ქვეშ გახვრიტეთ. შემდეგ ცოტა წყალი ჩაასხით და თესლი ჩაყარეთ. თესლი ცოტა ხნით ბოთლში გასაღვივებლად დატოვეთ. წყალი ბოთლის ნახვრეტიდან გადაასხით. ბოთლი გვერდულად დადეთ და თესლი თანაბრად გაანაწილეთ. მზიან ადგილას მოათავსეთ. აკონტროლეთ, რომ თესლს მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდეს.
ოთახის ტემპერატურაზე კარგად იზრდება. ბოთლი დამატებით რამდენიმე ადგილას შეგიძლიათ გახვრიტოთ, რომ ყლორტებს სრულფასოვანი ზრდისთვის საკმარისი ჟანგბადი ჰქონდეთ. ზუსტად 7-10 დღეში თესლიდან წვნიანი სასარგებლო მწვანილი გაიზრდება და მირთმევას შეძლებთ. ბოთლის ყელი გადაჭერით და მწვანილი ამოიღეთ. მწვანილი ცალკე მიირთვით ან სხვადასხვა კერძს დაუმატეთ. ეს გემოვნებაზეა დამოკიდებული. თერმულად არ დაამუშავოთ, რადგან მწვანილი სასარგებლო თვისებებს დაკარგავს.
ამ მარტივი და ბიუჯეტური მეთოდით სასარგებლო მიკრომწვანილს სახლში გაზრდით. აუცილებელი არაა, რომ უკვე გაზრდილ მწვანილში ძვირი გადაიხადოთ. ბოთლის ნაცვლად პლასტმასის კონტეინერი შეგიძლიათ გამოიყენოთ. სათბურის ეფექტისთვის პარკში შეფუთეთ და რამდენიმე ადგილას დახვრიტეთ. შედეგი გაგაოცებთ და გაგახარებთ.