პატარა ხრიკები დაფნის ფოთლით და რატომ უნდა შეინახოთ ტუალეტში

4355

დაფნა კეთილშობილური მცენარეა, რომლის შესახებ ადამიანმა ანტიკური ხანიდან იცის. იმ დროს დაფნის გვირგვინი დიდების, გამარჯვების, სიდიადის, ნიჭის და მშვიდობის სიმბოლოდ ითვლებოდა. ასწლეულები გავიდა და ცნობილი გახდა, რომ დაფნა ადამიანისთვის მეტ სარგებელს შეიცავს. Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ დაფნა უჩვეულოდ.

დაფნა ყველაზე ხშირად კულინარიაში სანელებლად (მთელი ფოთოლი ან ფხვნილი) გამოიყენება. მწნილის, წვნიანის, დესერტის, თევზის და ხორცის კერძის მომზადებისას იდეალური სანელებელია. კერძს მომზადების დასრულებამდე 5-10 წუთით ადრე დაუმატეთ, შემდეგ ამოიღეთ და გადააგდეთ. სულ ცოტა გჭირდებათ, რომ კერძის გემოს სასიამოვნო ნოტები შემატოთ. დაფნას გამოყენების ფართო სპექტრი აქვს. არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ კოსმეტოლოგიაში, მედიცინაში და ჯადოსნურ რიტუალებშიც გვხვდება. გასაფორმებლადაც იყენებენ. ახლა დაფნის გვირგვინს თავზე არავინ იდგამს, მაგრამ ამ გამარჯვების და დიდების სიმბოლოს ტატუს იხატავენ.

დაფნის სასარგებლო თვისებები

  1. ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები აქვს. ნაყენი პირის ღრუს და ყელის სავლებად გამოიყენეთ, როცა ვირუსული ინფექციები გაწუხებთ, ასევე ჭრილობები და ნაკაწრები შეგიძლიათ მოიწმინდოთ.
  2. დაფნის არომატი ან ნახარში უძილობის და ნერვული შფოთვის დროს დამშვიდებაში დაგეხმარებათ.
  3. დაფნის ნაყენი სეზონური დაავადებების დროს იმუნიტეტს აძლიერებს და ვირუსებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.
  4. დაფნის ნახარში შარდმდენ ეფექტს ფლობს და ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს.
  5. მისი ნაყენი ხველის შეტევებს ამცირებს, ამოხველებას ხელს უწყობს.
  6. დაფნის ფოთლების ექსტრაქტი კანის დამატენიანებელ ნიღბებში შედის, თმის ბზინვარების და გამაძლიერებელ საშუალებებში გამოიყენება.
  7. თუ პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გაქრობა გსურთ, დაფნის ფოთლები დაღეჭეთ. ამავე მიზნით მიხაკიც გამოგადგებათ.

დაფნის გამოყენებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მასში შემავალი ნივთიერებების გადაჭარბება მსუბუქ უსიამოვნებას იწვევს. ჯანმრთელობის პრობლემების დროს მისი ექსტრაქტი ფრთხილად მიიღეთ. დაფნის ფოთლის ნახარში მეძუძური და ორსული ქალებისთვის უკუჩვენებულია.

დაფნის ფოთოლი ყოველდღიურობაში – დაფნის ფოთოლი შეიცავს ეთერზეთს, ამიტომ სააბაზანო ოთახში უსიამოვნო არომატებს მარტივად უმკლავდება. რამდენიმე გამხმარი ფოთოლი დაწვით და ოთახში დატოვეთ, სანამ ბოლომდე არ ჩაიწვება. რამდენიმე დაფნის ფოთოლი და არომატული ბალახი ბამბის ტომარაში ჩადეთ და სააბაზანო ოთახში ან ტუალეტში შეინახეთ. ასე უსიამოვნო სუნი აღარ შეგაწუხებთ.

დაფნის ფოთოლი ჯადოსნურ რიტუალებში

  1. დაფნის ფოთოლზე შეგიძლიათ წაიკითხოთ შელოცვა და ჩაიფიქროთ სურვილი, რომელიც ბოროტებას არ მოიცავს.
  2. დაფნის ფოთოლი ფულად ნაკადს იზიდავს.
  3. დაფნის ფოთოლი ავი თვალისა და ჯადოსგან დაგიცავთ.
  4. დაფნის ფოთლების შეკვრა შემოსასვლელ კართან ჩამოკიდეთ. ასეთი ამულეტი უსიამოვნებისგან და ბოროტი ხალხის თვალისგან დაგიცავთ.
  5. თუ კოშმარები გაწუხებთ, ბალიშისპირი დაფნის ფოთლებით გაავსეთ და დაწექით.

როგორც ხედავთ, დაფნის ფოთოლი არა ერთი დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ, ამიტომ სახლში მის ქონას გირჩევთ.