ბოლო დროს ფოტოაპარატი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. მცოდნე ხალხმა უკვე განსაზღვრა, როგორი ფოტოს გადაღება შეიძლება და რომელი მომენტები არ უნდა აღბეჭდოთ ფირზე. უიღბლო კადრები ნამდვილად არსებობს და წარმატების, ენერგიის, ზოგჯერ მფლობელის ჯანმრთელობის წართმევის უნარს ფლობს. Vivien გიამბობთ, რისი გადაღება შეიძლება და რას სჯობს გვერდი აუაროთ.
უიღბლო კადრები: ნაირსახეობა და ტიპები
ნეგატიური ენერგეტიკა – ყველა უიღბლო კადრი ორ დიდ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ. პირველში შედის ფოტოები, რომლებიც თავიდანვე უარყოფითი ენერგიით დამუხტულია. ასეთი ფოტო წარმატებას ვერ მოგიტანთ. მეორე უსაფრთხოა, აქ შედის ე.წ. „დაუცველი კადრები“. ასეთი კადრები სახიფათო მხოლოდ მასზე გამოსახული ადამიანისთვის და მხოლოდ გარკვეულ პირობებში. მაგალითად, პირველი კატეგორიის ფოტოები მოიცავს ნანგრევებს, დანგრეულ შენობებს და მსგავს ობიექტს. არის ერთი მომენტი! ნახევრად დანგრეული საავადმყოფოს კადრები საფრთხეს თავისთავად არ შეიცავს. ადამიანი, რომელიც ნანგრევების ფონზე ფოტოს გადაღებას გაბედავს, მალე თავს ცუდად იგრძნობს.
სარკე და გარდაცვლილი – კიდევ ერთი ნივთი, რომლის გადაღებას არ გვირჩევენ, სარკეა. რაც უფრო მეტი ამრეკლავი ზედაპირი აქვს სარკეს, მით უფრო სახიფათოა მასთან ფოტოს გადაღება ადამიანისთვის. არის ერთი მაგრამ. სმარტფონსა და კომპიუტერში სარკესთან გადაღებული ფოტოები უსაფრთხოდ შეგიძლიათ შეინახოთ. აი, ასეთი კადრის დაბეჭდვას არ გირჩევთ! მსგავსი უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვათ გარდაცვლილ ადამიანებთან ფოტოს გადაღებისას. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ ფოტოებს, სადაც გარდაცვლილი სიცოცხლეში იყო გადაღებული. უსულო სხეულის გადაღება არ ღირს. მით უფრო, მისი ამობეჭდვა და ჩარჩოში ჩასმა!
კატების მოყვარულებო, ფრთხილად იყავით – როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ფოტოგრაფებს შორის შავი კატების გადაღებასთან დაკავშირებით გარკვეული ცრურწმენა არსებობს. ოკულტური მეცნიერების ექსპერტები თვლიან, რომ ცრურწმენა აზრს მოკლებული არაა. ოღონდ წარუმატებლობა მხოლოდ უცნობი შავი კატის გადაღებას მოაქვს. თუ საყვარელი კატა თქვენს სახლში ცხოვრობს, იმდენი ფოტო გადაუღეთ, რამდენიც გსურთ!
მეორე კატეგორია – ფოტოთი ადამიანისთვის ზიანის მიყენება საკმაოდ რთულია. ოღონდ ადამიანები, რომელთაც ამის გაკეთება შეუძლიათ, საკუთარ უნარებზე ხმამაღლა არ საუბრობენ. სწორედ ამიტომ, ფოტო, სადაც მსგავსი ქმედებისგან დაუცველი ხართ, არ გადაიღოთ. ვსაუბრობთ კადრებზე, სადაც ადამიანი მძინარეა გამოსახული. თავისთავად მძინარე ადამიანის ფოტო უვნებელია, სანამ ნაძირალას ან მტრის ხელში არ აღმოჩნდება. გარანტია არაა, რომ მორიგი აბსურდული სკანდალის წამომწყები „გათვალული“ არაა. მძინარე ადამიანს ფრთხილად გადაუღეთ და მხოლოდ მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ გაქვთ.