რიტუალი საპნით, რომელიც ყველა უსიამოვნებას და პრობლემას მოგაშორებთ

410

წვრილმანი უსიამოვნებები, ჯანმრთელობის პრობლემები, სისუსტე, დაღლილობა, აპათია, დილით გაღვიძების სირთულე, არაფრის კეთების სურვილი. თუ ეს ჩამონათვალი თქვენთვის ნაცნობია, მოქმედება დაიწყეთ. Vivien უსიამოვნებების და პრობლემების მოსაშორებლად გამოცდილ და მარტივ მეთოდს გთავაზობთ. რიტუალი სახლში შეგიძლიათ ჩაატაროთ. მეთოდი გამოიყენეთ, როცა თქვენს ცხოვრებაში უსიამოვნებების და პრობლემების ზრდას შენიშნავთ. ასე ყველაფერს ერთ დღეში გაუმკლავდებით. პრაქტიკა ინსტრუქციის მიხედვით შეასრულეთ და თქვენი ცხოვრება შეიცვლება.

რიტუალი საპნით – მთვარის ფაზას და დღის მონაკვეთს მნიშვნელობა არ აქვს. სასურველია, საღამოს შეასრულოთ, როცა სახლიდან გასვლას აღარ აპირებთ. ხელს არავინ და არაფერი უნდა გიშლიდეს. პრაქტიკაზე კონცენტრირებული უნდა იყოთ.

გამოყენებული საპნის ნატეხი, რომლის გადაგდებას უკვე აპირებდით, აიღეთ და აბანოში წადით ან სახლში ცხელი შხაპი მიიღეთ და ამ საპნით ტანი კარგად გაისაპნეთ. წარმოიდგინეთ თქვენი პრობლემები, როგორია, რა ფორმა, სუნი და ფერი აქვს, რას გრძნობთ მასზე ფიქრისას. იგრძენით, როგორ გშორდებათ პრობლემები საპნის თითოეულ მოძრაობაზე. საპონი ამ პრობლემებს, ავადმყოფობას და წარუმატებლობას გაშორებთ. საპონი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ქაფთან ერთად ყველა პრობლემა მოგშორდებათ.

რიტუალის დასასრული – დარჩენილი საპონი ქაღალდში ან გაზეთში კარგად გაახვიეთ და შიგნიდან კარის ზღურბლზე დადეთ. ამ დროს თქვით „როგორც საპონი იხარჯება, ასე უსიამოვნება მშორდება. ამინ“. საპონი დილამდე კართან დატოვეთ. დაწექით, კარგზე იფიქრეთ. განვლილი დღისადმი მადლიერება გამოხატეთ. დილით საპნის ნატეხი ქუჩაში, სანაგვე ყუთში გადააგდეთ. ამ დროს შელოცვის სიტყვები ისევ გაიმეორეთ.

რიტუალის შემდეგ ცვლილებებს მალე შეამჩნევთ, უსიამოვნებები თანდათან შემცირდება. ხალისი და კარგი განწყობა დაბრუნდება. ჯანმრთელობას, მხნეობას, განკურნებას გისურვებთ.