7 რამ, რაც საწოლზე არავითარ შემთხვევაში უნდა დადოთ. უბედურებას მოასწავებს

1085

ჩვენი სახლი ჩვენი ციხესიმაგრეა. ამას ვერ შეეკამათებით. სახლში სიხარული უფრო სასიამოვნოა, ხოლო უსიამოვნება ადვილად ასატანი. სახლის ყველაზე მყუდრო კუთხე საძინებელია. ადგილი, სადაც სრულად შეგიძლიათ მოდუნდეთ, დაისვენოთ. ამ უსაფრთხო კუნძულზე ნეგატიური ენერგეტიკა არ შემოუშვათ. გაიგეთ, რა არ უნდა დადოთ საწოლზე. საწოლის შესახებ ხალხური ნიშნების შეიძლება გჯეროდეთ ან სკეპტიკურად განწყობილი იყოთ, მაგრამ ისინი არსებობს. ეს დაკვირვებაა, რომელიც თაობების მიერ დაგროვდა. შესაძლოა, უბრალოდ გამონაგონია და ფაქტიდან შორსაა, ან შეიძლება სიმართლე. უმჯობესია, თავი დაიზღვიოთ, რომ საკუთარ თავსა და ახლობლებს უბედურება არ მოუტანოთ.

რა არ უნდა დადოთ საწოლზე: ხალხური სიბრძნე

  • სარკე – ამ ნივთს ბევრი ცრურწმენა უკავშირდება, რადგან სარკე იმქვეყნიურ სამყაროში გამცილებლად ითვლებოდა. სწორედ ამიტომ, სახლში, სადაც ადამიანი გარდაიცვალა, სარკეს ფარავენ. გარდა ამისა, ეს ნივთი საწოლზე არ უნდა დადოთ, რომ უბედურება არ მოიზიდოთ. საძინებელ ოთახში სარკის ჩამოკიდება არასასურველია.
  • თმის ჩხირები და ნემსები – საწოლზე ბასრი ნივთების ადგილი არაა. მათ დამანგრეველი ენერგეტიკა აქვთ. თუ ყოფით საკითხებზე ოჯახის წევრებთან კამათი არ გსურთ, ნემსები საწოლზე არ დადოთ. ეს ნივთები საწოლიდან აიღეთ და სხვა ადგილი უპოვეთ.
  • გარდაცვლილის საჩუქრები – გარდაცვლილის ნივთებს პატივს ვცემთ. როგორი სამახსოვრო საჩუქარი არ ნივთიც არ უნდა იყოს, გარდაცვლილის ენერგეტიკა საძინებელ ოთახში და მით უფრო საწოლზე არ შეუშვათ. გარდა ამისა, საძინებელ ოთახში თქვენთვის უსიამოვნო ადამიანების ნივთების ადგილი არაა.
  • ძველი ტანსაცმელი – ნივთები და ტანსაცმელი, რომელიც გარს გვახვევია, ენერგეტიკას აგროვებს. რაც უფრო ძველია ნივთი, მით მეტ ენერგიას მოიცავს. ტანსაცმელი ნეგატივს შეღწევის საშუალებას არ აძლევს, ერთგვარი ფარია. წლების განმავლობაში ტანსაცმელზე ბევრი ნეგატიური ენერგეტიკა გროვდება. ყოველწლიურად რევიზია ჩაატარეთ, უსარგებლო და ძველი ნივთები გადაყარეთ. ასეთი ნეგატივის თაიგული საწოლზე არ დადოთ!
  • ტექნიკა – გაჯეტებმა ჩვენი ცხოვრება შეცვალა. ახლა პირდაპირ საწოლში მუშაობა შეგვიძლია. გაღვიძებისთანავე ტელეფონს ვიღებთ, რომ სიახლეებს გადავხედოთ და სამუშაო წერილებს ვუპასუხოთ. დიახ, სასაცილო ვიდეოს ყურებისას დაძინება რთულია. საწოლი თქვენი დასასვენებელი ადგილია. მასზე ტელეფონი, პლანშეტი და ნოუთბუქი არ დადოთ. ამ მოწყობილობებს აქტიური ცხოვრების და სამსახურის ენერგეტიკა აქვს. საწოლში ეს არ გვჭირდება.
  • გამხმარი ყვავილები – ერთი შეხედვით, გამხმარი ყვავილები ლამაზი დეკორია, მაგრამ საწოლზე მისი დადება არ ღირს. მაინც მკვდარი ორგანიზმია, რომელიც ოდესღაც ცხოვრობდა, სუნთქავდა და იზრდებოდა. საძინებელ ოთახში სიკვდილის ენერგიის ადგილი არაა.
  • მედიკამენტები – როცა ავად ვართ, დიდ დროს საწოლში ვატარებთ, ამიტომ მედიკამენტების ახლოს ქონა მოსახერხებელია. ამის გაკეთება არ შეიძლება. წამლები საწოლზე იზიდავს ავადმყოფობის ენერგიას, რომელსაც ჯანმრთელობას უფრო დაზიანება შეუძლია.

გახსოვდეთ, რომ საწოლი წმინდა და ხელუხლებელი ადგილია. ის დასასვენებლად და მოსადუნებლად არის შექმნილი, ამიტომ საძინებელი ოთახი უსარგებლო ნივთებით არ გაავსოთ. ხარისხიან ძილს და დასვენებას ხელს არაფერი უნდა უშლიდეს. ოთახში დატოვეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები, რომლებიც დასვენებაში გეხმარებათ.