არასდროს გააკეთოთ ეს კაცისთვის. გაფრთხილებთ, ნამდვილად არ დააფასებს და დაზარალდებით

413

ხშირად ქალის ქცევები ურთიერთობაში, განსაკუთრებით, თუ შეყვარებულია, საღ აზრს არ შეესაბამება. რას არ აკეთებს, რომ მოწონებული მამაკაცის გულში გარანტირებულად იმეფოს. სამწუხაროდ, მამაკაცი რჩეულის სისუსტით ბოროტად სარგებლობს. სპეციალისტები ასახელებენ რამდენიმე ურყევ წესს, რომელიც ყველა საღად მოაზროვნე ქალმა უნდა დაიცვას.

ქალის ქცევები ურთიერთობაში: რა არ უნდა გააკეთოს

  • როცა ემოციებით სავსე ხართ – ყველამ ვიცით, რომ ემოციებზე გონების ხმის მოსმენა რთულია. სამწუხაროდ, ერთი შეხედვით იდეალურ ურთიერთობაშიც ვარდისფერი სათვალე თავიდანვე უნდა მოიხსნათ. ყველაფერი წარმატებულად და ჰარმონიულად რომ წარიმართოს, გონივრულად უნდა იმოქმედოთ და რჩეულისთვის საკუთარი ინტერესები მსხვერპლად არ უნდა შეწიროთ.
  • არანაირი სწავლება, არანაირი შექება – როგორც ცნობილია, ყველაზე სანდო ურთიერთობაშიც მეორე ნახევარს მხოლოდ მაშინ უნდა ურჩიოთ, როცა ამას გთხოვს. შეყვარებულისთვის ჭკუის დარიგება უკუჩვენებულია. ქებაც კარგი არაა. მისი დედა და მასწავლებელი ხომ არ ხართ. რაღაც კარგი გააკეთა? მისთვის გაიხარეთ. რაღაცაში დაგეხმარათ? მადლობა გადაუხადეთ. ზედმეტი არ მოგივიდეთ.
  • ფინანსებთან ფრთხილად – ზრდასრულ ურთიერთობაში საერთო ფინანსების ერთობლივი მართვა ან ერთ–ერთი პარტნიორისთვის ყველაფრის გასესხება მისაღებია. აი, „ნაპირზე“ თქვენ ფულთან სიფრთხილე გმართებთ. უმწეო თხოვნა წვრილმანი სესხების თაობაზე შეიძლება ალფონსთან ურთიერთობაში გადაიზარდოს.
  • არანაირი სიბრალული – ურთიერთობაში სიბრალული ორივე მონაწილემ უნდა დაივიწყოს. ამავდროულად, სიბრალული და თანაგრძნობა არ აგერიოთ. ადამიანს ამცირებთ, როცა გებრალებათ. არიან პიროვნებები, რომლებიც სხვისი სიბრალულით იკვებებიან. დიახ, ისევ ალფონსს ვგულისხმობთ, რომლის მთავარი მიზანია პარტნიორთან „იმათხოვროს“ ჯერ სიბრალული, შემდეგ ყველაფერი: ფული, დრო და ჯანმრთელობა. ხაფანგში არ გაეხვიოთ.
  • არანაირი ცვლილება პარტნიორის მოსაწონად – ადამიანი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ცდილობს მისი გემოვნების მიხედვით შეგცვალოთ, კარგს არაფერს გეგმავს. დიდი ალბათობით, ტირანი თქვენს შევიწროებას ცდილობს. ასეთთან ფრთხილად იყავით, რადგან მას არა პარტნიორი ან მეუღლე, არამედ უუფლებო მონა სჭირდება.
  • თქვენ პირველ ადგილზე ხართ – არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ერთი ხართ. ხოლო სიყვარული მოდის და მიდის. პარტნიორი, რომელიც სერიოზულად გეუბნებათ, რომ საერთო მომავლისთვის თქვენი გეგმა მსხვერპლად უნდა გაიღოთ, მოიშორეთ. სავარაუდოდ, საერთო მომავალში თავის პირად გეგმებს გულისხმობს. არც დაფიქრდეთ, რა ადგილი მოგიმზადათ იქ.

სპეციალისტების თქმით, კარგი, ჰარმონიული ურთიერთობა მხოლოდ სრულფასოვან პიროვნებასთან შეიძლება. ამა თუ იმ მხარეს გადახრა იწვევს არაჯანსაღ ურთიერთობას ალფონსთან, ტირანთან და „დივნის“ მეომართან. პარტნიორს კარგად დააკვირდით და შეეგუეთ, რომ ურთიერთობაში ვარდისფერი სათვალე თავიდან უნდა მოიშოროთ.