ვინც რთულად ცხოვრობს, თითოეულ თეთრს რთულად გამოიმუშავებს

207

ხშირად ადამიანი ფიქრობს, რომ სამყარო მის მიმართ უსამართლოა. ზოგი მარტივად ცხოვრობს და ფული არასდროს ელევა, სხვები მძიმედ შრომობენ, მაგრამ თვიდან თვემდე თავს ძლივს ირჩენენ. ფიქრობენ, რა გააკეთონ მეტი შემოსავლის მისაღებად. Vivien ამის შესახებ მოსაზრებებს გიზიარებთ. გიამბობთ, რას ფიქრობს ამის შესახებ ფსიქოლოგი მიხაილ ლაბკოვსკი.

რა გავაკეთოთ ფულის საშოვნელად – პირველ რიგში, შური და სხვისი ფულის დათვლა შეწყვიტეთ. არიან ადამიანები, რომელთაც სხვის ჯიბეში ყურება უყვართ, თუმცა თავად ცხოვრობენ პრინციპით: სადაც არ უნდა მუშაობდეთ, ოღონდ არ იმუშაოთ. ხედავენ ხელფასს, რომელიც მათზე მაღალია, მაგრამ როცა ასეთ სამსახურს სთავაზობენ, არ მიდიან. რატომ?! იქ უნდა „ძალისხმევა“ ჩადონ, თუ ფიზიკურად არა, გონებრივად, და არა ინტერნეტში კარტი ითამაშონ ან ფილმს უყურონ. მუშაობა არა, ხელფასი სურთ. სურთ, რომ ფული თავისით მოვიდეს. ასეთი რამ არ ხდება. თუ მილიონერი მამა არ გყავთ.

ჯერ ცხოვრებაში საკუთარი ადგილი უნდა იპოვოთ. დაფიქრდით, რა გსურთ, თუ ეს ადრე არ გაგიკეთებიათ, მაგალითად, იმიტომ, რომ მშობლებმა თქვენ მაგივრად გადაწყვიტეს, რადგან თვლიდნენ, თქვენზე უკეთ იცოდნენ, როგორ მოეწყოთ თქვენი ცხოვრება. უფროს თაობას სხვა სტერეოტიპები აქვს. სამსახურში უნდა იარო, თუნდაც თეთრებს იღებდე, რომ შემდეგ პენსია მოგცენ, ისიც თეთრები, სხვათა შორის. არავინ ინტერესდება, მოსწონს თუ არა თანამშრომელს მისი სამსახური. თუ ადამიანს გარკვეული საქმიანობა მოსწონს, გამოდის, ძალიან გაუმართლა. ადრე რაღაც სტაბილურობა არსებობდა მათთვის, ვინც დინებას მიჰყვებოდა.

დრო შეიცვალა, ახლა ცხოვრებაზე ხედვები განსხვავდება. რაღაცას რომ მიაღწიოთ, უნდა იმოქმედოთ. თუ საჭიროა, ხელში ნაჯახი ან ნიჩაბი უნდა აიღოთ. კარდინალურ მეთოდებზე მოგვიანებით დაფიქრდით. ჯერ „თავში საკუთარ ტარაკნებს“ უნდა დაუმეგობრდეთ და გაიგოთ, რა სურთ. საკუთარ თავს ჰკითხეთ, რა გსურთ, საით მიისწრაფვით, რას აკეთებთ სიამოვნებით? ამ ნაკრებიდან გადაწყვიტეთ, როგორ გამოიყენოთ თქვენი ნიჭი შექმნილ ვითარებაში.

თქვენი ნიჭი გამოავლინეთ – მაგალითად, თუ ხატვა გიყვართ, ამ მიმართულებით განვითარდით. რამდენიმე ტილო შექმენით და დაინტერესდით, სხვებს მოსწონს თუ არა. შესაძლოა, ფარულ ნიჭზე წარმოდგენა არ გაქვთ და ხალხი მზადაა თქვენს „ნათითხნში“ ღირსეული თანხა გადაიხადოს. თუ არა, გამოდის არა. ხომ სცადეთ მაინც. არ ინანებთ, რომ შანსი გქონდათ და არ გამოიყენეთ.

საკუთარი თავის სხვადასხვა სფეროში გამოცდის არ შეგეშინდეთ. ნაცნობია შემთხვევა, როცა ოფიციანტად მოხუცი მამაკაცი მუშაობდა. გასაგებია, რომ პროფესიის პრესტიჟულობაზე არ ვსაუბრობთ, არამედ ადამიანზე, რომელიც „თავის ადგილზე“ იყო. მომხმარებლები რიგში იდგნენ, რომ დამსხდარიყვნენ მაგიდასთან, რომელსაც მოხუცი ემსახურებოდა, არადა რესტორანში ბევრი გოგო–ბიჭი მუშაობდა. მასთან მიდიოდნენ, რადგან მოხუცმა და გამოცდილმა ადამიანმა ხალხთან მიდგომა იპოვა და მათთვის თბილ და მსუბუქ ატმოსფეროს ქმნიდა. საკმაოდ დიდი თანხას უტოვებდნენ, რაც ხელფასზე დადებითად აისახებოდა. თუ ვინმეს შეცვლა ან შემცირება ემუქრებოდა, მხოლოდ არა უფროს ოფიციანტს. რესტორნის სავიზიტო გახდა. ამ სიტუაციაში დადებითი მომენტები მოძებნეთ, გაარკვიეთ და შეძლებთ შავი ზოლის გადალახვას. ასევე კედელზე ჩამოკიდეთ წარწერა: „ყოველთვის ასე არ იქნება“. ყოველდღე უყურეთ, არ ჩამოხსნათ, თუნდაც ყველაფერი დალაგდეს.

ლაბკოვსკის მოსაზრება – მიხაილ ლაბკოვსკი თავის ცხოვრების გზაზე გვიამბობს. ის ყოველთვის ისეთი წარმატებული არ იყო, როგორც ახლა. ბევრი მუშაობა და თეთრების მიღება უწევდა. თავისი გამოცდილებით მივიდა დასკვნამდე, რომ საქმე იმაში არაა, რამდენ ძალისხმევას დებ, არამედ როგორ აზროვნებ. „ბედნიერება ფულზე დამოკიდებული არაა. მაგრამ ფულის გამომუშავება ვისწავლე. ესეც ფსიქიკაზე დამოკიდებულია. არ უფიქრდებით, რატომ გამოიმუშავებს ზოგი მარტივად, ზოგი რთულად? განსხვავებული ფსიქიკა აქვთ“ – ამბობს ის.

ფსიქოლოგი თვლის, რომ ბევრი რამ ფსიქიკაზე და ცხოვრების ხედვაზე დამოკიდებულია. არიან ადამიანები, რომლებიც არარეალურ თანხას ერთი ხელის მოსმით გამოიმუშავებენ არიან ისინი, ვინც მთელი ცხოვრება თეთრებზე მუშაობს. განათლება და გამოცდილება მთავარ როლს არ თამაშობს. უბრალოდ ადამიანები, რომლებიც რთულად ცხოვრობენ, ასევე რთულად გამოიმუშავებენ. ისინი, ვინც მარტივად ცხოვრობს, ფულსაც მარტივად შოულობს.

თითოეულს თავისი დასკვნის პოვნა შეუძლია, მაგრამ ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ: როგორი ფინანსური სიტუაციაც არ უნდა გქონდეთ, აქ და ახლა უნდა იცხოვროთ. სათადარიგო ცხოვრება არ გვაქვს, როცა გამდიდრების შემდეგ ვიცხოვრებთ. ფულზე ჩაციკვლა არ ღირს, მსუბუქად იცხოვრეთ და ისიამოვნეთ იმით, რაც გაქვთ.