2 მეთოდი, როგორ მიიღოთ დიდებული კულულები სახლის პირობებში

231

რა უნდა გააკეთოთ, თუ თმის დახვევა გსურთ, მაგრამ დასახვევი უთო არ გაქვთ? Vivien გაგიმხელთ ორ მარტივ მეთოდს, რომლის დახმარებით ლამაზ კულულებს სახლში მარტივად მიიღებთ. ბიგუდებიც არ დაგჭირდებათ. საინტერესო მეთოდების ერთხელ გამოცდის შემდეგ სილამაზის სალონებისკენ აღარ გაიხედავთ. თმის დახვევაზე ფულის დახარჯვა არ მოგიწევთ. დიდებული კულულები თავად შეგიძლიათ გაიკეთოთ.

  • ხრიკი წინდებით – მოკლე თმაზე შესაფერისია. უბრალო წინდები დაგჭირდებათ.  თმის ნაწილი აიღეთ, ორ ნაწილად გაყავით. მათ შორის წინდა მოათავსეთ. თმის ორივე ნაწილი წინდას შემოახვიეთ. ერთი ერთ მხარეს შემოახვიეთ, მეორე – მეორე მხარეს. რეზინით დაამაგრეთ, რომ არ დაიშალოს. ამ მეთოდით მთელი თმა დაიხვიეთ. რამდენიმე საათით ან მთელი ღამით გაიჩერეთ. შემდეგ წინდები მოაშორეთ. მიღებული დიდებული კულულები ცოტა ხანში უფრო ბუნებრივი და ნაზი გამოჩნდება.
  • ხრიკი ხალათის ქამრით – გრძელ თმაზე შესაფერისია. ამ შემთხვევაში ხრიკი წინდით არაკომფორტულია, რადგან ბევრი წინდა დაგჭირდებათ. ხალათის რბილი ქამარი გამოგადგებათ. თმა შუაზე გაყავით. ქამარი თხემზე დაიდეთ. ქამრის ერთი ბოლო თმის ნახევართან ერთად დროებით რეზინით შეკარით, რომ ხელი არ შეგიშალოთ. თმის მეორე ნახევარი ქამარს შემოახვიეთ. ზემოდან დაიწყეთ. თმის მცირე ნაწილი აიღეთ და ქამარს შემოახვიეთ, მეორე წრეზე თმის ახალი ნაწილი შეუერთეთ და ერთად დაახვიეთ. მესამე ნაწილზე გადადით. ბოლომდე ასე დაახვიეთ და ნაწნავი დააფიქსირეთ. თმის მეორე ნახევარზე გადადით. იმავე მეთოდით თმა ქამარს შემოახვიეთ. დილით კულულები თითებით დაშალეთ. მოცულობისთვის თავი დახარეთ და თმა შეანჟღრიეთ, შემდეგ უკან გადაწიეთ.

მიღებულ კულულებს თმის ფიქსატორი შეასხურეთ, ასე მთელი დღე გაძლებს და არ დაიშლება. ლამაზი კულულების მისაღებად ამ მეთოდის გამოცდას გირჩევთ.