ზამთრის დასასრული ყოველი მეაგარაკის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია. მალე გაზაფხულის თბილი სეზონი შესაძლებლობას მოგვცემს ბუნებაში ხშირად გავიდეთ, კვლებში ვიმუშაოთ. მანამდე გაარკვიეთ, როდის დათესოთ კიტრი, სად დარგოთ კარტოფილი, როგორ მოაწყოთ კლუმბი. ზოგიერთი საკითხის გადაჭრაში მთვარის კალენდარი დაგეხმარებათ. ეს ასტროლოგია არაა, არამედ ნამდვილი ფიზიკა. მთვარის ფაზები და პოზიცია მცენარის ზრდაზე გავლენას ახდენს, ამიტომ გამოცდილი მეაგარაკეები ამ ფაქტორების გათვალისწინებას ცდილობენ. Vivien გიამბობთ, როდის უნდა დათესოთ კიტრი ნერგის გასაზრდელად მთვარის კალენდრის მიხედვით. თუ ამ თარიღებს დაიცავთ, უხვ მოსავალს მიიღებთ.
როდის დავთესოთ კიტრი ნერგებისთვის: მთვარის კალენდრის პასუხი
არახელსაყრელი დღეები – ახალი მთვარის პერიოდში კიტრის დათესვისგან თავი შეიკავეთ. 2023 წლის 19-21 თებერვალი ახალი მთვარე იყო. თუ ამ დღეებში კიტრი დათესეთ, დიდი ალბათობით, დაავადებული და სუსტი ნერგები გაიზრდება. დიდი და ჯანსაღი მოსავლის ნაკლები შანსი გაქვთ.
ხელსაყრელი დღეები – თუ ჯერ არ დაგითესავთ, ცოტა კიდევ მოიცადეთ. კიტრის ნერგების მისაღებად 25-26 თებერვალი საუკეთესო თარიღია. ყლორტები მალე გაიზრდება, ყველა ნერგი ჯანმრთელი იქნება. კიტრის უხვ მოსავალს მიიღებთ, ამიტომ ზამთრისთვის კონსერვების რეცეპტები წინასწარ მოამზადეთ. გახსოვდეთ, რომ კიტრის ნერგები ღია გრუნტში მინიმუმ 3–4 კვირის შემდეგ უნდა გადარგოთ. დარწმუნდით, რომ ღამით ყინვის საფრთხე აღარაა. თბილი ამინდი უნდა იყოს, რადგან კიტრი მომთხოვნი და პრეტენზიულია.
უხვი მოსავლის მიღებაში მთვარის კალენდარი დაგეხმარებათ, ამიტომ სხვა კულტურების გასაზრდელადაც გამოიყენეთ. გაოცდებით, როგორ განსხვავებულად გაიზრდება და განვითარდება რამდენიმე დღის შუალედში დარგული მცენარეები. მთვარის ციკლი მცენარეზე გავლენას ახდენს.