ზაფხული. არდადეგები დაიწყო. მე და ჩემი დაქალი გამოსაშვებ კლასში გადავედით. ქალბატონი ლიზა, მისი ბებია, გამოცდილი შეთქმულივით გვიყურებს და სერვანტიდან გამოაქვს შინდისფერი ბროლის გარნიტურა: პატარა გრაფინი და ციცქნა სირჩები. მე და ირინა ამ ჯადოსნურ ნივთებს მოჯადოებული ვუყურებთ და ზიარებას ველით. სხვათა შორის, ერთად დავფიქრდეთ, რა თვისებები აძლევს ბროლს დაძლიოს მოდის ტენდენციები და დრო.
ბროლის თვისებები – ბროლი, რომლისგანაც მზადდება ლარნაკი, სასალათე, საკრემე, ჭიქა და სხვა ჭურჭელი, არ არის უბრალოდ მთის ბროლი, არამედ დაპრესვის მეთოდით და ბროლის მინაში ლითონის ოქსიდის დამატებით დამზადებული. ეს მეთოდი 1676 წელს ინგლისელმა ოსტატმა ჯორჯ რავენსკროფტმა გამოიგონა. დღემდე ბროლის მინის წარმოების ტექნოლოგია მხოლოდ ოდნავ შეიცვალა. თხელ მინის მასაში ტყვიის ოქსიდის დამატება და დაპრესვა, თანდათანობითი გაგრილება მინას საშუალებას აძლევს ბროლის დამახასიათებელი თვისებები შეიძინოს: პლასტიკურობა, სიმკვრივე, 100%–იანი გამჭვირვალობა, ჟღერადობა, სინათლის თამაში.
ქალბატონმა ლიზიმ გრაფინი და ორი სირჩა ბროლისვე ლანგარზე დადო, თითოეულს 1 დესერტის კოვზი ვარდის ფურცლების ლიქიორი დაგვისხა და მოგვცა. პირში ბაღის და მარადიული გაზაფხულის გემო ვიგრძენი. მზის სხივებმა ოთახი გაავსეს, ბროლის ნიმუშების თხელ ხაზებს შეეხეს და თეთრ ნაქარგ სუფრაზე ცისარტყელა აათამაშეს. სუფრაზე „ყველა მონადირეს სურს იცოდეს, სად ზის ხოხობი“. თვალს ვერ მოწყვეტ.
ძველმოდურია, ასეა? – ალბათ, ბროლზე მოგონებები თქვენც გაქვთ, მისი თითქოსდა ძველმოდურობის მიუხედავად. აიღეთ კრისტალების გაზრდილი პოპულარობა ავსტრიული ფირმა Swarovski-სგან. არც ერთი დღესასწაული ამ ნივთების გარეშე არ ჩაივლის. ბებიის დროინდელი ბროლის ჭიქების და სასალათეების გადაყრა არ იჩქაროთ. მთავარია, შესანახი ადგილი გქონდეთ. მაგალითად, როგორც კოლექცია. დროთა განმავლობაში, ყოველდღიური ბროლის მინა იმდენად დაძველდება, რომ ანტიკვატიარი გახდება. შვილიშვილებს და შვილთაშვილებს გამოადგებათ. კარგად დავიწყებული ძველი ხომ ახალი ხდება. უნდა იცოდეთ, როგორ განასხვავოთ ნამდვილი ბროლის მინა ყალბისგან.
ამაში ბროლის თვისებები დაგეხმარებათ:
- კარგად გაცხელებული წყალი ჩვეულებრივ და ბროლის მინის ჭიქებში ჩაასხით. ბროლი უფრო ნელა გათბება, ვიდრე მინა.
- ბროლი შესაგრძნებად უბრალო მინაზე უფრო ცივია.
- რაიმე ნივთს ბროლიდან გახედეთ. თუ გამოსახულება დამახინჯებული არაა, გამოდის, ჭიქა ბროლისაა.
- ჭურჭლის კიდეზე ფრჩხილებით დააკაკუნეთ. ნამდვილი ბროლის ჭურჭელი მელოდიურ ხმას გამოსცემს, ხოლო ჩვეულებრივი მინიდან ყრუ ხმას გაიგონებთ.
- მაღალი სიმკვრივის გამო ბროლის მინა არ მუქდება. ჩვეულებრივი მინისგან განსხვავებით ძნელად იკაწრება.
- ჩვეულებრივი მინა მსხვილ ნაწილებად იშლება. აი, ბროლის მინა გატეხვისას, საბედნიეროდ, მტვრად იქცევა. ასეთი შემოწმების მეთოდი ფაქტის შემდეგ ნაკლებად გამოსადეგია. ალბათ, მხოლოდ შეგიძლიათ გაიხაროთ: ყალბი არაა.
ბროლის თვისება – ბევრი სავაჭრო ობიექტი ბროლს ჩეხური (ბოჰემურ) და ვენეციური მინისგან დამზადებულ ნივთებს მიაკუთვნებს. მთის ბროლს (კვარცი) ჯადოსნურ თვისებებს მიაწერენ. მას თავის და ზურგის ტვინის მუშაობის გაუმჯობესება შეუძლია, გამჭრიახობას აძლიერებს (ბროლის ბურთით მკითხაობა გაიხსენეთ). მთის ბროლისგან დამზადებული თილისმები სიყვარულს, სიმპათიას, სიხარულს, წარმატებას და კეთილდღეობას იზიდავს. მინერალი უძილობას, კოშმარებს და შიშს მოგაშორებთ. ირწმუნებიან, რომ მთის ბროლი აძლიერებს გონებრივ პროცესებს, ყურადღებას, მეხსიერებას, სწავლის სურვილს. იქნებ უმჯობესია, რომ მთის ბროლით საკლასო ოთახები მოვაწყოთ? ბროლის სამაჯური თრომბისგან დაგიცავთ, მაგრამ წყლის რეჟიმის დაცვაც თრომბოზის პრევენციისთვის ეფექტურია. არჩევანი თქვენზეა.