სერიოზული მიზეზი, რატომ არ უნდა დაყნოსოთ ყავა პარფიუმერიის მაღაზიაში

245

პარფიუმერიის როგორც ელიტურ მაღაზიებში, ასევე მასმარკეტში ყავით სავსე ქილები შეგიძლიათ ნახოთ. კონსულტანტები რამდენიმე სუნამოს დატესტვის შემდეგ მის დაყნოსვას გირჩევენ. თითქოს ასეთმა ქმედებამ არომატების შერევას ხელი უნდა შეუშალოს და მორიგი დასატესტი სუნამოს სუნების სრული პირამიდა გაშალოს. ასეა სინამდვილეში? Vivien გიამბობთ, ღირს თუ არა ყავის დაყნოსვა პარფიუმერიის მაღაზიაში.

გაწვრთნილი ყნოსვის მქონე მყიდველები 4-5 არომატს შორის წარმატებულ არჩევანს ადვილად აკეთებენ. სამწუხაროდ, მყიდველების უმეტესობა უკვე მეორე ცდაზე იკარგება. აქ მინის ქილა ნაჯერი (ყოველთვის არა) ყავის არომატით დასახმარებლად მოიჩქარის. ასეთ ქმედებას უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი.

ყავის ფუნქცია პარფიუმერიის მაღაზიაში – სინამდვილეში, ყავის ძლიერი არომატი ყნოსვის რეცეპტორებს ბლოკავს და დროებით სუნამოს გარკვეული ნოტების მიმართ მგრძნობელობას ამცირებს. მარცვლების მოლეკულები დატესტილი სუნამოს სუნებს ერევა და მომდევნო არომატების სრულად შეგრძნებას ხელს უშლის. გამოდის, რომ სუნებს დამახინჯებულად გრძნობთ. გირჩევთ, კონსულტანტის თავაზიან შემოთავაზებაზე დაყნოსოთ ყავა, უარი თქვათ. პირველ რიგში, იმისთვის, რომ სახლში შეძენილი სუნამოთი ან ტუალეტის წყლით იმედგაცრუებული არ დარჩეთ. უამრავი შერეული არომატის მოშორების შემდეგ რეცეპტორები სუნამოს მთელ გამას აღიქვამენ და შედეგი შეიძლება არ მოგეწონოთ.

რით ჩავანაცვლოთ ყავა – ცხვირის ღრუს რეცეპტორები რომ განაახლოთ, წყალი დალიეთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს უბრალო წყალი და არა ლიმონათი, ჩაი ან ალკოჰოლი. კარგ მაღაზიაში ჭიქა ცივ წყალს შემოგთავაზებენ, მაგრამ ეს იშვიათია. გირჩევთ, უგაზო წყალი შეიძინოთ. ყოველი სუნამოს დატესტვის შემდეგ თითო ყლუპი დალიეთ.

რომელი სუნამოა შესაფერისი – რა თქმა უნდა, სუნამო განახლებულ რეცეპტორებზე უნდა დატესტოთ. გარდა ამისა, რამდენიმე წესი თქვენთვის შესაფერისი არომატის შერჩევაში დაგეხმარებათ.

  1. სუნამო ქაღალდის ზოლს 15-20 სმ დაშორებიდან შეასხურეთ.
  2. ზოლი სახესთან მიიტანეთ, მაგრამ არა ახლოს, რომ ზედმეტად კონცენტრირებული სუნი არ იგრძნოთ. ჩაისუნთქეთ და თვალები დახუჭეთ.
  3. თუ არომატი მოგეწონათ, მაჯაზე წაისვით, 10-15 წამით მოიცადეთ და შეაფასეთ, როგორ სუნს მოგცემთ კანზე.

სუნამოს არჩევისას სეზონიც უნდა გაითვალისწინოთ. შეძენაზე უარი თქვით, თუ გულისრევას, თავის ტკივილს ან ცემინების დაწყებას გრძნობთ.