ხელნაკეთი ჭურჭლის სარეცხი გელი: დეტალური ინსტრუქცია

293

შეამჩნიეთ, რომ ყოველთვე ყველაზე საჭირო ნივთები ძვირდება? საკვები პროდუქტების და საყოფაცხოვრებო საშუალებების ფასები გვაოცებს. არადა მათ გვერდს ვერ აუვლით. ჭურჭლის სარეცხი საშუალება, სარეცხი ფხვნილი ყველას გვჭირდება. გიამბობთ, როგორ არ დახარჯოთ უკანასკნელი თეთრი შესყიდვებზე. ბოლო დროს ჭურჭლის სარეცხ საშუალებას თავად ვაკეთებ. დაგჭირდებათ თეთრებიანი ინგრედიენტები, რომელთაც სამზარეულოში იპოვით. ასე ბიუჯეტს დაზოგავთ და ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ. ხელნაკეთი ჭურჭლის სარეცხი გელი ადვილად ირეცხება, ბევრ ქაფს არ ქმნის და ნატურალური კომპონენტებისგან დამზადებულია.

როგორ მოვამზადოთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება სახლის პირობებში

დაგჭირდებათ:

  • 50 გ სარეცხი საპონი
  • 3 ს/კ სოდა
  • 1 ლ ცხელი წყალი
  • 4 ს/კ ნიშადურის სპირტი
  • 3 ს/კ მდოგვის ფხვნილი

მომზადების წესი:

  1. სარეცხი საპონი წვრილად გახეხეთ, 300 მლ ცხელი წყალი დაასხით. საპნის სრულად გახსნამდე აურიეთ.
  2. მდოგვის ფხვნილი დაუმატეთ და აურიეთ, რომ ისე ერთგვაროვანი მასა გამოვიდეს.
  3. სოდა დაუმატეთ და 700 მლ ცხელი წყალი ჩაასხით.
  4. ნიშადურის სპირტი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  5. ჭურჭლის სარეცხ გელს გაგრილება აცადეთ და ბოთლში ჩაასხით.

ჭურჭლის სარეცხი ნატურალური გელი გაგრილებისას ოდნავ გასქელდება. გამოიყენეთ ისე, როგორც ჩვეული საშუალება. შეარჩიეთ ხარისხიანი სარეცხი საპონი, რომელიც ცხიმებს კარგად შლის. ასე რთულ ჭუჭყსაც მოაშორებთ. სასურველია, რომ უსუნო იყოს და ჭურჭელზე უცხო არომატს არ ტოვებდეს. ნიშადურის სპირტი საჭიროა იმისთვის, რომ ტაფასა და ქვაბზე ნამწვი მარტივად მოაშოროთ. თუ მისი გამოყენება არ გსურთ, უბრალოდ ეს კომპონენტი ამოიღეთ.

ხელნაკეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება თეფშზე, ჭიქასა და სამზარეულოს ინვენტარზე ჭუჭყს ადვილად უმკლავდება. მზა ნარევით ქურა და სამუშაო ზედაპირი შეგიძლიათ გაწმინდოთ. მისი გამოყენების შემდეგ ყველაფერი ბრწყინავს და ანათებს. არანაირი ქაფი და საპნის ნარჩენი.