დაუოკებელი დედის და მისი 12 შვილის შთამაგონებელი ისტორია

206

მრავალშვილიანი ოჯახების ისტორია უსაზღვრო სიყვარულს ნათლად წარმოგვიჩენს. 38 წლის კორტნი როჯერსი და მისი მეუღლე, კრისი 12 შვილის ბედნიერი მშობლები არიან. თავიდან ბევრი შვილის გაზრდაზე არ ოცნებოდნენ. მით უფრო, რომ პირველი ორსულობა ნაყოფის მოშორებით დასრულდა. და მაინც, რამდენჯერმე სცადეს, გამოუვიდათ და აღარ გაჩერებულან. Vivien გიამბობთ, როგორია როჯერსების ყოველდღიურობა.

კორტნი როჯერსი ბოლო 12 წელია პერმანენტულად ორსულადაა. ამერიკელი წყვილი 12 შვილს ზრდის, აქედან პირველი ექვსი ბავშვი ბიჭია, მომდევნო ექვსი გოგო. ერთ დროს ვერც წარმოიდგენდნენ, რომ მრავალშვილიანი მშობლები გახდებოდნენ. კორტნი საკმაოდ ძლიერი ქალია, რომელმაც პირველი შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ სტრესი სწრაფად დაამარცხა და წინსვლა გააგრძელა. მალე ისევ დაორსულდა.

კორტნი 26 წლის იყო, როცა პირველი შვილი, კლინტი დაიბადა. ეს 2010 წლის 30 მარტს მოხდა. თავიდან ფიქრობდა, რომ ამ ასაკში ბევრ შვილს ვეღარ გააჩენდა, ამიტომ ერთ მემკვიდრეზეც თანახმა იყო. შემდეგ კიდევ 5 ბიჭი დაიბადა. ამის შემდეგ გოგოები გაჩნდნენ. ეს ნამდვილი სასწაულია, რომ ჯერ ბიჭები ჩნდებოდნენ, შემდეგ გოგოები. წყვილი 10 ბავშვზე გაჩერებას აპირებდა, მაგრამ ძლიერი ქალი ისევ დაორსულდა. საოცარია, რომ ამ ჯანმრთელმა ქალმა არა მხოლოდ 12 ბავშვი გააჩინა, არამედ მათ შორის 2 ტყუპიც იყო.

კორტნის ოჯახი, სადაც 12 შთამომავლობა იზრდება, საკმაოდ უჩვეულოა. მათ დიდი ფერმა აქვთ. 200–ზე მეტ ცხოველს უვლიან. მათ შორისა ქათმები, ღორები, ცხვრები. ბავშვებს პატარაობიდანვე დისციპლინას და პასუხისმგებლობას ასწავლიან. ბავშვები მშობლებს საოჯახო საქმეებში ეხმარებიან.

მათი დილა 8 საათზე იწყება. დიდ მაგიდასთან საუზმობენ. შემდეგ ბავშვებს ხატვის და მათემატიკის გაკვეთილები უტარდებათ. 11:30 საათზე მეორე კვების დრო მოდის. ამის შემდეგ ყველაზე პატარები იძინებენ, ხოლო უფროსები საჭმელს დამოუკიდებლად იმზადებენ. დღის მეორე ნახევარში ენის, ხატვის და კითხვის გაკვეთილები უტარდებათ. ფორტეპიანოზეც უკრავენ. საღამოს 5 საათზე დედა ნოყიერ ვახშამს ამზადებს. მთელი ოჯახის დასანაყრებლად მთელი 23 კვერცხი იხარჯება.

20:30 საათზე ბავშვები იძინებენ. მანამდე თავიანთ კუთხეს ალაგებენ, სანამ კორტნი სხვა ოთახებს ასუფთავებს. როჯერსები ბიუჯეტს მკაცრად აკონტროლებენ და გონივრულად ხარჯავენ, რომ მთელი ოჯახის რჩენა შეძლონ. გარეთ არ ჭამენ და კინოთეატრში არ დადიან. ბავშვებს ყოველგვარ წვრილმანს არ ყიდულობენ. რაიმე მსხვილის შესყიდვამდე ყველა მომენტს განიხილავენ.

მუდმივი ფინანსური ხრიკების მიუხედავად კორტნი არ ნანობს, რომ მრავალშვილიანი დედაა. მათი ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებს. მათ სიკეთის და ურთიერთდახმარების მნიშვნელობას ასწავლის.