ამ დრომდე არ ვიცოდი, რისთვის იყო საჭირო უცნაური ჭრილი უნიტაზის საჯდომზე

2509

თუ სავაჭრო ცენტრის საზოგადოებრივ ტუალეტში ნამყოფი ხართ, თვითმფრინავით ან მატარებლით გიმგზავრიათ, ალბათ, უნიტაზის საჯდომის უცნაურ კონსტრუქციას ყურადღება მიაქციეთ. უფასო საზოგადოებრივ ტუალეტში უნიტაზს ლათინური U ფორმის უცნაური საჯდომი აქვს. რატომ არის ამოჭრილი საჯდომი ცენტრში? ამას პასუხი აქვს, თან არა ერთი. ეს განზრახ კეთდება და თავისი გამართლება აქვს. Vivien ამ საკითხის გარკვევას ეცადა და ამ უნიკალური გამოგონების შესახებ გიამბობთ.

უფასო საზოგადოებრივი ტუალეტი – რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ ტუალეტებში უნიტაზების საჯდომების უცნაურ ფორმას მიზეზი აქვს. პირველ რიგში, U ფორმის საჯდომი ჰიგიენის დონეს ზრდის. მისი შემქმნელების თქმით, ასეთი ფორმა საშუალებას გაძლევთ, რომ ტუალეტით ისარგებლოთ ადამიანის მგრძნობიარე უბნებთან კონტაქტის გარეშე. ზოგჯერ ეს ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მატარებელი მოძრაობს. ეს ფორმა უნივერსალურია და როგორც ქალს, ასევე კაცს შეეფერება. როგორ ხდება პრაქტიკაში? დეტალურად განვიხილოთ.

როდესაც მამაკაცი U ფორმის საჯდომზე ზის, მისი სასქესო ორგანო თავად საჯდომს არ ეხება. ასე მიკრობებისა და სხვა ჭუჭყისგან დაცულია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საქმე უფასო საზოგადოებრივ ტუალეტს ეხება. ასეთი ფორმის საჯდომი ქალისთვისაც შესაფერისია. ჰიგიენური პროცედურის დროს უნიტაზს ხელით არ შეეხებით. ამ ჭრილის წყალობით საჯდომზე არსებულ მიკროორგანიზმებს არ შეეხებით.

U ფორმის საჯდომის გაკეთების კიდევ ერთი მიზეზი ეკონომიკური ფაქტორია. მისი წარმოება უბრალოდ იაფია. ცნობილია, რომ მასიური წარმოებისას ეს მნიშვნელოვანი ასპექტია. გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ ასეთი ფორმა ქურდების მსხვერპლი იშვიათად ხდება. როგორი სასაცილო და აბსურდულიც არ უნდა იყოს, უნიტაზის საჯდომს უფასო საზოგადოებრივ ტუალეტებშიც იპარავენ.

თვითმფრინავის ტუალეტის საიდუმლოებები – როცა თვითმფრინავს დღის განმავლობაში რამდენიმე მოკლე ფრენა უწევს, დასუფთავების გუნდს ცოტა დრო რჩება, რომ თვითმფრინავი მოაწესრიგოს. ამ შემთხვევაში მხოლოდ ტუალეტის ხალიჩას ასუფთავებენ, თავად უნიტაზი არ სტერილდება. გარდა ამისა, თვითმფრინავში უნიტაზზე ტუალეტური დანაშაულის კვალი არ ჩანს. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ყოველ 50 მგზავრზე ერთი ტუალეტი უნდა იყოს. პრაქტიკაში, ეს ყოველთვის დაცული არაა.

არსებობს რამდენიმე ტექნიკური მახასიათებელი, რომელიც უნიტაზში მოხვედრილ ნარჩენებს ეხება. ისინი ფრენისას თვითმფრინავის საზღვრებს არ სცდება. თვითმფრინავში ჩაშენებულია სპეციალური სისტემა. ასე ნარჩენები ტუმბოს საშუალებით თვითმფრინავის კუდში არსებულ სპეციალურ ავზში გროვდება. მწმენდავები სპეციალურ ძლიერმოქმედ ქიმიურ საშუალებას იყენებენ, რომლის შემდეგ უნიტაზზე ლაქა იშვიათად ჩნდება და წყლით სწრაფად შორდება.

ახლა სამყაროში ერთით ნაკლები საიდუმლოა. გახსოვდეთ, რომ საზოგადოებრივ ტუალეტებში ჰიგიენის განსაკუთრებული წესები უნდა დაიცვათ. თავს გაუფრთხილდით!