იტალიური სიბრძნე, რომელიც დაფიქრებას გაიძულებთ: 40 გამონათქვამი

317

უდავოდ, იტალია საოცარი ქვეყანაა. მას კაცობრიობის ცივილიზაციის აკვანს დამსახურებულად უწოდებენ. მან აჩუქა მსოფლიოს ცნობილი მეცნიერები, მხატვრები, მოქანდაკეები და მწერლები. იტალიაში ყველაფერი შესანიშნავია: სამზარეულოდან კლიმატამდე, ტანსაცმლიდან მდიდარ ისტორიამდე. მათგან სასწავლი ბევრი რამ გვაქვს!

თუ იტალიაში ნამყოფი ხართ, აუცილებლად შენიშნავდით, როგორი ბედნიერი და სიცოცხლით სავსე ხალხი ცხოვრობს იქ. მათ უყვართ დილით ესპრესოს და საღამოს ღვინის დალევა, ზღვის პროდუქტების და გემრიელი დესერტების ჭამა, გზისპირა კაფეებში საუბარი, გაზეთების კითხვა. არა მხოლოდ პოზიტიური განწყობით და დღეგრძელობისკენ მიდრეკილებით გამოირჩევიან. იტალიური სიბრძნე ყველას აოცებს, ვინც მას აწყდება.

იტალიური სიბრძნე: სხარტი აფორიზმები

  1. სტუმარი თევზს ჰგავს: მესამე დღეს ყროლდება.
  2. ქალთან კამათის ორი მეთოდი არსებობს. არც ერთი არ მუშაობს.
  3. ღმერთო, დამიფარე მეგობრებისგან, ხოლო მტრებს თავად გავუმკლავდები.
  4. სჯობს ერთი დღე ლომივით იცხოვროთ, ვიდრე ასი წელი ცხვრად გაატაროთ.
  5. ცხოვრება საახალწლო ნაძვის ხესავითაა: ყოველთვის გამოჩნდება ის, ვინც ბურთებს დაამტვრევს.
  6. არაფერია შეუძლებელი, თუ ეს გინდათ.
  7. ვინც საკუთარ თავს იცნობს, მან მთელი სამყარო იცის.
  8. ნუ განსჯი ადამიანს იმის მიხედვით, რას ამბობენ მის შესახებ.
  9. მხოლოდ ფულის ქონა საკმარისი არაა, მისი დახარჯვა უნდა იცოდეთ.
  10. თუ იტყუებით, ცოტა ილაპარაკეთ.
  11. მტერი საშიშია, როცა დამარცხებული გვგონია.
  12. ღვინო და მეგობრობა თუ ძველი არაა, თეთრიც არ ღირს.
  13. დროდადრო სულელები აიტანეთ. რაღაც ღირებულს ისწავლით. მათ არასდროს ეკამათოთ.
  14. შურისძიება კერძია, რომელიც ცივი უნდა მიირთვათ.
  15. როდესაც თამაში მთავრდება, მეფე და პაიკი ერთ ყუთში ხვდება.
  16. ყველაფერი ღვთისგანაა, ქალის გარდა.
  17. არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე გააკეთოთ და გადააკეთოთ.
  18. ვირად დაბადებული ცხენად ვერ მოკვდება.
  19. არავის სურს მარტოობა, თუნდაც სამოთხეში.
  20. სილამაზე სიკეთის გარეშე გამომშრალ ღვინოს ჰგავს.
  21. სასიყვარულო ომში იმარჯვებს ის, ვინც მიდის.
  22. სამყარო მომთმენ ხალხს ეკუთვნის.
  23. ნელი სიბერე დღეგრძელობის გარანტიაა.
  24. სიყვარულს, ცეცხლს და ხველას ადამიანებს ვერ დაუმალავთ.
  25. ქვეყანაში, სადაც მიდიხართ, იმოქმედეთ იმ ჩვევების მიხედვით, რასაც იპოვით.
  26. არ შეეხოთ პრობლემას, სანამ პრობლემა არ შეგეხებათ.
  27. მხოლოდ ნამდვილი მეგობარი გეტყვით, რომ სახე ჭუჭყიანი გაქვთ.
  28. მდინარის სიღრმე ორივე ფეხით არ შეამოწმოთ.
  29. არაა მშვიდობა საქათმეში, სადაც მამალი დუმს, ხოლო ქათამი ყვირის.
  30. იმედი კარგია საუზმეზე, მაგრამ ცუდი ვახშამზე.
  31. ღმერთს უყვარს ლაპარაკი მათთან, ვინც დუმს.
  32. ის, რაც თქვენთვის განკუთვნილია, ვერავინ აიღებს.
  33. სხვისი რჩევა მიიღეთ ან უარყავით, მაგრამ საკუთარს არასდროს გადაუხვიოთ.
  34. ადამიანს წლები უფრო ცვლის, ვიდრე წიგნები.
  35. მაშინაც კი, როცა ყველა კარტი ხელთ გაქვთ, ცხოვრებამ შეიძლება ჭადრაკის თამაში დაიწყოს.
  36. ღარიბს ბევრი რამ აკლია, ხარბს – ყველაფერი.
  37. ვინც ცხელი წვნიანით დაიწვა, ცივსაც უბერავს.
  38. ბრმების სამყაროში ცალთვალა მეფეა.
  39. უმჯობესია იყო პირველი პროვინციაში, ვიდრე მეორე რომში.
  40. ეკლების მიმოყრისას ფეხშიშველა ნუ წახვალთ.

რამდენი სიბრძნე იმალება იტალიურ გამონათქვამებსა და ანდაზებში. უდავოდ, ზოგიერთი მათგანი ჩვენსას ჰგავს, სხვები იტალიურ თვითმყოფადობას ატარებს. ხალხური ხელოვნება ხალხის და მათი აზროვნების შესახებ ყოველთვის ნათელ წარმოდგენას გვაძლევს.