საუკეთესო ხუთეული. ხრიკები სახლისა და სამზარეულოსთვის, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

234

სხვადასხვა ხრიკი ცხოვრებას გვიმარტივებს. მათი დახმარებით სახლის დალაგება ან კერძის მომზადება პრობლემა აღარაა. Vivien გიზიარებთ 5 საუკეთესო ხრიკს, რომლებიც თქვენს ყურადღებას იმსახურებენ. ამ ხრიკებით დროს და ფინანსებს დაზოგავთ. დაიმახსოვრეთ და გამოიყენეთ.

  • ხალიჩის წმენდა – მტვერსასრუტის გამოტანა საჭირო არაა, რომ ხალიჩას წვრილი მტვერი მოაშოროთ. ამაში ჩაი დაგეხმარებათ. მაქსიმუმ 2 დღის ჩაი ხალიჩაზე მიმოფანტეთ. 10 წუთის შემდეგ ფოთლები და მასთან ერთად მტვერი და ჭუჭყი ცოცხით ან ჯაგრისით მოხვეტეთ. ხალიჩა გასუფთავდება და უსიამოვნო სუნი გაქრება.
  • ხელნაკეთი არომატიზატორი – ყავის მოყვარულებს მსგავსი სუნის არომატიზატორი ნამდვილად მოეწონებათ. ნაყიდ არომადიფუზორს არაფრით ჩამოუვარდება. ყავის მარცვლები ტაფაზე უზეთოდ გააცხელეთ. ცხელი ყავის მარცვლები სუფთა წინდაში ჩაყარეთ და რეზინით შეკარით. მზა არომატიზატორს ადგილი შეურჩიეთ. მაგალითად, კარადა, სამზარეულოში თარო, მისაღებ ოთახში მაგიდა.
  • ხორცსაკეპი მანქანის წმენდა – ხორცსაკეპი მანქანის დეტალებზე დახვეული ხორცის ძარღვები და ცხიმი მოწყობილობის წმენდას ართულებს. ამ საქმეში ბრინჯი დაგეხმარებათ. ტექნიკის დაშლაც არ მოგიწევთ. 1 მუჭა უმი ბრინჯი ხორცსაკეპ მანქანაში დაფქვით. ბრინჯის დახმარებით ცხიმს და ნარჩენებს მოიშორებთ. ბოლოს მხოლოდ წყლის გავლება დასჭირდება.
  • პურის შენახვა – მაღაზიაში ნაყიდი პური სწრაფად ხმება და ობდება. ამ ხრიკით უსიამოვნებას თავიდან აიცილებთ. პური მარილის ბალიშზე შეინახეთ. მარილი ფაიფურის თეფშზე ან საპურის ძირში დაყარეთ, მასზე პური დადეთ. ასე პური დიდხანს არ გახმება და ობით არ დაიფარება.
  • ნამსხვრევების ახვეტა – სკოჩი დაგჭირდებათ. ხელზე დაიხვიეთ ისე, რომ წებოვანი მხარე გარეთ იყოს, პრობლემურ ადგილებს ხელი გადაუსვით. ასე მსხვილ ნატეხებს და მინის მტვერს მოიშორებთ. ნებისმიერ ზედაპირზე გამოგადგებათ იქნება ეს ხალიჩა, მაგიდა თუ სხვა.

უკვე იცით, როგორ გაწმინდოთ ხალიჩა და ხორცსაკეპი მანქანა, დიდხანს შეინახოთ პური, გაწმინდოთ ჰაერი სახლში და შეაგროვოთ ნამსხვრევები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს