დალაგებამდე დარიჩინი ხალიჩას მოაყარეთ. 2 ხელნაკეთი არომატიზატორი 

215

მტვერსასრუტების ახალი მოდელები სახლში ჰაერს არომატით ავსებენ, იონიზაციას ახდენენ და ატენიანებენ. ასეთი მოწყობილობით წმენდის შემდეგ სასიამოვნო არომატით ტკბობა გრჩებათ. სამწუხაროდ, ყველა მტვერსასრუტს მსგავსი ფუნქციები არ აქვს. არ იდარდოთ, რადგან მოწყობილობა თავად შეგიძლიათ სრულყოთ და მისგან სახლის არომატიზატორი გააკეთოთ. ამ ამოცანას ყველა გაუმკლავდება. აუცილებელ ინგრედიენტებს სამზარეულოში იპოვით. მთელი ბინა მტვერსასრუტით გაწმინდეთ, რომ ოთახში სასიამოვნო არომატი გაავრცელოთ.

როგორ გავაკეთოთ სახლის არომატიზატორი დამოუკიდებლად – სახლში ყოველთვის სასიამოვნო არომატი რომ იყოს, სახლის დალაგებას ორიგინალურად მიუდექით. აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით მაღაზიაში ნაყიდი არომატიზატორი ან ჰაერის გამწმენდი არ დაგჭირდებათ. არანაირი ზედმეტი ხარჯი.

  • პირველი მეთოდი – უსიამოვნო სუნის მოშორებაში დაგეხმარებათ სანელებელი, რომელსაც სამზარეულოში იპოვით. ის არა მხოლოდ ვაშლის ცომეულის ან გლინტვეინის მომზადებისას გამოგადგებათ, არამედ არომატის გასაახლებლად. როგორც უკვე მიხვდით, დაფქულ დარიჩინს ვგულისხმობთ. 2 ს/კ სანელებელი იატაკს მოაყარეთ, შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ. მოწყობილობის ჯაგრისი დაფქულ დარიჩინს და ნაგავს შეისრუტავს. სანელებელი მტვერსასრუტში გაცხელდება და ბინა ფანტასტიკური არომატით გაივსება.
  • მეორე მეთოდი – თუ ბინაში ჰაერის გაჯანსაღება გსურთ, ხოლო დარიჩინი არ გაქვთ, საყვარელი ეთერზეთი საქმეში ჩართეთ. ის სასიამოვნო სუნს ავრცელებს და ჰაერს ადეზინფექცირებს. სალფეთქის პატარა ნაჭერს ან ბამბის დისკს რამდენიმე წვეთი ეთერზეთი დააწვეთეთ და იატაკზე დააგდეთ. ეს ადგილი მტვერსასრუტით გაასუფთავეთ, შემდეგ სხვა ოთახებში გადადით. ზეთით გაჟღენთილი ბამბის დისკი მტვერსასრუტში მოხვედრისას ძლიერ სუნს გამოყოფს, რომლითაც მალე მთელი სახლი აივსება.

აირჩიეთ არომატი თქვენი მიზნიდან გამომდინარე. ამის მიხედვით ესა თუ ის ეთერზეთი დააწვეთეთ.

  • ღვიის ან სალბის ეთერზეთი ოთახის სადეზინფექციოდ გამოგადგებათ.
  • ციტრუსის, მიხაკის ან მუსკატის ეთერზეთი გაგამხნევებთ.
  • ნაძვის, ჟასმინის, პაჩულის ან ლავანდის არომატი მოგადუნებთ და სტრესს შეამსუბუქებს.
  • ბერგამოტის, ნემსიწვერას ან ევკალიპტის ეთერზეთი ძლიერ უსიამოვნო სუნებს (მაგალითად, შემწვარი თევზის სუნი) გააქრობს.

გამოყენების რეკომენდაციები

  • მტვერსასრუტის კონტეინერი დროულად დაცალეთ ჭუჭყისგან ან შეცვალეთ სპეციალური კონტეინერი, რომელშიც ნაგავი გროვდება. მისგან მომავალი უსიამოვნო სუნი ნატურალურ არომატიზატორს მოქმედებაში ხელს უშლის.
  • უსაფრთხოების ზომები გახსოვდეთ. თუ ოჯახის რომელიმე წევრს ალერგიისკენ მიდრეკილება აქვს, დარიჩინი ან ეთერზეთი დალაგების პროცესში არ გამოიყენოთ.

თქვენს სახლში მუდმივად სასიამოვნო არომატი რომ ტრიალებდეს, განიავებაც საკმარისია. დაფქული სანელებელი და ეთერზეთი რეგულარულად გამოიყენეთ, როცა მტვერსასრუტს იყენებთ და ნაყიდი არომატიზატორები აღარ დაგჭირდებათ.