საოცარი ხრიკი. რატომ უნდა მოხარშოთ 2 ლიმონი ძველ ქვაბში

248

ალბათ, ქვაბი ერთხელ მაინც დაგიწვავთ. სამწუხაროდ, ასეთი რამ მეც დამემართა. როცა საყვარელი ქვაბის გადაგდებას ვაპირებდი, მეგობარი სტუმრად მოვიდა და ჩემი შეჩერება მოასწრო. მკითხა, თუ მიცდია გაფუჭებულ ჭურჭელში ლიმონის მოხარშვა. გულწრფელად, ამ კითხვამ გამაკვირვა. აღმოჩნდა, რომ ნამწვის მოსაშორებლად შესანიშნავი მეთოდია, რომელიც ჭურჭელს ახალ სიცოცხლეს ჩუქნის. Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ლიმონი ნამწვის მოსაშორებლად.

რატომ და როგორ მოხარშოთ ლიმონი ქვაბში: საოცარი ხრიკი – ალბათ, სპეციალური საშუალების შეძენაზე ბევრი ფული უკვე დახარჯეთ. ნამწვის მოშორებას დიდხანს ცდილობდით და დიდი ძალისხმევა გაიღეთ. დადგა დრო, როცა ხელის ჩაქნევა და ქვაბის გადაგდება გადაწყვიტეთ. მოიცადეთ! კიდევ ერთი მარტივი მეთოდი სცადეთ. შესაძლოა, საყვარელი ჭურჭლის გადარჩენაში დაგეხმაროთ. მთავარი თავისებურება ზედმეტი საზრუნავისგან გათავისუფლებაა. საწმენდი ფხვნილები და ქიმიური საშუალებები გვერდზე გადადეთ. მხოლოდ ნატურალურ ნივთიერებებს გამოვიყენებთ. ნეჭა და სპეციალური ღრუბელიც არ გჭირდებათ, რადგან ნამწვის მოშორების პროცესი უფრო მარტივია, ვიდრე ფიქრობთ.

ქვაბი ამ მეთოდით რომ გაწმინდოთ, მოქმედებების ალგორითმი ზუსტად დაიცავით. მთელი პროცესი 7 ეტაპისგან შედგება.

  1. ორიოდე ლიმონი მაღაზიაში იყიდეთ.
  2. თითოეული ლიმონი 8 ნაწილად დაყავით.
  3. მთელი 16 ლიმონის ნაჭერი გასაწმენდ ქვაბში მოათავსეთ.
  4. წყალი დაასხით. რაოდენობა თვალით განსაზღვრეთ. მთავარია, რომ წყალი მიმწვარ ძირს ბოლომდე ფარავდეს.
  5. ქურა მაქსიმალურ სიმძლავრეზე ჩართეთ და ქვაბი დადგით. დაელოდეთ, სანამ წყალი ადუღდება და 10 წუთით დუღილი აცადეთ.
  6. წყლის გაგრილებამდე ქვაბი გააჩერეთ.
  7. წყალი გადაასხით და ნამწვი მასთან ერთად მოშორდება.

ლიმონით წმენდა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ქიმიური საშუალება. მიზეზი მჟავაა, რომელსაც ლიმონი შეიცავს, და თერმული დამუშავება. ცხელი წყალი და ორთქლი მჟავებით ჭუჭყის დაშლას აჩქარებს. ციტრუსი სპეციფიკურ სუნსაც აქრობს.

სცადეთ ლიმონით წმენდის მეთოდი და გაოცდებით, რომ ლიმონი ნამწვის მოსაშორებლად საკმაოდ ეფექტურია. ქვაბში მიმწვარ ნარჩენებს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოიშორებთ. ლიმონი მოხარშეთ, გასაგრილებლად დატოვეთ და თქვენს საქმეს მიხედეთ, მჟავები ყველაფერს თავად გააკეთებს.