ქმარი გაგიჟდა, საცვლების ფულსაც აღარ მაძლევს. მთავარი უბედურება წინაა

310

ბევრი ქალი მდიდარ კაცზე გათხოვებაზე ოცნებობს. მდიდრული ცხოვრება მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ ნაილა ამისკენ არასდროს ისწრაფვოდა. ყველაფრის მიღწევა საკუთარი ძალებით სურდა, ამიტომ მიზნებისთვის ბეჯითად შრომობდა. მოგვიანებით მის ცხოვრებაში იგი გამოჩნდა. ცისფერთვალება გულთამპყრობელი, რომელმაც ნაილა ცოლად აირჩია. ოჯახური ცხოვრება ზღაპრული არ აღმოჩნდა. დამნაშავე ფულია. Vivien გიამბობთ, რატომ ვერ აეწყო წყვილის ურთიერთობა.

„სანამ ჩემი დაქალები ოცნებობდნენ, რომ მათ ცხოვრებაში მდიდარი კაცი გამოჩენილიყო, მე ვმუშაობდი. მუშაობა ჯერ კიდევ 14 წლისას დავიწყე, როცა დედა ავად გახდა და ფული არ გვქონდა. ფლაერების დარიგებიდან ოფისში პრესტიჟულ სამსახურამდე დიდი გზა გავიარე. შემდეგ შევხვდი მამაკაცს, რომლის გვერდით შემეძლო ყველაფერი გამეკეთებინა. თუმცა ამის გამოყენებას არ ვცდილობდი. ჩვენი ურთიერთობა ნელ–ნელა ვითარდებოდა. ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი, ეჭვიც არ მეპარებოდა, თუ რა მომავალი გველოდა.

დათოს ქალების ყურადღება ყოველთვის უყვარდა. ჩემამდე ბევრი პარტნიორი ჰყავდა. ამის შესახებ ვიცოდი, ამიტომ ყველა შემხვედრზე ვეჭვიანობდი. დაქალები მამშვიდებდნენ, მეუბნებოდნენ, რომ მან მე ამირჩია. ეს ცარიელი სიტყვები არაა. ასე იყო ზუსტად იმ მომენტამდე, სანამ არ დავქორწინდით. ზღაპრული ქორწილი მკაცრმა ყოველდღიურობამ შეცვალა. პირველ რიგში, დაჟინებით ითხოვდა, რომ სამსახური მიმეტოვებინა. თითქოს, ქალმა ოჯახს უნდა მიხედოს და მეუღლეს გაღიმებული დახვდეს. ეს მაშინვე არ მომეწონა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ოფისის ცხოვრებიდან დასვენების კარგი შესაძლებლობაა.

მალე ჩემი დანაზოგი გაქრა. მესმოდა, რომ ახლა ქმარი უზრუნველმყოფს. მისგან ფულის აღება მრცხვენოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოცემას არც არავინ ჩქარობს. დათო ოჯახის ბიუჯეტს თავად ადგენდა, ყველაფერის თვითონ ყიდულობდა. სამზარეულოში თავს დაქირავებულ მზარეულად ვგრძნობდი, რადგან ქმარი ამბობდა, რა სურდა საუზმესა და ვახშამზე, პროდუქტებს ყიდულობდა, მე მხოლოდ მომზადება მიწევდა. გაპროტესტებას ვცდილობდი, მაგრამ დათო გაზლაითინგის რეჟიმს რთავდა და დამნაშავე მე გამოვდიოდი.

უკვე განქორწინებაზე ვფიქრობდი, მაგრამ დაუგეგმავად ორსულად დავრჩი. ქმარი ამ ამბით გახარებული იყო. მეც დედობაზე ვოცნებობდი. არ მასვენებდა ფიქრები, რა მოხდებოდა ბავშვის დაბადების შემდეგ. გავბედე და მეუღლეს ფსიქოლოგის ფული ვთხოვე. რა თქმა უნდა, უარი მითხრა. სკანდალი მოაწყო, ამბობს, რომ ყველა ფსიქოლოგი თაღლითია. თითქოს, წადი დაქალებს დაელაპარაკე, თუ ცუდად ხარ. სხვათა შორის, დაქალებს თითქმის არ ვნახულობ. მეუღლეს ეს არ უყვარს. როგორც ხედავთ, აქ გამონაკლისი დაუშვა.

თავს ოჯახური ციხის მძევლად ვგრძნობდი. როცა ბავშვი დაიბადა, ქმარი სულ გაგიჟდა. ფულთან დაკავშირებით რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ფულის მოცემა საერთოდ შეწყვიტა. ამის თქმა სასაცილოა, მაგრამ საცვლების ფულზეც თითქმის მუხლდაჩოქილი უნდა ვეხვეწო. მოგვიანებით განაცხადა, რომ მეც უნდა ვიმუშავო. სადღაც წაიკითხა, რომ დედა დეკრეტში ბევრს შოულობს. გულწრფელად ვცდილობდი, მაგრამ როცა 6 თვის ბავშვი გყავს, მთელი დღე ნოუთბუქთან ჯდომა უბრალოდ შეუძლებელია.

ამაზეც კამათი დავიწყეთ. არ ვიცი, რა გავაკეთო. ერთი მხრივ, ხვალვე განქორწინებისთვის მზად ვარ. მეორეც მხრივ, მეშინია. არ ვიცი, რას ველოდო ქმრისგან, რა რეაქცია ექნება. ყველა ნივთი შევაგროვო და უბრალოდ წავიდე, არ შემიძლია. მაინც საერთო შვილი გვყავს! გამოდის, რომ სიტუაციის უფულო მძევალი ვარ. მშობლები სხვა ქალაქში ცხოვრობენ. დაქალები დიდად ვერ მეხმარებიან, ერთმანეთს თითქმის ვერ ვნახულობთ. მადლობა ქმარს. თითქოს სპეციალურად ისე მოაწყო, რომ ვერსად წავიდე. ამის გამო უფრო ვშფოთავ. ნუთუ ვცხოვრობ ფსიქოლოგიურ ტირანთან?“

როცა ურთიერთობა სწრაფად ვითარდება, თითოეული ნაბიჯის გაცნობიერებულად გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია. ფინანსების საკითხში ყველა ნიუანსი დაქორწინებამდე უნდა განიხილოთ. სამწუხაროდ, ტირანის მამაკაცის გამოაშკარავება მარტივი არაა. ზოგჯერ მოძალადე ხასიათს მხოლოდ მოგვიანებით ავლენს. ამ ქალს გამძლეობას და ამ ურთიერთობიდან დროულად თავის დაღწევას ვუსურვებთ.