ხალხური სიბრძნე. რატომ არ შეიძლება ცარიელი ჭურჭლის დაბრუნება

469

მეზობლად მარტოხელა კეთილი მოხუცი ცხოვრობს. შვილები და შვილიშვილები იშვიათად სტუმრობენ, ამიტომ ყოველთვის მინდა ვასიამოვნო, განსაკუთრებით დღესასწაულებზე. ნამცხვრით, ორცხობილებით ვუმასპინძლდები, ზოგჯერ ხორციან კერძებს ვაწვდი. ის, თავის მხრივ, ყოველთვის კანფეტებით ან პურით სავსე თეფშებს მიბრუნებს. დიდხანს ვფიქრობდი, რომ ამას თავაზიანობის გამო აკეთებდა. თითქოს, ჩვენ რაღაც მივაწოდეთ, ამიტომ ისიც ვალდებულია. ერთხელ, პირდაპირ ვუთხარი, რომ შეუძლია თეფშები ცარიელი დამიბრუნოს. ძალიან გაუკვირდა და მითხრა, რატომ არ შეიძლება ცარიელი ჭურჭლის დაბრუნება.

ხალხური სიბრძნე: რატომ არ შეიძლება ცარიელი ჭურჭლის დაბრუნება

  • ფინანსური პრობლემები – თუ ლანგარს, საცხობ ფორმას ან თეფშს ცარიელს დააბრუნებთ, მასში სამადლობელო წერილსაც არ ჩადებთ, ფინანსურ უსიამოვნებებს გამოიწვევთ. მცირე ძღვენის დადებით კი სახლში ფულის ენერგიას მოიზიდავთ.
  • ენერგიის გასვლა – ყველა ნივთს საკუთარი ენერგია აქვს. ის, თუ როგორ ვეპყრობით მათ, წარმატებას იზიდავს ან აფრთხობს. ცარიელი ჭურჭლის მიწოდებით, ენერგიის ნაწილს გასცემთ. მის ადგილზე მოვა უსიამოვნებები, კამათი და უთანხმოება.

როგორ უნდა დააბრუნოთ ჭურჭელი – პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ ჭურჭელი, რომლითაც კერძი მოგართვეს. შემდეგ მასზე რაღაც გემრიელობა დადეთ. მაგალითად, თქვენ მიერ მომზადებული კერძი ან დესერტი. თუ ასეთი რამ არ გაქვთ, ნაყიდი კანფეტი ან რამდენიმე ორცხობილა დაადეთ. თუ ნაყიდი ტკბილეული არ გაქვთ, სამადლობელი წერილი დაწერეთ და ჭურჭელთან ერთად დააბრუნეთ.

სხვა ნიშნები – ითვლება, რომ არ შეიძლება არა მხოლოდ ცარიელი ჭურჭლის, არამედ სხვა ნივთების გაცემაც, რომელიც, ჩვეულებრივ, რაღაცით ივსება. მაგალითად, თუ ტაფა ან ქვაბი ისესხეთ, აუცილებლად გაუმასპინძლდით იმით, რაც მოამზადეთ. სთხოვეთ ჩემოდანი მეგობარს? დაუბრუნეთ პატარა საჩუქრით. რასაც გასცემ, ორმაგად დაგიბრუნდებათ. ცარიელი ნივთების დაბრუნებით დაკარგავთ იმის ნახევარს, რაც გაქვთ.

ხალხურ ნიშნებს ყურადღება უნდა მიაქციოთ. საუკუნეების განმავლობაში ხალხი ქცევასა და შედეგებს შორის მიზეზ–შედეგობრივ კავშირს ხედავდნენ. დაუწერელი კანონები ამდენი წელია ტყუილად არ არსებობს. გარდა ამისა, ტკბილეულით სავსე ჭურჭლის დაბრუნება თქვენს ტაქტიანობას და მადლიერებას გამოავლენს.