ქოლცენტრის სპეციალისტმა მითხრა, რა არ უნდა შევინახო როუტერის გვერდით

199

როცა საცხოვრებლად სხვა ბინაში გადავედი, ინტერნეტთან დაკავშირება ნამდვილი თავგადასავალი გახდა. მას შემდეგ, რაც ყველაფერი საბოლოოდ ამუშავდა, სიგნალი იმდენად სუსტი იყო, რომ სმარტოფინში ვაი–ფაი ხან ირთვებოდა, ხან ითიშებოდა. საკითხის შესწავლა დავიწყე და გავიგე, რომ პრობლემა იმ ნივთებშია, რომლებიც როუტერის გვერდით მდებარეობს. აღმოჩნდა, რომ შეიძლება დაზიანდეს როუტერიც და ნივთებიც, რომლებიც მასთან ახლოს ინახება. როუტერის ადგილმდებარეობა შევცვალე. წარმოიდგინეთ, სიგნალი სტაბილური და უკეთესი გახდა.

ნივთები, რომლებიც როუტერის გვერდით არ უნდა შეინახოთ

როუტერის მოწყვლადობა – არსებობს ნივთები, რომელთაც მოწყობილობის დაზიანება შეუძლიათ. აი, 4 ძირითადი წესი, რომელიც უნდა დაიცვათ, რომ სიგნალი ძლიერი, ინტერნეტი სტაბილური იყოს:

  • როუტერი მიკროტალღურ ღუმელს მოაშორეთ. ღუმელს მუშაობისას ინტერნეტის სიგნალის ჩახშობა შეუძლია.
  • როუტერი ნამდვილად ნაზი მოწყობილობაა, რადგან საყოფაცხოვრებო ტექნიკის ძრავის მკვეთრ ხმებსა და ვიბრაციებზე რეაგირებს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მტვერსასრუტი, ბლენდერი, წვენსაწური, ხორცსაკეპი და მსგავსი. მოწყობილობამ თავი მშვიდად რომ იგრძნოს, ერთმანეთისგან მინიმუმ ერთი მეტრის მოშორებით გამოიყენეთ.
  • შეამოწმეთ, ახლომახლო ლითონის ნივთები ხომ არაა. ეს მასალა მოწყობილობის ელექტრომაგნიტურ ველს ფანტავს, რის გამოც ინტერნეტი ნაკლები ძალით ვრცელდება.
  • ამავე მიზეზით აგურის ან ბეტონის კედელი როუტერისთვის კარგი ადგილი არაა. ასე სიგნალის ხელოვნურ ბლოკს ქმნით. სმარტფონი, ნოუთბუქი და სხვა გაჯეტი, რომელიც ვაი–ფაიზე დამოკიდებულია, ნაკლები სიჩქარის ინტერნეტს მიიღებს.

სხვა ნივთების მოწყვლადობა – არის ნივთები, რომელთა დადება როუტერის გვერდით აკრძალულია. ასე შეიძლება დაზიანდეს.

  • საბანკო ან ფასდაკლების ბარათები მაგნიტური ლენტით უბრალო პლასტმასად შეიძლება გადაიქცეს. როუტერი მის დემაგნიტიზაციას მოახდენს. ამის შემდეგ სალაროებსა და ბანკომატებში მათ ვეღარ გამოიყენებთ.
  • იგივე მაგნიტურ გასაღებს ეხება. საბანკო ბარათის მსგავსად მისი დემაგნიტიზაცია მოხდება.
  • ხშირად როუტერი შემოსასვლელში ფეხსაცმლის კარადასთან დევს. როცა ოჯახის წევრები შემოდიან, მის გვერდით მანქანის გასაღებს სიგნალიზაციის ბრელოკით დებენ. ეს ჩვევა დაივიწყეთ, რადგან იგივე მოხდება, რაც ბარათების და მაგნიტური გასაღების შემთხვევაში.
  • იგივე ეხება გარნიტურას, რომელიც ბლუთუზით მუშაობს.
  • შემჩნეულია, რომ სმარტფონები, პლანშეტები და სხვა ელექტრომოწყობილობები, რომლებიც როუტერის გვერდით ინახება, უფრო სწრაფად იცლება. გარდა ამისა, სერიოზულად ზიანდება.

რაც შეეხება საკითხს, სად უმჯობესია როუტერის მოთავსება, სამზარეულო მაშინვე გამორიცხეთ. იქ ტემპერატურის და ტენიანობის რყევები ჩვეული საქმეა. ასევე საძინებელი ოთახი, რადგან ასე თქვენს ჯანმრთელობას დააზიანებს.