6 ნეგატიური მომენტი, რომელიც უიღბლობას იზიდავს

202

100%–ით იღბლიანი ადამიანი არ არსებობს. ბედის ყველა ფავორიტს აქვს დღეები, როცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც უნდა იყოს. სწორედ ასე აბსოლუტურად უიღბლო ადამიანი არ არსებობს. ხშირად ტოტალურ უიღბლობასაც მკაფიო მიზეზები აქვს. ბუნებრივია, ამ მიზეზების აღმოფხვრის შემთხვევაში მუდმივი წარუმატებლობაც გაქრება. საბედნიეროდ, სპეციალისტებმა გამოავლინეს „დამპალი წარმატების“ 6 ყველაზე გავრცელებული წყარო. Vivien გირჩევთ, გაიგოთ, რა იწვევს უიღბლობას. საკუთარი თავი შეამოწმეთ. ასე ყველაფრის გამოსწორებას შეძლებთ.

რა არის უიღბლობა და როგორ ვებრძოლოთ

იყავით გაბედული – ყველა ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ უსიამოვნებებს თავს აღწევს ის, ვინც ამისთვის რაღაცას აკეთებს. წარმატებას თამამი და გაბედული ხალხი უყვარს. შემგუებლებს და ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ბედნიერებისთვის არ იბრძვიან, ბედი ზურგს აქცევს. იმოქმედეთ, იმედი არ დაკარგოთ და წარმატება მოვა.

  • წარმატების შიში – გაბედულობის აუცილებლობასთან ერთად „დამპალი წარმატების“ პირველი მიზეზი მოდის. ბევრს ძველ ცხოვრებასთან გამომშვიდობება აშინებს. დიახ, იყო წარუმატებელი ცუდია და მტკივნეული, მაგრამ მაინც ჩვეული. ადამიანებს კომფორტის ზონიდან გაბედული ნაბიჯის გადადგმა აშინებთ. არადა ასე არ შეიძლება.
  • მკაფიო მიზნების უქონლობა – რაღაცას რომ მიაღწიოთ, როგორც მინიმუმ, უნდა იცოდეთ, საით მიისწრაფვით. ბევრი ცხოვრობს პრინციპით: თითქოს რაღაც მინდა, მაგრამ ზუსტად რა გაუგებარია. დაისახეთ მკაფიო მიზნები მომავლისთვის. რამდენიმე თვეში გაგიკვირდებათ, თუ როგორ გამარტივდება ცხოვრება.
  • მოტივაციის ნაკლებობა – ალბათ, თავად ამჩნევთ, როგორი მარტივი და სასიამოვნოა იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთაც საკუთარი საქმიანობა აინტერესებთ. ასევე რამდენად რთულია მუშაობა მათთან, ვინც ხვდება კატეგორიაში „არც თევზი, არც ხორცი“. მოტივაციის ნაკლებობა ადამიანს მუდმივი უიღბლობის გარანტიას აძლევს.
  • შესაძლებლობების და მისწრაფებების შეუსაბამობა – ჯერ კიდევ „კავკასიელ ტყვე ქალში“ გაისმა საინტერესო სადღეგრძელო: „დავლიოთ იმისთვის, რომ ჩვენი სურვილი ჩვენს შესაძლებლობებს შეესაბამებოდეს!“ წარმოიდგინეთ სასოწარკვეთილი ბიჭი, რომელსაც სურს მილიონერი გახდეს. მსგავსი სიტუაციები მარტივად იკურნება. დიდი მიზნები პატარა მიზნებად დაყავით, ასე თქვენი სურვილის ნამდვილი ფორმები გამოჩნდება. მაგალითად, მილიონის მიღების სურვილის პირველი ნაბიჯია გაიგოთ, როგორ შეძლებთ ამის გაკეთებას. ასე გორგალი თავისით დაიშლება.
  • შურისმაძიებლობა – წარმატებული შურისმაძიებლებიც ხშირად ცუდად ამთავრებენ. ყველაფერი იმიტომ, რომ მომავალზე არ ფიქრობენ. დიახ, შურისძიება კარგი მოტივაცია შეიძლება გახდეს, მაგრამ არასდროს მისცეთ შურს უფლება, რომ თქვენი თვითმიზანი გახდეს. ყოველთვის დაფიქრდით, როგორ იცხოვრებთ, როცა თქვენს შეურაცხმყოფლებს გაუსწორდებით.  ასე შეიძლება შურისძიება საჭირო არც გახდეს.
  • ტოქსიკური გარემო – რამის მიღწევა გაგიჭირდებათ, როცა თქვენ გარშემო წარუმატებელი ხალხია. ერთი მუდმივად ხელფასამდე ფულს სესხულობს და არასდროს აბრუნებს. მეორე უსარგებლო ჭორებს გიზიარებთ. სხვები საეჭვო სქემაში მონაწილეობას გთავაზობთ. მოიშორეთ ხალხი, რომელთაც თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ უსიამოვნებები მოაქვს და ბედი არ დააყოვნებს.

როგორც ხედავთ, უიღბლობის მოშორება ნამდვილად შეიძლება. ზემოთ მოცემულ წარუმატებლობის მაგნიტებში გაერკვიეთ, კარგი მომენტებისთვის ადგილი გაათავისუფლეთ და საქმე წინ წავა!