ხალიჩის ფერი, რომელიც ჯანმრთელობას და წარმატებას იზიდავს

329

კომფორტი სახლში კარგი განწყობის და ოჯახის კეთილდღეობის გარანტიაა. ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალები, როგორიცაა დეკორატიული ბალიშები, ხალიჩა, არომატული სანთლები სახლში სიმშვიდის განუმეორებელ ატმოსფეროს ქმნის. ზოგიერთ დეტალს არა მხოლოდ გაფორმების, არამედ პრაქტიკული მიზანი აქვს. შემოსასვლელი კარის წინ დასაფენი ხალიჩა ამის მაგალითია. მისი მთავარი ამოცანაა ცოცხალ ზონაში ჭუჭყის მოხვედრის თავიდან აცილება. გარდა ამისა, დეკორატიულ ელემენტად აღიქმება. ცოტამ თუ იცის, რომ მის ფერს, ფორმას და ნახატს სახლის ენერგეტიკისთვის მნიშვნელობა აქვს.

როგორი უნდა იყოს ხალიჩა შემოსასვლელ კართან: ფერი და ფორმა თითოეული სახლისთვის

როგორ ავარჩიოთ ხალიჩა – ხალიჩა თქვენი სახლის შემოსასვლელთან დევს, ამიტომ ძლიერ ენერგეტიკას ფლობს. ასეთი მარტივი დეკორი ბედნიერების, ჯანმრთელობის და ფინანსების მომზიდველი ან უკუმგდები შეიძლება გახდეს. ხალიჩა სწორად რომ შეარჩიოთ, გაარკვიეთ, რომელ მხარესაა თქვენი კარი.

  • მრგვალი ხალიჩა დასავლეთ, ჩრდილო–დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს შესაფერისია.
  • მართკუთხა ხალიჩა სხვა დანარჩენი მხარისთვის შეარჩიეთ: აღმოსავლეთი, ჩრდილო–აღმოსავლეთი, სამხრეთი და სამხრეთ–დასავლეთი.

ხალიჩის ფერი

  • დასავლეთ მხარისთვის შეარჩიეთ ღია ფერის ხალიჩა. ნაცრისფერი, ოქროსფერი, სპილენძისფერი, ყავისფერი, თეთრი და ნარინჯისფერი შესაფერისია.
  • აღმოსავლეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ მხარეს დააგეთ ლურჯი, შავი ან მწვანე ხალიჩა.
  • თუ თქვენი კარი სამხრეთით მიმართულია, უპირატესობა მწვანე და წითელ ფერებს მიანიჭეთ.
  • ჩრდილოეთისთვის ყავისფერი, ყვითელი, ნაცრისფერი და კრემისფერი იდეალურია.

ხალიჩის ფერების მნიშვნელობა

  • ნაცრისფერი და შავი ხალიჩა ნეიტრალურ ენერგეტიკას ატარებს. ბინის მფლობელს ყველაფერში ცოტ–ცოტა დაეხმარება.
  • მწვანე ჯანმრთელობის ფერია. თუ შემოსასვლელ კართან მწვანე ხალიჩას დააგებთ, თქვენი ოჯახის ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ძალას და ენერგიას იგრძნობთ.
  • ქვიშისფერი ხალიჩა ავი თვალისგან დაგიცავთ და თქვენს შინაგან ძალებს გააძლიერებს.
  • შინდისფერი და წითელი იდეალური არჩევანია. ეს ელფერები ოჯახის წევრებს დადებითი ენერგიით, კარგი განწყობით და ახალი მწვერვალების დაპყრობის სურვილით დამუხტავს. წითელი ფერი უსიამოვნებისგანაც დაგიცავთ.
  • ლურჯი ხალიჩა აუცილებლად დააგეთ, თუ ინტელექტუალური საქმიანობით დაკავებული ხართ.

საჭიროა თუ არა ნახატებიანი ხალიჩა – ხალიჩაზე ნახატები დასაშვებია, მაგრამ არა ყველა. მაგალითად, ხალიჩა ჩიტის ან ანგელოზის გამოსახულებით არ შეიძინოთ. მათ ხომ მუდმივად ჭუჭყიანი ფეხებით გათელავთ. უმჯობესია გზასთან დაკავშირებული პრინტები გამოიყენოთ. მაგალითად, ბალახის, ქვიშის, ზღვის კენჭების გამოსახულებით. თუგსურთ, დააგოთ ხალიჩა წარწერით Sweet home ან Welcome, თამამად გააკეთეთ. თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ, ხალიჩა ფირმის სახელით არ დააგოთ. სტუმრები და კლიენტები თქვენს ლოგოს მუდმივად გათელავენ. ამ შემთხვევაში, საქმეში უსიამოვნებას და წარუმატებლობას ელოდეთ.

როგორც ხედავთ, ხალიჩის არჩევას პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ. სახლში დადებითი ენერგეტიკა, ჯანმრთელობა, წარმატება და ფინანსური კეთილდღეობის მოზიდვა მნიშვნელოვანია. დეკორის ელემენტებს ყურადღება მიაქციეთ.