ოთახის მცენარეები ბევრი ადამიანის ცხოვრების ერთგული თანამგზავრია. მწვანე მეგობარი კატებისგან განსხვავებით ოთახის კუთხეში არ მოისაქმებს, ძაღლისგან განსხვავებით დარში თუ ავდარში გასეირნებას არ მოგთხოვთ. დამატებით, საცხოვრებელს ავსებს, კარგად გამოიყურება და ნერვებს არ „წიწკნის“. ოღონდ ყველა მცენარე სასარგებლო არაა. სამწუხაროდ, ბევრ მწვანე კომპანიონს მხოლოდ ზიანი მოაქვს.
მცენარეები, რომელიც სახლიდან უნდა მოიშოროთ
- ჰიბისკუსი. ძალიან ლამაზად გამოიყურება. სამწუხაროდ, მისი ყვავილობა უსიამოვნებებს მოგიტანთ. ამბობენ, რომ დროზე ადრე აყვავებული ჰიბისკუსი ოჯახის რომელიმე წევრის სიკვდილს მოასწავებს. გარდა ამისა, ჰიბისკუსის ყვავილები ქალის შანსს ამცირებს, რომ ბედნიერი ოჯახი შექმნას. მამაკაცს ღალატისკენ უბიძგებს.
- მონსტერა. ჩინეთში მცოცავი მონსტერა სიცოცხლის გახანგრძლივების პირველ თანაშემწედ ითვლება, მაგრამ სახლში მის დადგმას მაინც ერიდებიან. რწმენის მიხედვით, მონსტერა ნეგატიური ენერგიით „იკვებება“. ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში გარშემომყოფების სასიცოცხლო ძალებით კვებას იწყებს. სწორედ ამიტომ, მონსტერა ვამპირ მცენარედ ითვლება. აი, ოფისისთვის მასზე უკეთეს ვარიანტს ვერ იპოვით.
- გვიმრა. ფენშუის სპეციალისტები თვლიან, რომ გვიმრა ყველა შესაძლო ნეგატივს იზიდავს. სწორედ ამიტომ, სახლში მისი დადგმა რეკომენდებული არაა. ვის მოსწონს პატარა უსიამოვნებების მოზიდვა? გვიმრას სარგებელიც აქვს. ის ოჯახისკენ მიმართულ ჯადოს იზიდავს და შთანთქავს. თუ მოულოდნელად თქვენი გვიმრა გახმა, ფრთხილად იყავით.
- სურო. კიდევ ერთი მცენარე რთული მნიშვნელობით. შუა საუკუნეებში ევროპაში სურო მოთმინების, სიმშვიდის და ცოლქმრული ერთგულების სიმბოლო იყო. მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ! სურო ძლიერი ცოლქმრული კავშირის მქონე ოჯახს ნამდვილად სასარგებლოდ წაადგება. აი, ახალშეუღლებულებმა და გასათხოვარმა ქალებმა ამ მცენარეს გვერდი უნდა აუარონ.
- თავნასკვა. ლამაზი ყვავილი მფლობელის არჩევისას შერჩევითი ხასიათით გამოირჩევა. თუ თქვენი და მცენარის ბიოველების ტონალობა ემთხვევა, მასზე უკეთეს მწვანე მეგობარს ვერ იპოვით. თუ თავნასკვას სახლში გამოჩენის შემდეგ თავის ტკივილები დაგეწყოთ და სისუსტეს გრძნობთ, ყვავილი დაუყონებლივ მოიშორეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მდგომარეობა უფრო გამწვავდება.
- ია. ამბობენ, რომ მორცხვი ია პირდაპირ გავლენას ახდენს მფლობელის შანსებზე, რომ ქალური ბედნიერება მოიპოვოს. უფრო კონკრეტულად, სახლში ია სიყვარულს უკუაგდებს. საუკეთესო შემთხვევაში, ია მფლობელს ანგარებით ქორწინებას ჰპირდება. უარეს შემთხვევაში, მარტოობას და უშვილობას.
- ფიკუსი. ფენშუის სპეციალისტები გირჩევთ, რომ სიფრთხილე გამოიჩინოთ ერთი შეხედვით უვნებელ ფიკუსთან, რომელიც მცენარეების მოყვარულთა ფავორიტია. სახლში სიმდიდრის მოზიდვით, ფიკუსი თითქოს მას მფლობელის წარმატებაზე ცვლის. ჭორები დადის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სახლებში, სადაც ფიკუსი იზრდებოდა, კაცები თითქმის არ დაბრუნებულან.
როგორც ხედავთ, ნამდვილად განსხვავებული მცენარეები არსებობს. მწვანე მეგობარს შეუძლია ერთ საქმეში დაგეხმაროთ, მაგრამ სანაცვლოდ ცხოვრების სხვა სფეროდან გადახდას მოგთხოვთ. ფრთხილად იყავით, ფენშუის პრინციპები დაიცავით და თქვენი მცენარე პოზიტიური ემოციებით გაგახარებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს