მხოლოდ გართობა სურს. როგორ ამოიცნოთ მამაკაცი, რომლისთვისაც მორიგი სასიამოვნო ეპიზოდი ხართ

263

მამაკაცი, რომელსაც სერიოზული ურთიერთობები არ სურს, და მამაკაცი, რომლის მიზანი ოჯახის შექმნაა, ქალთან განსხვავებულად იქცევა. სამწუხაროდ, ადამიანს თვითმოტყუება ახასიათებს. როცა სიმპათიური მამაკაცი თავბრუს გახვევთ, არ გსურთ იფიქროთ, რომ რჩეული თქვენში მხოლოდ სასიამოვნო თავგადასავალს ხედავს, არადა საერთო თანაცხოვრების დაგეგმვა უკვე მოასწარით. Vivien გიზიარებთ ასპროცენტიან მეთოდს, როგორ ამოიცნოთ მამაკაცი, რომელსაც სერიოზული განზრახვები არ აქვს.

როგორ იქცევა მამაკაცი, რომელსაც სერიოზული ურთიერთობები არ სურს

  • არ ამბობს „ჩვენ“ – ყველაზე ცბიერი თაყვანისმცემელიც ყოველდღიურ საუბარში წვრილმან დეტალებში ცდება. „ჩვენ“ ნაცვალსახელის გამოყენებაზე უარის თქმა, ალბათ, ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. მის თავში არ არსებობს „ჩვენ“, არსებობს მხოლოდ ის და მისი დროებითი პარტნიორი. ავტომატურად ამბობს იმას, რასაც ფიქრობს.
  • თქვენს ნივთებს აბრუნებს, თავისი არ მოაქვს – კაცის ფსიქიკა ყოველთვის მოუწოდებს მამრს, რომ თავისი ტერიტორია „მონიშნოს“. საბედნიეროდ, არა პირდაპირ! თანამედროვე გაგებით ამ როლს ასრულებს კბილის ჯაგრისი და სუნამო შეყვარებულის სააბაზანო ოთახში. ოღონდ მამაკაცი, რომლისთვისაც თქვენი კავშირი შემთხვევითია, მსგავს ნივთებს არ დატოვებს. თქვენს მცდელობებს, რომ „ადგილი მონიშნოთ“ უარყოფს. გაგიმართლათ, თუ ამას დელიკატურად გააკეთებს.
  • არაფერზე ლაპარაკობს – საუბრობს მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებიც ურთიერთობის მომენტში ხდება. მაგალითად, ბოლო წაკითხულ წიგნზე გკითხავთ. აი, საყვარელ ავტორზე არაფერს. თქვენი ოჯახი, მეგობრები და ჰობი უბრალოდ არ აინტერესებს.
  • ნეიტრალურ საჩუქრებს გჩუქნით – მამაკაცი, რომელიც ურთიერთობას დროებითად აღიქვამს, გაჩუქებთ ვარდების მორიგ თაიგულს, შოკოლადის ფილას და ბოთლ სასმელს, რომელიც მისი თქმით „გოგოების სასმელის“ კატეგორიაშია. საქმე სიხარბეს და შეყვარებულისგან რაიმე ძვირადღირებულის გამოძალვას არ ეხება. პირიქით: საქმე იმაშია, რომ მას თქვენი გემოვნება არ აინტერესებს. გჩუქნით იმას, რასაც ნებისმიერ სხვა ქალს აჩუქებდა. აბსოლუტურად ნებისმიერს!
  • არ გეხმარებათ და დახმარებას არ გთხოვთ – ბანალურ ყოველდღიურ საკითხებში დახმარებას ვგულისხმობთ. არ მოგთხოვთ რაიმეს გაკეთებას და ბაზრიდან მძიმე ჩანთების წამოღებაში არ დაგეხმარებათ. პროფესიონალური დახმარების მისაღებად სხვებს მიმართავს. მივლინებისას კატის მიხედვას არა თქვენ, არამედ მეზობელს სთხოვს. საქმე იმაშია, რომ დიდად არ გიცნობთ და გაცნობას არც გეგმავს.
  • უყვარს იყოს „ადამიანი წარსულის გარეშე“ – მამაკაცი, რომელსაც სერიოზული ურთიერთობა არ სურს, დროებით რჩეულს მშობლებს არ გააცნობს. ბავშვობასა და გატაცებებზე არ ლაპარაკობს. რა საჭიროა სანუკვარი გაანდოს ქალს, რომელსაც მალე მიატოვებს? მეგობრები შეიძლება გაგაცნოთ, მაგრამ მხოლოდ ის, ვისთანაც სურს მორიგი „ნადავლით“ თავის მოწონება.
  • სურვილებში გულწრფელია – ვსაუბრობთ იმ იშვიათ შემთხვევებზე, როცა მამაკაცი პირდაპირ აღიარებს: დიახ, სერიოზულ ურთიერთობას არ გეგმავს. სამწუხაროა, რომ დღეს ასეთი გულწრფელი ხალხი უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი. ყველაფერი მარტივია. გაწყობს ურთიერთობა? შესანიშნავი! არა? გზა ხსნილია. იმედი არ გქონდეთ, რომ აზრს შეაცვლევინებთ. 99% ალბათობით ვერაფერს გახდებით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს