საიმედო ნიშნები, რომ თქვენს წინაშე ხელმოკლე მამაკაცია და არა პერსპექტიული

411

მეწარმეები, რომლებმაც კაპიტალი საკუთარი შრომით დააგროვეს, ხშირად ამბობენ: შეიძლება იყო მდიდარი ცარიელი საფულით ან ღარიბი მილიონი დოლარით. ასე ყველა ღარიბი სტუდენტი ხელმოკლე არაა. წუწურაქ მეწარმეებს შორის ასეთი საკმარისად ბევრია. ნებისმიერმა ქალმა უნდა იცოდეს ხელმოკლე ადამიანის მთავარი ნიშნები, რომ მაშინვე მიხვდეს, რომელი თაყვანისმცემელია უპერსპექტივო.

ხელმოკლე ადამიანის გარანტირებული ნიშნები – პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ. ხელმოკლეობა ჯიბეში ფულის სტატუსი არაა, არამედ თაყვანისმცემლის თავის კოლოფის. აბსოლუტური ინფანტილიზმი, თავის შეცოდების მცდელობა, მუდმივი წუწუნი და ტანჯვა იმის გამო, ვისაც უფრო „გაუმართლა“. სამწუხაროდ, ასეთ მამაკაცებს შენიღბვა კარგად შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, დროულად უნდა ამოიცნოთ.

  • ცარიელი დაპირება და ცარიელი კრიტიკა – ოცნებებში ნიჭიერია და და მალე წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. ოღონდ ეს „მალე“ თითქმის „არასდროს“ დგება. დამახასიათებელია, რომ კრიტიკას არ იღებს და ძალიან ბრაზდება. სამაგიეროდ, სხვებს აკრიტიკებს და შხამს მაქსიმალურად ანთხევს. მთელი მოქმედება პარტნიორის დამცირებისკენ მიმართულია და ინიღბება ფრაზებით: „ეს შენს სასიკეთოდ!“
  • წუწუნი და ჩივილი – თავისუფალ დროს, რომელიც მას საკმარისად აქვს, წუწუნებს. მრავალფეროვნად და გემოვნებით წუწუნებს, ერთ საღამოში ყველა წარმოსახვით და წარმოუდგენელ თემებზე ჩივილს ასწრებს. ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი რამ აერთიანებს. მის პრობლემებში დამნაშავე ყოველთვის ვიღაც სხვაა. უფროსი ალქაჯია, მეგობარი – პირუტყვი, და, ძმა, მშობლები, იღბალი, ავი ბედი, მაგრამ საკუთარ თავს თეთრად და ფუმფულად ხატავს.
  • თავს გაცოდებთ – გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ხელმოკლე მამაკაცი თანამეგზურის სიბრალულით იკვებება. გახსოვდეთ, რომ ასეთი პირები კარგად ინიღბებიან. თავიდან ბევრი ქალი საწყალ რჩეულს ნამდვილად იცოდებს. ვარდისფერი სათვალე ნამსხვრევებად იშლება, როცა ქალი ხვდება: მისი თაყვანისმცემელი პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს, მხოლოდ წუწუნებს და წუწუნებს.
  • მხოლოდ ნეგატივი – მსოფლიოში არის შემთხვევები, როცა შეძლებული ქალი და ღარიბი მამაკაცი ერთად ბედნიერად ცხოვრობენ. ურთიერთობაში ფული მთავარი არაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა პარტნიორს უზრუნველყოფა და მხარდაჭერა შეუძლია. სამწუხაროდ, ეს ხელმოკლე ადამიანებს არ ეხებათ. საშუალო სტატისტიკური ხელმოკლე ადამიანი ნეგატივის უძირო წყაროა, რომელიც ყოველთვის იმაზე საუბრობს, როგორი ცუდია ყველა, თავად კარგი და უბედური.
  • ალფონსის ცუდი ვარიანტი – ადრე თუ გვიან ასეთი მამაკაცი ფულს გამოგძალავთ. მანამდე ტვინის შეჭმას მოასწრებს. ძალიან დამღლელია ისეთ ადამიანთან ცხოვრება, რომლის მთელი არსებობა წუწუნის უსასრულო ნაკადია. სამწუხაროდ, ბევრი გულჩვილი ქალი ასეთ თაყვანისმცემელს დროულად ვერ შორდება. ხელმოკლეებსაც ამის იმედი აქვთ.

ალბათ, ხელმოკლე ადამიანის ნიშნებმა ენერგეტიკული ვამპირის აშკარა ასოციაცია გამოიწვია. ასეც არის. ბანალური ენერგეტიკული ვამპირები არიან, რომლებიც ქალების სიბრალულზე და კეთილშობილებაზე თამაშობენ. უმჯობესია, მათგან თავი შორს დაიჭიროთ!