საიმედო მამაკაცის ნიშნები, რომელთანაც ძლიერი ოჯახის შექმნას შეძლებთ

292

ბევრი ქალი დიდხანს ფიქრობს, როგორია ნამდვილად საიმედო მამაკაცი, არადა ბევრ თაყვანისმცემელს შორის იმ ერთადერთის არჩევა საკმაოდ მარტივია. საიმედო მამაკაცის გარკვეული ნიშნები არსებობს. ფსიქოლოგები ადასტურებენ: თუ ურთიერთობაში ქვემოთ მოცემულ ქცევებს დემონსტრირებს, თამამად შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ. ასეთი საქმრო არ გიღალატებთ, არ მოგატყუებთ და კუდამოძუებული არ გაიქცევა!

საიმედო მამაკაცის 100%–იანი ნიშნები

  • პასუხისმგებლობის ასაღებად მზადაა – ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი და სერიოზული ნიშანი. ქალებს შვილების, ოჯახის გაძღოლა და სახლში ამინდის კონტროლი ხშირად მარტოს უწევს. ამ დროს ქმარი მშვიდად დადის დივნიდან სავარძლამდე, სამსახურიდან სახლში. ოჯახი უნდა შექმნათ იმ მამაკაცთან, რომელსაც ეს თავად სურს. თან თავის სურვილს საოჯახო პროცესებში აქტიური მონაწილეობით ადასტურებს. თორემ დივანზე წამოწოლილ მეოცნებეებზე ბევრი რამ ვიცით.
  • მასთან თავს უსაფრთხოდ გრძნობთ – მასთან გულდამშვიდებული ხართ. პარტნიორს შეგიძლიათ 100% ენდოთ. აღსანიშნავია, რომ აუცილებელი არაა, საყვარელ ადამიანს შვარცენეგერის კუნთები და ილონ მასკის ქონება ჰქონდეს. ტკბილ ცრურწმენებს და დაპირებებს არ დაუჯეროთ. ქცევებს დააკვირდით.
  • საერთო ღირებულებები და ურთიერთგაგება სოციალური კუთხით – რეალობაში პრინცის და კონკიას კავშირი სწრაფად იშლება. მიზეზი ბანალური უთანხმოებაა. სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანების ქორწინება წარმატებული იშვიათად არის. თუ მეუღლეებს ცხოვრებაშიც განსხვავებული ღირებულებები აქვთ, მაშინ უიმედო სიტუაციაა. თავად განსაჯეთ: დაბალი ფენის „კონკია“, რომელსაც ტრადიციული ოჯახი სურს, ვერ შეეგუება პრინცს, რომელიც თავისუფალ ურთიერთობებზე გიჟდება.
  • ურთიერთპატივისცემა გაქვთ – კარგ ქორწინებაში ცოლ–ქმარი მეორე ნახევრით ამაყობს. დროთა განმავლობაში ვნება იკლებს. საერთო ინტერესები შეიძლება გაქრეს. აი, ურთიერთპატივისცემა ყოველთვის უნდა იყოს. რატომ უნდა იყოთ ადამიანთან, რომელსაც არ აფასებთ და არც ის გაფასებთ?
  • ერთმანეთს იღებთ – მთელ მსოფლიოში მილიონობით მამაკაცი და ქალი ადამიანის სულის შეცვლის მხრივ თავს ოსტატად მიიჩნევს. ფიქრობენ, რომ პიგმალიონის მსგავსად პირველივე უცნობიდან იდეალურ გალათეას გამოთლიან. სამწუხაროდ, ასე ოჯახებში არ ხდება. ზრდასრული ადამიანის შეცვლა თითქმის შეუძლებელია. ბედნიერებისკენ ერთადერთი გზაა მიიღოთ და დააფასოთ ერთმანეთი ისეთი, როგორიც ხართ.
  • თქვენი შვილების მამად წარმოგიდგენიათ – მნიშვნელობა არ აქვს, შვილების ყოლას გეგმავთ თუ არა. მთავარია, რომ მამაკაცი მომავალი შვილების მამის როლისთვის შესაფერისად მიგაჩნდეთ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ის ორსულობის, ჰორმონალური ცვლილებების, მშობიარობის პერიოდში? მორჩა, თქვენთვის შესაფერისია.
  • თავს სასურველად გრძნობთ – ინტიმი მომავალი მეუღლის არჩევისას მთავარი ფაქტორი არ უნდა იყოს, მაგრამ ქორწინებაში ხორციელი სიყვარულის დაუფასებლობა საზიანოა. სპეციალისტები ადასტურებენ: ნამდვილად ბედნიერი ოჯახის სქესობრივი ცხოვრება ღრმა სიბერემდე გრძელდება. ყველაფერი იმიტომ, რომ ბედნიერი ცოლ–ქმარი ერთმანეთს იზიდავენ ასაკის და მასთან დაკავშირებული ფაქტორების მიუხედავად.
  • ერთად თავს კარგად გრძნობთ – სიყვარულის ფაქტორი, რომელსაც ჩვენ ყველა მეცნიერების სასარგებლოდ ვუკუაგდებთ. არადა ურთიერთობა ერთი კონკრეტული მიზნით იწყება. ცხოვრების მეგზური უნდა იყოს ისეთი, რომ მასთან თავს უფრო უკეთ გრძნობდე, ვიდრე მის გარეშე. ესეც მთელი მეცნიერება. ნამდვილად მუშაობს!

საიმედო მამაკაცის ნიშნები გასაგებად ნამდვილად ადვილია. მხოლოდ იმაზე უნდა დაფიქრდეთ, როგორი წარმოგიდგენიათ ნამდვილად ბედნიერი ურთიერთობა. ეს კი რთული არაა.