შესაფერისია თუ არა სარეცხი საპონი კანისა და თმისთვის

1449

ბებია ამბობდა, რომ სახლში სარეცხი საპონი ყოველთვის უნდა იყოს. თითქოს, საპნით თეთრეულიც შეგიძლია გარეცხოთ, სახე და თმაც დაიბანოთ. თუ დავუჯერებთ, უნივერსალური საშუალებაა, მაგრამ თანამედროვე დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები მოგვიწოდებენ, რომ ასეთი აგრესიული საშუალება არავითარ შემთხვევაში გამოვიყენოთ, მხოლოდ თეთრეულის გასარეცხად. ვის დავუჯეროთ? ნამდვილად, საბჭოთა პერიოდში ეს საპონი სარეცხი ფხვნილის, შხაპგელის და შამპუნის შემცვლელი იყო. უბრალოდ იმიტომ, რომ სხვა საშუალება არ არსებობდა. შეიძლება სარეცხი საპნით თმის და სახის დაბანა? სავარაუდოდ, არა. თუ დღემდე სარეცხ საპონის არა მხოლოდ დალაგების და რეცხვის პროცესში იყენებთ, ეს სტატია თქვენთვისაა.

შეიძლება თუ არა სარეცხი საპნის გამოყენება თმის და სახის დასაბანად

სარეცხი საპნით დაბანა – ახლა კანის ტუტე ბალანსს ვაკვირდებით, ნიღბებს, პილინგებს ვიყენებთ, ლოსიონს ვისვამთ. ადრე ქალები სახის დასაბანად სარეცხ საპონს იყენებდნენ. ბევრი ქალი დარწმუნებულია, რომ ეს საშუალება პრობლემურ კანს იდეალურად უხდება, მაგრამ ასე არაა. საპონი ტუტეა, რომელიც კანს ძალიან აშრობს და ბუნებრივ ბარიერს შლის. სარეცხი საპნით დაბანა არა მხოლოდ კანის სიმშრალეს, არამედ ეგზემას ან დერმატიტს იწვევს. შეიცოდეთ თქვენი კანი.

თავის დაბანა სარეცხი საპნით – ეს აგრესიული საშუალება თავის დასაბანად შეუფერებელია. შედეგად, მტვრევად, უსიცოცხლო და მშრალ თმას ან ქერტლს მიიღებთ. თმის მოვლის თანამედროვე საშუალებების გამოყენება უმჯობესია. მთავარია, სწორი შამპუნი, ბალზამი და ნიღაბი შეარჩიოთ.

სარეცხი საპნის სამკურნალო თვისებები – ძველი თაობის ხალხი ირწმუნება, რომ სარეცხი საპონი აკნეს ადვილად უმკლავდება. საპონი კანს იმდენად აშრობს, რომ გამონაყარი უბრალოდ იქერცლება, მაგრამ დაავადება რჩება. გარდა ამისა, ზოგიერთი პრობლემა მწვავდება. საპონი სადეზინფექციო თვისებებს ფლობს, მაგრამ აკნეს წინააღმდეგ სუსტია.

როგორ გამოვიყენოთ სარეცხი საპონი – ეს საშუალება მხოლოდ ტანსაცმლის გასარეცხად, ნივთების გასათეთრებლად უნდა გამოიყენოთ. გარდა ამისა, სარეცხი საპნიდან შეგიძლიათ გააკეთოთ ეფექტური სარეცხი საშუალება, რომელიც ცხიმის ნადებს ან ლაქებს უმკლავდება.

თავად დასახელებაში მისი არსი იმალება. საშუალება მხოლოდ საოჯახო საქმეში უნდა გამოიყენოთ. დერმატოლოგები ერთხმად ყვირიან, რომ ამ საპნით თავის ან სახის დაბანა არ შეიძლება. თუ სახეზე ან თავზე კანის პრობლემები გაქვთ, სპეციალისტს მიმართეთ და თვითმკურნალობა შეწყვიტეთ. საუკეთესო შემთხვევაში, უშედეგო იქნება, უარესში – სიტუაციას გაამწვავებს.