სანდრო ცოლს მიატოვებდა და ბინას დაუტოვებდა, როგორც კი ეკა შვილს გაუჩენდა. აქ სამმა ფაქტორმა თავისი როლი ითამაშა

1231

Vivien გიზიარებთ წყვილის ისტორიას, რომლებმაც რჩევისთვის ოჯახის ფსიქოლოგს მიმართეს.

ნინო 23 წლის იყო, ხოლო სანდრო 26 წლის, როცა სიყვარულმა მათი ბედი დააკავშირა. დიდხანს მეგობრობდნენ: კინოში დადიოდნენ, პარკში სეირნობდნენ, ბუნებაში გადიოდნენ, მეგობრებთან ერთად მხიარულობდნენ, ბობოქარ ინტიმურ ცხოვრებას ეწეოდნენ. ბიჭი მხიარული და პერსპექტიული, გოგონა – ტანადი და შრომისმოყვარე. ორივე მუშაობდა. სანდროს მშობლების მიერ ნაყიდი ერთოთახიანი ბინა ჰქონდა. თავს კომფორტულად გრძნობდა. ნინო ნაქირავებ ბინაში დისკომფორტს განიცდიდა. თავისი ინიციატივით თანდათან სანდროსთან საცხოვრებლად გადავიდა. გათხოვება სურდა და ბიჭს შესაბამის მინიშნებებს აძლევდა. სანდრო არ ჩქარობდა, მაგრამ ნინო გარკვეულობას ითხოვდა. დემონსტრაციულ–მიმანიშნებელი წასვლის შემდეგ სანდრომ ნინოს ხელი სთხოვა.

მენდელსონის ვალსის ქვეშ ოჯახი შეიქმნა. თავიდან თანაცხოვრებით ყველა კმაყოფილი იყო. გოგონა თავის ბინაში ცხოვრობდა, ცოლის ოფიციალური სტატუსი ჰქონდა. სანდროს ბინა სუფთა გახდა, ახლა აქ ცხელი კერძები მზადდება, ინტიმი რეგულარულია. დროთა განმავლობაში ქმარმა ქორწინებაში უსიამოვნო მხარეები შეამჩნია: ცოლის მიერ თავს მოხვეულ ფულის დაგროვების სტრატეგიულად სწორ პოლიტიკას, რომ მომავალი შვილებისთვის საცხოვრებელი ფართი გააფართოვონ, საპირისპირო მხარეც აქვს:

  • გარე კულტურული პროგრამის შეკვეცა (ცოლის აზრით, კაფე ძვირია, ქმარს სავარჯიშო დარბაზი არ სჭირდება, თევზაობაც, უმჯობესია, სახლში ბავშვთან ითამაშოს).
  • მეგობრებთან ურთიერთობის სიხშირის შემცირება.
  • ფულის დამოუკიდებლად განკარგვის უფლების ჩამორთმევა.
  • წმინდა მამაკაცური ოცნებების შევიწროება. მაგალითად, ძვირადღირებული ავტომობილი, სათევზაო ნავი, თოვლმავალი და ა.შ.
  • საყოფაცხოვრებო ამოცანების გაზრდა.
  • მამაკაცის ინიციატივების ზოგადი შევიწროება.

ოჯახის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ეს ყველაფერი სწორი და ნებისმიერი ოჯახის მომავალი განვითარებისთვის აუცილებელია. ცხოვრება მარტივად მოწყობილია: რაღაც რომ მიიღოთ, ჯერ რაღაც უნდა დათმოთ.

პრინციპში, სანდროს უხაროდა, რომ მკაცრი ეკონომიის რეჟიმით ქორწინებიდან სამ წელში ოროთახიანი ბინა და ცოლისთვის მანქანა იყიდეს. თუმცა კმაყოფილი არ იყო, რომ მისმა ცოლმა წონაში მოიმატა და ინტიმურ ცხოვრებაში ნაკლებ ინიციატივას იჩენდა, ოჯახის ბიუჯეტისთვის ძვირადღირებული შეკრებები შეწყდა. ჯერჯერობით ყველაფერს მამაცურად ითმენდა, რადგან ბავშვზე ოცნებობდა. როცა ქალიშვილი შეეძინათ, სანდრო 32 წლის, ხოლო ნინო 29 წლის იყო. მათ დასახმარებლად პატარა ქალაქიდან ნინოს დედა ჩამოვიდა. ახალგაზრდებთან 1 წელი იცხოვრა. ამ დროში სანდრომ სიდედრთან ჩხუბი მოასწრო. ნინომ, თავის მხრივ, სანდროს მშობლებთან ურთიერთობა დაძაბა. სიდედრი 1 წლის შემდეგ უკან დაბრუნდა, მაგრამ ნალექი დარჩა. ნინომ ორსულობისას 15 კგ მოიმატა და ვეღარ დაიკლო. წყვილის ინტიმური ცხოვრება თითქმის გაქრა. პრობლემას დაემატა ისიც, რომ ნინო კლასიკური „გიჟი დედა“, ბავშვზე ზედმეტად მიჯაჭვული იყო. დაჟინებით ითხოვდა, რომ ქალიშვილს მათ საწოლში დაეძინა. სანდროს მისაღებ ოთახში დივანზე მიუჩინეს ადგილი.

სანდრო სახლში თავს კომფორტულად ვეღარ გრძნობდა, სამსახურში გვიანობამდე რჩებოდა, რაც მის შრომით წარმატებაზე დადებითად აისახა. უფროსობამ გულმოდგინე ბიჭი შეამჩნია და განყოფილების ხელმძღვანელად დანიშნა. ოფიციალური მიზეზი გაჩნდა, რომ სამსახურში უფრო დიდხანს დარჩენილიყო. ვინაიდან საღამოობით ქმრის არყოფნა ოჯახის შემოსავალს ზრდიდა, ნინომ ყველაფერი მშვიდად მიიღო. სულ ტყუილად.

სანდროს 35 წელი შეუსრულდა, ხოლო ნინოს 32, როცა ოჯახი ოთხოთახიან ბინაში გადავიდა. ნინო სამსახურში გავიდა, ცოტა დაიკლო, მაგრამ საინტერესო გოგო ვეღარ გახდა. რამდენიმე სკანდალის შემდეგ სანდრო მოითხოვდა, რომ ბავშვი საბავშვო ოთახში გადასულიყო, ხოლო ქმარს და ცოლს ერთად დაეძინა. თუმცა მაინც მარტო წვებოდა. როგორც კი, ქალიშვილი ძილში ღრიალებდა, ცოლი მასთან მირბოდა და დილამდე რჩებოდა. რაღაც დროის შემდეგ ქმარმა ყველაფერზე ხელი ჩაიქნია, ცოლს დაკლებასა და სექსზე არაფერს ანიშნებდა. ოჯახში უთანხმოება გაზარდა აბორტის ფაქტმა, რომლის შესახებ ნინომ ქმარს აბორტის გაკეთების შემდეგ უთხრა. სანდრო ამით ძალიან უკმაყოფილო იყო.

ოფისში სამსახურის შემდეგ უფროსის დარჩენამ კომპანიის გასათხოვარი გოგოების ყურადღება მიიპყრო. 26 წლის ლიზი და 28 წლის ეკა მისი გულის მოგებას ცდილობდნენ. უფროსს სადილზე შინ გამომცხვარ პიცას და ბლინებს ართმევდნენ, პატარა პრობლემების მოგვარებაში რეგულარულად დახმარებას სთხოვდნენ. რა თქმა უნდა, გამოგონილი ფორმალური მიზეზი არაფორმალური ურთიერთობისთვის, ვინაიდან არაფორმალური ურთიერთობისთვის ოფიციალური მიზეზია საჭირო.

კონკურენციაში უფრო გამოცდილმა ეკამ გაიმარჯვა, რომელსაც 20 წლისას „დაორსულებით“ დაოჯახების გამოცდილება უკვე ჰქონდა და სამი წლის წინ ალკოჰოლიკი ქმარი გააგდო (მისი ერთოთახიანი ბინა წაართვა). იპოთეკით აღებული საკუთარი ოროთახიანი ბინა, ავტომობილი ჰქონდა. სექსუალურად მშიერი სანდრო ინტიმზე ადვილად დათანხმდა. ეკა მასთან ერთად სათევზაოდ დადიოდა და მისი მეგობრების კომპანიას კარგად მოერგო. ამიერიდან მამაკაცის ძირითადი ინტერესები, შვილის გარდა, ოჯახის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა. ცოლი ქმრის ქცევაში ცვლილებებს ვერ ამჩნევდა, რადგან ქალიშვილი სკოლაში შევიდა და საოჯახო საქმეები გაეზარდა. გარდა ამისა, ნინომ თავად დაიწყო მუშაობა, საკუთარი შესაძლებლობის ზრდით სიამოვნებას იღებდა.

როცა სანდრო 40 წლის გახდა, ხოლო ნინო 37 წლის, ცოლმა ქმარს ზრდილობის გამო ჰკითხა, ხომ არ სურდა კიდევ ერთი ბავშვი, მაგრამ თავადვე უპასუხა, რომ ეს გონივრული არ იყო. ცოლ–ქმარს კარიერა აქვს, ბებიებთან რთული ურთიერთობა. დროა მოზარდი ქალიშვილის ბინისთვის ფული დააგროვონ, მოგზაურობა მწვავედ სურს და არა სახლის გარშემო ეტლით სეირნობა. სანდრო გაჩუმდა, რადგან ეკასგან ბავშვის ყოლაზე ფიქრობდა. 2 წლის შემდეგ წყვილმა 12 წლის ქალიშვილისთვის ერთოთახიანი ბინა იყიდა. სანდრომ ცოლისგან შემოსავლის ნაწილის დამალვა ისწავლა, ეკას იპოთეკის დაფარვაში დაეხმარა, ახალი მანქანისთვის ფული დაუმატა, მის შვილს დაუმეგობრდა. ეკა საუბარში ხშირად ახსენებდა, რომ 32 წლის ასაკში მზადაა სანდროსთვის ვაჟი გააჩინოს. განქორწინებას არც სთხოვდა. მიამიტმა სანდრომ ამ სქემის წარმატება დაიჯერა. მოეწონა, რომ შეუძლია ოფიციალურ განქორწინებას თავი აარიდოს და გაუჩნდეს მეორე შვილი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობს.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სანდრო ცოლისგან ლამაზად წამოვიდოდა (დიდ ბინას დაუტოვებდა), როგორც კი, ეკა შვილს გაუჩენდა. თუმცა აქ სამმა ფაქტორმა თავისი როლი ითამაშა. პირველ რიგში, ეკა, რომელსაც სხვა მამაკაცებთან ურთიერთობისას 2 აბორტი უკვე ჰქონდა გაკეთებული, დაორსულებას ვერ შეძლებდა. მეორეც, სანდრო კომპანიაში მოსული კიდევ ერთი გოგოთი დაინტერესდა. მარი 25 წლის, ახალგაზრდა და ლამაზი იყო, საკუთარი ბინა არ ჰქონდა, მაგრამ ძალიან შრომისმოყვარე და სექსუალური იყო. თავისი პროფესიული შესაძლებლობების დამტკიცებით ნაკლებად გამოცდილი ეკა შეავიწროვა და სანდროთი დაინტერესდა. მანაც ადვილად უპასუხა. როცა ინტიმური ურთიერთობა დაიწყეს, გოგონამ უფროსზე შეტევაზე დაიწყო. მესამეც, მარის ერთ–ერთი ნაზი სმს, რომელიც სანდროს სპეციალურად საღამოს გაუგზავნა, რომ ცოლისთვის საჭირო სიგნალი ყოფილიყო, ნინომ წაიკითხა. სკანდალი ატყდა, რომლისთვისაც სანდრო მზად არ იყო. მისი პრობლემა ის იყო, რომ არ იცოდა, ვისთან აპირებდა წასვლას: ძველ საყვარელთან, ეკასთან თუ ახალთან, მარისთან.

პაუზის ასაღებად მდგმურებს, რომლებიც ქალიშვილისთვის ნაყიდ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ, ბინის დაცლა სთხოვა. ამ დროში მშობლების, ქალიშვილის და ცოლის თავდასხმები არ წყდებოდა, გული აუტოკდა. დამატებით, ეკამ და მარიმ პირდაპირ სამსახურში ჩხუბი მოაწყვეს, რითაც მამაკაცს ორივეზე უარის თქმისკენ უბიძგეს.

სანდრომ ცოლთან შერიგება გადაწყვიტა და ერთად ფსიქოლოგთან მივიდნენ. მათ ოჯახის შენარჩუნება შეძლეს. ოღონდ ამ წყვილის გადარჩენა ცოლის დამსახურება არაა, უბრალოდ ორივე პრეტენდენტის შეცდომის შედეგი. ეკამ, რომელსაც დიდი მატერიალური ინტერესი არ ჰქონდა, ოჯახიდან ქმრის წამოყვანის პროცესი გააჭიანურა. ხოლო რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფმა მარიმ სანდროს ოჯახზე თავდასხმა დააჩქარა. შედეგად, ნინოსა და მისი ქალიშვილის საბედნიეროდ, ორივემ წააგო.