ხალხური მეთოდები, როგორ მოაშოროთ უთოს კვალი ქსოვილს

436

თუ საყვარელ ტანსაცმელზე უთოთი მოწითალო–ყვითელი ლაქები დატოვეთ, არ იდარდოთ. ამის გამოსწორება შეიძლება. გაფუჭებული ტანსაცმლის პირვანდელი იერის დაბრუნება მისია, რომლის შესრულება რეალურია. მთავარია, იცოდეთ, როგორ მოაშოროთ უთოს კვალი სიტუაციის გამწვავების გარეშე. დაუთოების შემდეგ ქსოვილზე ლაქების დანახვისას მისი გადაგდება არ იჩქაროთ. თუ ნახვრეტი არ აქვს, კვალს სწრაფად მოაშორებთ. სარეცხი ფხვნილი არ დაგჭირდებათ. თუ სამზარეულოში ხახვი და სუფრის ძმარი გაქვთ, საქმეს შეუდექით.

4 მეთოდი, როგორ მოაშოროთ ტანსაცმელს უთოს კვალი

  • ბოსტნეული. ეს მეთოდი ხახვის გამოყენებას გულისხმობს. ბოსტნეული გახეხეთ და მიღებული მასა ოდნავ გაწურეთ. მასა უთოს კვალს წაუსვით. 15 წუთში ბოსტნეულის მასა მოაშორეთ. ლაქა საპნიანი წყლით კარგად გახეხეთ და წყალი გაავლეთ. თუ შეამჩნიეთ, რომ გაწმენდილი ადგილი ოდნავ უფერული გახდა, ძმარში დასველებული ბამბის დისკით დაამუშავეთ. მზადა.
  • სოდა. აბრეშუმის ქსოვილზე უთოს კვალის მოშორება სხვაგვარად სცადეთ. დელიკატურ ქსოვილთან ფრთხილად უნდა იმუშაოთ. პრიალა ლაქის მოსაშორებლად 1 ჩ/კ საკვები სოდა 200 მლ სუფთა წყალში გახსენით. მიღებულ ხსნარში დაასველეთ სპეციალური ქსოვილი, რომელიც უთოობის დროს ტანსაცმლის დასაცავად გამოიყენება. აბრეშუმს დააფარეთ და ლაქას ორთქლი გადაატარეთ.
  • წყალბადის ზეჟანგი. თეთრ პერანგზე ან შარვალზე ცოტა დამწვრობის კვალი დარჩა? სიტუაციის სწრაფად გამოსწორება სცადეთ. ამ მიზნით ცოტა წყალბადის ზეჟანგი ლაქას წაუსვით. რამდენიმე წუთში ცივ წყალში გაავლეთ. ლაქის კვალი გაქრება.
  • ძმარი. მუქ ბეწვიან ქსოვილს უთოს ლაქა რომ მოაშოროთ, სუფრის ძმარი გამოიყენეთ. ამ ამოცანას შესანიშნავად გაუმკლავდება. 1 ს/კ ძმარი 1 ლ სუფთა წყალში გააზავეთ. მზა ხსნარში სპეციალური ქსოვილი ან ჩვეულებრივი მარლა დაასველეთ და ლაქას დააფარეთ. ნივთი დააუთოვეთ, სანამ კვალი არ გაქრება.

თუ ტანსაცმელზე ყვითელი ლაქები ან ნამწვის ნიშნები შენიშნეთ, ზემოთ მოცემული ერთ–ერთი მეთოდი გამოიყენეთ. გახსოვდეთ, რომ უსიამოვნო კვალის მოსაშორებლად ქსოვილის მახასიათებლები და მისი ფერი უნდა გაითვალისწინოთ.