შვრიის პაკეტი აბაზანაში და მარცვლეულის კიდევ 3 საიდუმლო თვისება, რომლის შესახებ ყველამ არ იცის

219

შვრიის ფაფა ერთ–ერთი პოპულარული და კვებითი ღირებულებებით გამორჩეული საუზმეა. ცოტამ თუ იცის, რომ ეს მარცვლეული არა მხოლოდ ორგანიზმს ანაყრებს, არამედ საოჯახო საქმეშიც გვეხმარება. Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ შვრიის ფანტელები არაპირდაპირი დანიშნულებით და მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი. დაიმახსოვრეთ 4 ეფექტური ხრიკი, რადგან აუცილებლად გამოგადგებათ. ამ ხრიკების წყალობით დროს დაზოგავთ და ტანსაცმელს გაწმენდთ. ყველა დეტალს გიზიარებთ.

როგორ გამოვიყენოთ შვრიის ფანტელები: 4 საინტერესო მეთოდი

  • ლაქების მოსაშორებლად – აღმოჩნდა, რომ შვრია არა მხოლოდ გემრიელია, არამედ ლაქების ეფექტურად აშორებს. თუ შემთხვევით ტანსაცმელი რაღაც ცხიმიანით დასვარეთ, მაშინვე მარცვლეული აიღეთ. ბლენდერით ან ყავის საფქვავით დააქუცმაცეთ და ქსოვილზე ლაქას მოაყარეთ. მარცვლეული ცხიმს სწრაფად შთანთქავს და ქსოვილს ასუფთავებს. ისღა დაგრჩენიათ, შვრიის ნარჩენები მოაშოროთ და ნივთს წყალი გაავლოთ. მზადაა.
  • სკალპის გასაწმენდად – როგორც უკვე იცით, შვრია ცხიმს კარგად შთანთქავს. ეს თვისება სკალპის და თმის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ. დაქუცმაცებული შვრია და სოდა აურიეთ. მზა ნარევი თმაზე წაისვით, შემდეგ სავარცხლით კარგად ჩამოვარცხნეთ. ცხიმიანი ბზინვარება გაქრება. შვრიის მარცვლეული მშრალი შამპუნის საქმეს მარტივად შეასრულებს.
  • მოსადუნებლად – თუ დაძაბული დღე გქონდათ და ერთადერთი, რაც გსურთ, ცხელი აბაზანის მიღებაა, უარი არ თქვათ. დამამშვიდებელი ეფექტის გასაძლიერებლად წყალს მარცვლეული დაუმატეთ. შვრია მარლის პატარა ქისაში ჩაყარეთ. აბაზანის მიღებისას წყალში ჩადეთ. სასიამოვნო არომატი გავრცელდება. ზუსტად ისაა, რაც დაძაბული დღის შემდეგ გჭირდებათ. ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს, რაც მაქსიმალურად მოდუნებაში დაგეხმარებათ.
  • დროის დასაზოგად – დილით ყოველთვის გვეჩქარება, ამიტომ ხშირად გვავიწყდება საუზმის მიღება. მნიშვნელოვან კვებას ვტოვებთ. ეს რომ არ დაუშვათ, მოსახერხებელი ნამზადი გააკეთეთ. შვრიის ფანტელები დაფქვით და მთელ მარცვლეულს შეურიეთ. მარილი ან შაქარი გემოვნებით დაუმატეთ. სწრაფი და სასარგებლო საუზმე მზადაა.

მარცვლეულის თვისებები მაქსიმალურად გამოავლინეთ, რომ მისგან მეტი სარგებელი მიიღოთ.