სუპერბებია პრესის კუბებით. ახალგაზრდებს 64 წლის ქალის აღნაგობის შურთ

446

50-60 წლის ასაკში სპორტული აღნაგობა ბევრს მიუღწეველ მიზნად ეჩვენება. არიან ისეთები, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ მოხდენილი და ნავარჯიშები სხეული ნებისმიერ ასაკში შეიძლება გვქონდეს. წელს ლესლი მაქსველი 65 წლის გახდება, მაგრამ ქალი თანატოლების მსგავსად არ გამოიყურება. Vivien გიამბობთ, როგორ მოახერხა სუპერბებიამ ასეთი ფორმის შენარჩუნება.

სპორტული აღნაგობა – ლესლი მაქსველი 15 წელზე მეტია ფიტნეს მწვრთნელად მუშაობს. იმის გათვალისწინებით, რომ ახლა 64 წლისაა, სპორტული კარიერა ახალგაზრდობაში არ დაუწია. და მაინც, ამ სფეროში წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია. ლესლის სპორტული აგებულება ამტკიცებს, რომ მოხდენილი და დაკუნთული ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ იყოთ. მთავარია, სურვილი და შეუპოვრობა. ეს ამ ქალისგან შეგიძლიათ ისწავლოთ. დარბაზში კვირაში 5–ჯერ ვარჯიშობს და ამაში ოჯახის წევრებსაც რთავს. მაგალითად, სუპერბებია სავარჯიშოდ შვილიშვილთან ერთად დადის. ყველა ამბობს, რომ ისინი დედა–შვილს გვანან. სინამდვილეში, ასაკში სხვაობა 43 წელია.ხშირად ერთმანეთის ტანსაცმელს იცვამენ, რადგან ერთი ზომა აქვთ.

ლესლი ახალგაზრდობის დაბრუნებას არ ცდილობს. მისთვის სიბერე ნორმალური ეტაპია. მისი თქმით, ასაკთან ერთად ქალი უფრო დამოუკიდებელი და მიმზიდველი ხდება. ავსტრალიელისთვის გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს. სპორტსმენი ქრონოლოგიურ და ბიოლოგიურ ასაკს მკაფიოდ გამოყოფს. თუ პირველზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია, რადგან ეს უბრალოდ ციფრია, მეორეზე მუშაობა შეიძლება. ლესლი მთელი ეს წლები ამით იყო დაკავებული და დარბაზში ვარჯიშობდა.

ასაკი სპორტისთვის დაბრკოლება არაა – 64 წლისას ასეთი გარეგნობის შენარჩუნება ადვილი არაა. ლესლი არა მხოლოდ გაძლიერებულად ვარჯიშობს, არამედ კვებას ყურადღებას აქცევს. დღეში 6–ჯერ პატარა ულუფებით ჭამს. მისი რაციონი ბევრი ცილისა და ცხიმისგან შედგება. მკაცრ დიეტას და შიმშილობას არ მიმართავს. დროდადრო შვილიშვილის რაციონსაც აკონტროლებს, მაგრამ არაფერს აძალებს. ბრძენი ბებია საკუთარი მაგალითით აჩვენებს, როგორ სჯობს კვება. ტორტი ან სხვა ტკბილეული არასდროს მიაქვს, როცა გოგონას სტუმრობს. ამის ნაცვლად  ახალი ორგანული კენკრა ან ხილი მიაქვს.

ლესლის მოსწონს, რომ ხალხი მისით აღფრთოვანებულია. უკვე 64 წლისაა, მაგრამ მამაკაცების ყურადღება არ აკლია. მათ შორის ბევრი ახალგაზრდა ბიჭია. ახალგაზრდა ბიჭთან ხანმოკლე რომანში ცუდს ვერაფერს ხედავს. არა თქმა უნდა, ასეთი ყურადღება ახარებს, მაგრამ ესმის, რა ფასს იხდის ამაში.

მისაბაძი მაგალითი – ლესლი მაქსველი ინსტაგრამზე ბლოგს მართავს, სადაც გამომწერებს სხვადასხვა ვარჯიშებს უზიარებს. ახლა მის ცხოვრებას 125 ათასი ადამიანი თვალყურს ადევნებს. ერთგული ფანები ავსტრალიელი ქალის ახალ ვიდეოს და ფოტოს მოუთმენლად ელიან. ხშირად აჩვენებს, როგორ ვარჯიშობს თავად და ავარჯიშებს სხვებს. ბევრს მსგავსი რამ მოტივაციას აძლევს. დარწმუნებული ვართ, რომ ბევრმა ლესლის წყალობით ვარჯიში დაიწყო. ეს დასაფასებელია. მისი სოციალური ქსელების შესწავლით იმ დასკვნამდე მივედით, რომ ლესლისთვის სპორტი ცხოვრების აზრი გახდა. ამ სპორტსმენისგან ბევრი რამ შეგვიძლია ისწავლოთ. მაგალითად, თვითდისციპლინა, შეუპოვრობა და მიზნების მიღწევის უნარი.