ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება ადვილია, თუ იცით, როგორ გააკეთოთ სწორად

429

თუ ფიქრობთ, რომ ყველა ქალი ქუსლიანი ფეხსაცმლისთვის დაბადებული არაა, ცდებით. მთავარია, ქუსლიანი ფეხსაცმელი სწორად შეარჩიოთ, რომ ფეხები არ დაგეღალოთ და კომფორტულად ატაროთ. Vivien რამდენიმე საინტერესო რჩევას გიზიარებთ.

რატომ ანიჭებს ქალი ქუსლიან ფეხსაცმელს უპირატესობას? პირველ რიგში, ქუსლიანი ფეხსაცმელი ფეხს ვიზუალურად აგრძელებს და სხეული უფრო მოხდენილი ჩანს. მეორეც, ქალს უნიკალური იმიჯის შექმნაში ეხმარება. მიზნის მიუხედავად, ფეხსაცმელი სწორად უნდა შეარჩიოთ, რომ სიარულისას ფეხის ან ზურგის ტკივილმა არ შეგაწუხოთ. ყველა წესი გაითვალისწინეთ და დაივიწყებთ, რომ ოდესღაც ქუსლიან ფეხსაცმელს გვერდს უვლიდით.

ქუსლის ფორმა და სიმაღლე – ქუსლის ფორმა და სიმაღლე ჯანმრთელობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. გარკვეულ აღნაგობას გარკვეული ფორმის და სიმაღლის ქუსლი შეეფერება.

  • ვენური ქუსლის სიმაღლე 2 სმ–ს არ უნდა აღემატებოდეს. თუ მოხდენილი და გრძელი ფეხი გაქვთ, ამ სიმაღლის ქუსლი თქვენთვის იდეალურია. ასე ზურგზე ნაკლებ ზეწოლას ახდენთ და მთელი დღე მშვიდად შეგიძლიათ ატაროთ.
  • ჩექმას ხშირად აგურის ფორმის ქუსლი აქვს. მისი სიგრძე 2–4 სმ–ია. ყველასთვის შესაფერისია. თუ ქუსლებზე სიარულს სწავლობთ, თქვენთვის იდეალური ვარიანტია.
  • სოლისებრი ქუსლი უნივერსალურია და ყველას შეეფერება. მისი სიმაღლეზეა დამოკიდებული, მის კომფორტულად ტარებას შეძლებთ თუ ვერა, თუმცა რაიმე შეზღუდვები არ აქვს.
  • უნივერსალური ქუსლის სიმაღლე მინიმუმ 8 სმ–ია. ასეთი ფეხსაცმლის არჩევა სარისკოა. რაც უფრო მაღალია ქუსლია, ზურგზე მით მეტ ზეწოლას ახდენთ. მთელი დღე მისი ტარება არ შეიძლება. გირჩევთ მხოლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ჩაიცვათ. ძალიან მაღალი ქუსლით ვერ ირბენთ, თითოეული ნაბიჯი გაზომილი უნდა იყოს.
  • ეს წვეტიან ქუსლსაც ეხება. ასეთი ქუსლის მუდმივად ტარებას მოერიდეთ, რომ ვენის და ხერხემლის პრობლემები თავიდან აიცილოთ.

ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების წესები – კომფორტული ფეხსაცმელი შეარჩიეთ. ქუსლის ოპტიმალური სიმაღლეა 5-7 სმ, ფორმა – სქელი. ფეხსაცმლის კალაპოტი ძალიან ვიწრო არ უნდა იყოს, ასე თითებში სისხლის მიმოქცევა დაირღვევა. ფართო კალაპოტი კი კოჟრებს და ნახეთქებს გამოიწვევს.

გიზიარებთ მარტივ მეთოდს, როგორ შეამოწმოთ, რომ ამ ქუსლიანი ფეხსაცმლის კომფორტულად ტარებას შეძლებთ. ფეხსაცმელი ჩაიცვით და სწორ იატაკზე დადექით. თითის წვერებზე აიწიეთ, ქუსლები იატაკს 3-4 სმ–ით მოაშორეთ. თუ ამას ვერ აკეთებთ, ფეხსაცმელი თქვენთვის შეუფერებელია.

კიდევ ერთი მაგარი ხრიკი. ორთოპედების თქმით, ქუსლის იდეალური სიმაღლის დასადგენად ტერფის სიგრძე უნდა გაიგოთ. ტერფის სიგრძე ქუსლიდან ცერა თითის წვერამდე გაზომეთ, შემდეგ მიღებული რიცხვი 7-ზე გაყავით. ეს მაჩვენებელი დილას და შემდეგ საღამოს გაზომეთ და საშუალო მაჩვენებელი გამოთვალეთ. ჩვეულებრივ, საღამოს ფეხები ოდნავ შეშუპებულია და შეიძლება სხვა რიცხვი მიიღოთ.

თუ ქუსლებზე სიარულს სწავლობთ, პატარა ნაბიჯებით და ფრთხილად იარეთ. ქუსლი და წვერი იატაკზე ერთდროულად არ დადოთ. ადრე ჯერ თითის წვერზე ვდგებოდი და შემდეგ ქუსლზე. აღმოჩნდა, რომ არასწორად ვაკეთებდი. ჯერ ქუსლზე უნდა დადგეთ და შემდეგ თითის წვერზე. რბილი სილიკონის ღაბაში პრაქტიკული ნივთია, რომელიც დაგეხმარებათ, თუ თქვენი ფეხსაცმელი საკმარისად მყარი არაა.