დეკემბერა ლამაზი, პრეტენზიული მცენარეა, რომელიც ზამთრის სუსხიან ნაცრისფერ დღეებს თავისი ნათელი ყვავილებით აფერადებს. ზოგჯერ მცენარე ზრდას წყვეტს, ყვავილები ცვივა. Vivien გასწავლით, როგორ მოიქცეთ ამ შემთხვევაში და როგორ აიძულოთ დეკემბერას ყვავილობა.
დეკემბერამ ყვავილობა რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება შეწყვიტოს. ესენია:
- სინათლის დეფიციტი. მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ, მაგრამ გაფანტული სინათლით უზრუნველყოთ. 2-4 საათით ინტენსიური მზის სინათლე სჭირდება. შემოდგომა–ზამთარში 12 საათით სიბნელეში გააჩერეთ. ეს დასვენებისთვის სჭირდება.
- არასწორი ტემპერატურა. მცენარე მაღალ ტემპერატურას და გადახურებას მოარიდეთ, რომ ყვავილობა არ შეაჩეროს. მისთვის +19 გრადუსი ტემპერატურა ოპტიმალურია.
- მორწყვის სიხშირე. ყვავილი რეგულარულად მორწყეთ. კვირაში ერთხელ მორწყვა საკმარისია, თუმცა მიწა არ უნდა გამოშრეს.
- ქოთნის ზომა. თუ მცენარის ქოთანი ძალიან დიდია, ყვავილი მთელ ძალას ფესვების სისტემის განვითარებაზე ხარჯავს, ამიტომ ყვავილობისთვის ძალა აღარ რჩება.
- მავნებლები. მცენარეს შეიძლება მავნებლები, კერძოდ, ობობის ტკიპა აზიანებდეს.
- სასუქის დეფიციტი. კიდევ ერთი მიზეზი, რატომ არ ყვავილობს დეკემბერა. ამ მცენარეს აზოტი, კალიუმი და ფოსფორი სჭირდება. მაღაზიაში ნაყიდი საშუალება გამოიყენეთ ან თავად მოამზადეთ.
ეფექტური სასუქი დეკემბერასთვის – ბანანის სასუქი მისთვის იდეალურია. უბრალოდ ბანანის ქერქი ნაყოფის ჭამის შემდეგ არ გადააგდოთ. ქერქი დაჭერით, წყალი დაასხით და 1 საათით ან უფრო დიდხანს გააჩერეთ. ხსნარი გადაწურეთ და სარწყავად გამოიყენეთ. ასეთი ხსნარი შეიცავს ყველა აუცილებელ ნივთიერებას (ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი), რაც დეკემბერას სჭირდება.
ყვავილი ბანანის ხსნარით შეგიძლიათ მორწყათ ყოველთვის, როცა დატენიანება დასჭირდება. ასეთ საკვებზე სხვა მცენარეც უარს არ იტყვის. იაფი სასუქი მავნე ქიმიას არ შეიცავს და მისი გამოყენება სახიფათო არაა. რამდენიმე პროცედურის შემდეგ მცენარე გაძლიერდება და ყვავილებს გაშლის. წესები დაიცავით და რეგულარულად გამოკვებეთ. ასე ლამაზი ყვავილებით მალე გაგახარებთ.